ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

inht6z574

ბიოგრაფიული ცნობები…

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი დაიბადა 1900 წელს ქალაქ ლიონში.
იგი იყო პილოტი, ფრანგული აეროდრომის უფროსი ესპანეთის მაროკოში, შემდეგ კი – კომპანია „აეროპოსტა – არგენტინას“ საჰაერო ხაზების დირექტორი.
მისი პირველი მოთხრობა – „სამხრეთის ფოსტა“ – 1928 წელს გამოვიდა, ხოლო მეორე – „ღამის გაფრენა“ – 1931 წელს. ამ მოთხრობამ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი მის ავტორს.
ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი ნიჭიერი ჟურნალისტის კალმითა და მთელი სულითა და გულით ეხმაურებოდა ყველაფერს, რაც ქვეყნად ხდებოდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს იგი, როგორც ფრანგული გაზეთების კორესპონდენტი, შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის ბედზე, მომავალზე, რომელსაც ფაშიზმი ემუქრება. ადამიანებისადმი დიდი სიყვარულითაა განმსჭვალული მისი საუკეთესო ნაწარმოები – „ადამიანების მიწა“ (1939 წ.).
ჰიტლერიზმის წინააღმდეგ კაცობრიობის სასტიკი ბრძოლის წლებში იგი მოვლენების მგზნებარე მონაწილეა. ომის დაწყებისას ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი უკვე აღარ მსახურობდა ავიაციაში. მრავალი ხიფათის შედეგად მიღებულმა ჭრილობებმა ავიაციაში სამსახურის უფლება მოუსპო მას. მაგრამ იგი მაინც დაუბრუნდა თვითმფრინავს და იბრძოდა მტრის მიერ საფრანგეთის დაპყრობამდე. ამის შემდეგ ეკზიუპერი ამერიკაში მიემგზავრება, როგორც ემიგრანტი. დამარცხებულ და გაქელილ სამშობლოზე დარდით, მრისხანებითა და დამპყრობლებისადმი სიძულვილითაა აღსავსე მისი მოთხრობა „სამხედრო მფრინავი“.
მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი ისევ ახერხებს ავიაციაში დაბრუნებას, რომ უშუალო მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში. იგი ამ დროს თითქმის ხეიბარია – ამხანაგების დაუხმარებლად კომბინეზონის ჩაცმა და თვითმფრინავის კაბინაში ჩაჯდომაც კი არ შეუძლია, მაგრამ მას კიდევ შეუძლია მანქანის მართვა და ტყვიამფრქვევიდან სროლა. იგი ისევ ხვდება მტერს, რამდენიმე საბრძოლო დავალებას ასრულებს და 1944 წლის 31 ივლისს საჰაერო ბრძოლაში იღუპება.

iyrmw3575

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

  1. კაპუჩინო ამბობს:

    ეკზიუპერი არ დაღუპულა. პატარა უფლისწულთან გაფრინდა.

    Like

  2. PK-MamuuK ამბობს:

    au es ra kaiciaaaaaaa :)

    Like

  3. brokenlung ამბობს:

    არ მევასება…

    Like

  4. mishka ამბობს:

    suarti kide dade patara princis magram , magazec rom dagewera rame vera:)))))))))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s