ერლომ ახვლედიანი

multi-ethnic-kids-holding-globe-thumb6110962

არ ვიცი წაგიკითხავთ თუ არა ერლომ ახვლედიანის მოთხრობები.. თუ არ წაგიკითხავთ ეს კარგიცაა და ცუდიც : ) კარგი იმიტომ რომ მთელი სიამოვნება წინ გაქვთ : ) ცუდი იმიტომ რომ ბევრი დაგიკარგავთ განსაკუთრებით მაშინ თუ ახლაც არ აპირებთ წაკითხვას ან არ დააპირებთ ჩემი პოსტის წაკითხვის შემდეგ :) ასეთი გრძნობა როცა მის მოთხრობებს ვკითხულობ მარტო “პატარა ქალაქის ზღაპრების” წაკითხვის დროს მაქვს ხოლმე  :) ერთდროულად ბავშვობის ნოსტალგიის, რაღაც ძალიან თბილის, და ისეთის ოცნებაში ჩარჩენა რომ გინდა : )  თუნდაც მისი “უნიჭო ობობა” რად ღირს : ) მოთხრობა კეთილ ობობაზე, რომელიც მწერებს ათავისუფლებს და ამის გამო ყველა დასცინის. ან თუნდაც “არასერიოზული კაცი” მთელი თავისი ქართული რეალობით სევდით… მე მისი “ნიკო და ვანო” მიყვარს განსაკუთრებით. მეტს ვეღარ დავწერ როცა ძალიან ემოციებში ვარ ასე მემართება : ))) მოკლედ ნახტონის შემდეგ ორი  მოთხრობა ციკლიდან “ნიკო და ვანო”. (თუ მოგეწონებათ შემიძლია კიდევ დავამატო ხოლმე)  და კიდევ რაღაც რაღაცები. : )

* * *

ვანო და ნიკო და სიცილი

ერთხელ ნიკო იჯდა და იცინოდა. იცინოდა ნიკო და იცინოდა.
იცინოდა ნიკო უზმოზე. იცინოდა ნიკო შუადღეზე. საღამოსაც იცინოდა ნიკო. ღამით ხომ სულ კვდებოდა სიცილით.
ვანო უცქერდა და უკვირდა. ნიკო იცინოდა.
ვანო უცქერდა და აღარ უკვირდა. ნიკო მაინც იცინოდა.
ვანომ ირგვლივ მიმოიხედა და გაიფიქრა: „რა აცინებს ნიკოს?“
— ნიკო, ეს არის მაგიდა.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს მაგიდა აცინებდა და მაგიდა გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის კარადა.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს კარადა აცინებდა და კარადა გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის საწოლი.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს საწოლი აცინებდა და საწოლი გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის ცარიელი ოთახი, — და ვანომ ნიკოს ცარიელი ოთახი აჩვენა.
ნიკო იცინოდა.
ვანომ ცარიელი ოთახი გარეთ გაიტანა.
ნიკო კინაღამ მოკვდა სიცილით.
გაბრაზდა ვანო. გავარდა გარეთ, მუხლებზე დაეცა და თქვა:
— ნიკო! ეს არის მზე, ეს ჩრდილებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის საღამო, ეს ღრუბლებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის ცა, ეს ვარსკვლავებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის დარდი, ეს ცრემლებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ეს არის სიცოცხლე, ხოლო ეს — ბედნიერება, ნიკო!
ნიკოს უნდოდა გაეცინა, მაგრამ მწარედ ატირდა.
იმ დღის შემდეგ ნიკო ხან იცინოდა და ხან ტიროდა.

