მარსზე ომია, რომელსაც ჩვენ ვერ მოვიგებთ, იმიტომ რომ არ ვმონაწილეობთ. ჩვენ აკვანს ვარწევთ რომელშიც ნაგავი იზრდება. თუ ზედაპირს არ მოწყდი ვერ დაინახავ სად ხარ, ჩვენ გრამატიკის პანაშვიდზე მივემგზავრებით პარაშუტით და მერე პოეზიის დაკარგულ ნაწილებს დავუწყებთ ძებნას მიტოვებულ დედამიწაზე…უშინაარსო ცისარტყელას ათოვს და თეთრდება. ხსნა რჩება იქ სადაც ოცნებობ. ჩამსხვრეული ფანჯრები უკბილო ბაგეს გავს, კენტავრს მარტოობის ეშინია.. მე კი ჩაიდანივით ვუშტვენ უკაცრიელ სამზარეულოში… შუქნიშანი ყვითლად აცეცებს თვალებს და ტელეფონის ზარს ელოდება ბნელ ქუჩაში. დამდნარი ძაღლები დამდნარ ხეებთან ფსავენ და პატრონს ელოდებიან. გაიხადე წარსული, აწმყოს დარბაზში ცხელა და მომავალში რომ გახვალ გაცივდები… პრომეთე ისევ კავკასიის ტყევა. ელიავაზე ისევ ხალხმრავლობაა, თეატრი ისევ დაკეტილია, საცურაო აუზთან ისევ ბენზინს ყიდიან, გაყინული ხელებით ისევ კიდიხარ თოკზე რომელსაც გზააბნეული თაგვი გადაღრღნის. შენ კი სახლში კატა გელოდება რომელსაც შია. შენ მაინც მარტო დარჩები იმიტომ რომ ორჯერ ორი უკვე ერთია. ჩვენ სისწრაფემ გაგვიტაცა და პარაშუტის გახსნა დაგვავიწყდა, პოეზია ისევ უპოვნელი დარჩა, ძაღლებს კიდე დამდნარმა პატრონებმა მოაკითხეს.
Charkvianis gavlenaa tu momechvena??
mis leqsebs bgulisxmob
LikeLike
კი კი მართალი ხარ : ))))) მიუხედავად იმისა რომ ღრმა ბავშვობაში მაქვს წაკითხული ^^
LikeLike
არა, ნუ რაღაც-რაღაცეებში კი გეთანხმები,მაგალითდ ” ორჯერ ორი უკვე ერთია” როა და ”დამდნარი ძაღლები დამდნარ ხეებთან [რო] ფსავენ”, მარა ჩემი აზრით მაინც in dzudzu veritas და ორი თახვი გოჭი ვერასდროს იქნება, მიუხედავად იმისა რო ჯონის მამა პედერასტია და ბაყაყი წყალში ზასაობს :D :) რავი, თუ გინდა ნუ დამეთანხმები, ჩემ აზრს არავის ვახვევ ბაყვზე :)
LikeLike
lol :D:D:D:D mec getanxmebi chemis mxriv :D:D:D:
LikeLike
hoi saocrebav!!! magari xar
LikeLike
dzalian kargia da aranairad ar aris gamgaizianebli
LikeLike
მაგარი ვეში იყო! საღოლ
მიყვარს ფანტაზიის კორიანტელი :>
LikeLike
:))))))))))))))))) :*
LikeLike
ფსავენ კი არა, ფსამენ! :)
“ძილინებისა–თ”–ზე ალბათ იღადავე :)
(ქართულ ენას ვიცავ!)
ისე კი მშვენიერი მირაჟია. რატომღაც ძალიან მომინდა მანდ თავის ამოყოფა ;)
LikeLike
tu gavitvaliscinebt imas rom ojaxshi 3 pilologi myavs chemi shecdomebi meqanikurs davabralod :D
LikeLike
კაია… :)
LikeLike
აუ ყოჩაღ… მართლა კაი იყო…
LikeLike
მშვებიერია… :>
მთავარია შენი გრძნობეი გადმოსცე :*
LikeLike