* * *

ვანო და ნიკო და ასანთი

ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ, მოგეწონე?
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ… ნუ მიცქერ.
ვანო აღარ უცქერდა ქალს.
ვანომ პაპიროსი ამოიღო და შემდეგ დიდხანს ეძება ასანთი ჯიბეებში.
— რას ეძებ?
ვანო აღარ უცქერდა ქალს. ვანო ასანთს ეძებდა.
— ასანთს?.. აგერ ასანთი, — და ქალმა მიწიდან გამტვერილი ასანთი აიღო და ვანოს გაუწოდა.
ვანომ გაიღიმა.
— რატომ იღიმები?
ვანო აღარ იღიმებოდა. ვანომ გამოართვა ასანთი, კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და გაჰკრა, მაგრამ ქარმა ჩააქრო.
ვანომ დამწვარი ღერი კვლავ კოლოფში ჩააბრუნა.
გაჰკრა მეორე ღერი და ისიც ქარმა ჩააქრო.
ვანომ დამწვარი ღერი ისევ კოლოფში ჩააბრუნა.
გაჰკრა მესამე ღერი და ქარმა ის არ ჩააქრო, ვანომ პაპიროსს მოუკიდა და ასანთი ქალს გაუწოდა.
— გქონდეს სახსოვრად, — უთხრა ქალმა, — რატომ მიცქერ, შეგიყვარდი?
ვანომ ასანთი გულის ჯიბეში ჩაიდო.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
ვანოს ნიკო ისევე უყვარდა, როგორც ნიკოს — ვანო. ვანოს ის ქალიც უყვარდა, რომელსაც უცქირა, უცქირა და მერე ძალიან შეუყვარდა და რომელმაც მას ასანთი უსახსოვრა…
მაგრამ ერთ დღეს ნიკოს ვანოს შეყვარებული შეუყვარდა…
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
მეორე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სანთელი სთხოვა.
ვანოს მხოლოდ ერთი სანთელი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სანთელი ნიკოს…
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ…
ნიკო წავიდა და სანთელი აანთო და წერილი მისწერა იმ ქალს.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
მესამე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ქუდი სთხოვა.
ვანოს მხოლოდ ერთი ქუდი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა ქუდი ნიკოს…
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ…
ნიკო წავიდა, ქუდი დაიხურა და პაემანზე შეხვდა იმ ქალს…
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
ნიკოს ძალიან შეუყვარდა ის ქალი, მაგრამ კიდევ უფრო უნდოდა შეჰყვარებოდა. მეოთხე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და იმ ქალისადმი სიყვარული სთხოვა ვანოს. ვანოს ერთი სიყვარული ჰქონდა იმ ქალისადმი, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა იმ ქალისადმი სიყვარული ნიკოს…
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.
ნიკო წავიდა და კიდევ უფრო შეუყვარდა ის ქალი.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
როდესაც კიდევ უფრო ძლიერ შეუყვარდა ის ქალი ნიკოს, უნდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიყვარული და მეხუთე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სიცოცხლე სთხოვა ვანოს. ვანოს მხოლოდ ერთი სიცოცხლე ჰქონდა. მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სიცოცხლე ნიკოს…
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.
ნიკო წავიდა და იმ ქალს გაუყო ვანოს სიცოცხლე და ისინი დიდხანს ცოცხლობდნენ…
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ…
მეგობრები იყვნენ ვანო და ნიკო და მეექვსე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ერთგულება სთხოვა მეგობარს. აბა, რა უნდა ექნა მეგობარს, აიღო და მისცა ერთგულება მეგობარს!..
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა მეგობარმა…
ვანოს აღარ უყვარდა ის ქალი, რადგან აღარ ჰქონდა იმ ქალის სიყვარული. ქალსაც აღარ უყვარდა ვანო, რადგან ვანოს აღარ ჰქონდა არც სანთელი, არც ქუდი, არც მისი სიყვარული, არც სიცოცხლე და არც ერთგულება. იმ ქალს ნიკო უყვარდა…
მეშვიდე დღეს ნიკო და ვანო ქუჩაში იდგნენ. ნიკომ აიღო პაპიროსი და დიდხანს ეძება ჯიბეებში ასანთი.
— რას ეძებ? — ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ასანთს ხომ არ ეძებ? — შიშით ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
ვანომ გულის ჯიბეზე მიიდო ხელი და გაახსენდა:
„— რატომ მიცქერ, მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ… ნუ მიცქერ…
— რას ეძებ?
— ასანთს?.. აგერ, ასანთი…
— რატომ იღიმები?..
— გქონდეს სახსოვრად…“
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ნიკო, მე მაქვს ასანთი და, გთხოვ, ნუ მთხოვ, თორემ მოგცემ… ის სახსოვარია…
ნიკო წავიდა და სხვას სთხოვა ასანთი.
ნიკო და ვანო მეგობრები იყვნენ.

* * *

მცირე კითხვარი (ერლომ ახვლედიანი)

1.როდის შექმენით პირველი ნაწარმოები?

მე სულ ვთვლიდი რომ ჩემ ჭიას ვახარებ. მე მგონი 25 წლის ვიყავი ,,ვანო და ნიკო” რომ დავწერე. ჩემ თავს ვთვლიდი კინოდრამატურგად, მწერლად ნაკლებად.

2. გვიამბეთ თქვენი მეგობრების შესახებ

პირველი უახლოესი მეგობარი რომელიც დაიღუპა იყო გურამ რჩეულიშვილი. ასევე დათო ჯავახიშვილი, რომლესაც შესანიშნავი წიგნი აქვს სევაზე (სევა მისი მეგობარი იყო).

3. სასიამოვნო მოგონება

სასიამოვნო მოგონება, არ ვიცი, როგორც ვთქვი, ისე ძალიან საინტერესო ბიოგრაფია არ მაქვს, გურამს რომ ჰქონდა. მე უფრო სახლში მიყვარდა ყოფნა. ჰობი რა არიო შენი, მკითხეს წიგნში “ვინ ვინ არის” პირველში ჩაწერეს მოგზაურობა და მეორეში წავაშლევინე და ვუთხარი სახლში ჯდომა.

4. რას უსურვებდით ახალგაზრდობას?

ახალგაზრდობას ვუსურვებდი სიყვარულის განცდას.


* * *

სიტყვა ყოვლისშემძლეა–სიტყვებს ძალუძს შეუძლებელი მოახდინოს.

შემდეგ სამსახურში წასვლა დაავიწყდა და შინ დარჩა. შემდეგ ისიც დაავიწყდა, რომ შინ დარჩა და ხელმეორედ დარჩა შინ.

ვირიც კეთილი იქნებოდა, ვირად რომ არ გაჩენილიყო.

აქ იყო და სიცოცხლე უყვარდა.
იქ წავიდა და სიკვდილიც შეიტკბო.

და იყო კაცი, რომელიც თავისთვის იყოდა ყველას ეგონა, რომ არ იყო.

თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ადამიანი ვხდები ამის წაკითხვის მერე : ))) 2ჯერ ადამიანი ვიდრე ვიყავი… იმედია მოგეწონათ : )

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ერლომ ახვლედიანი

  1. PK-MamuuK ამბობს:

    vax ra magaria yocahg avtor :* magari postia :) …..

    Like

  2. janelll ამბობს:

    ar maqvs cakitxuli…. vnaxav aucileblad…. :)

    Like

  3. fsiQe ამბობს:

    მე შარშან მომეწონა ბატონი ერლომის პუბლიცისტური ნაწერები..
    ზღაპრები არ მაქვს მგონი წაკითხული მისი, როგორც ჩანს სიამოვნება მელის წინ :)

    Like

  4. Sophie Golden ამბობს:

    მგონი წაკითხული უნდა მქონდეს ბავშვობაში, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ზღაპრები და მოთხრობები დიდად არ მიზიდავდა… ეს კარგიცაა და ცუდიც, შენი თქმის არ იყოს :) რა ვქნა, რომ ასტრიდ ლინდგრენის ბავშვების უფრო მესმოდა.

    Like

  5. brokenlung ამბობს:

    ხო… მართლა ძალიან კარგი პიროვნებაა

    Like

  6. brokenlung ამბობს:

    ამ კაცს პირადად ვიცნობ…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s