თავისუფლება?!

70sBus_at_the_beach

ეს ჩანაწერი დღეს ვიპოვე :) 15 წლის რომ ვიყავი მაშინ დამიწერია :))))) 10 თებერვალს გავხდი 15ის და 25 თებერვლის ჩანაწერია :))))

რა არის თავისუფლება? ვინმეს უნახავს თავისუფლება? ვინმეს შეუგრძვნია როგორია იყო თავისუფალი?

აი, მაგალითად სიყვარული. არც სიყვარული უნახავს ვინმეს არც არავინ იცის რა არის სიყვარული ან ვინ არის, მაგრამ ყოველ წუთს ყოველ წამს შევიგრძნობთ სიყვარულის ძალას, ჩვენ ყოველთვის გვიყვარს… თუნდაც საკუთარი თავი, ან ღმერთი…

…და თავისუფლება?

თავისუფლებაა მრავალწლიანი მონობის შემდეგ ბორკილების ახსნა და იმის შეგრძნება რომ შენი თავი შენ გეკუთვნის?

არა!

თავისუფლებაა სახლიდან წასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება?

არა!

თავისუფლებაა საკუთარი სურვილების წინააღმდეგ არ წასვლა და ყოველთვის იმის კეთება რაც გინდა?

არა!

ვინმემ იცის რა არის თ ა ვი სუ ფ ლ ე ბ ა? ვინმე მიპასუხებს ამ კითხვაზე?

ერთეულები მოვლენ და მეტყვიან ვიცით რა არის თავისუფლება და დამიწყებენ ახსნას, მეტყვიან რომ მათ ეს გამოცდილი აქვთ.

არა! არა! არა!

მე ვეტყვი რომ თავისუფლება არ არის ის როცა აკეთებენ რასაც უნდათ და დამოკიდებული ხარ მხოლოდ შენს თავზე, მაგრამ ისინი არ დამიჯერებენ.

თავისუფლება დაამახინჯეს თავიანთი შზღუდული ტვინებით, თავისუფლება გახადეს ადამიანური მატერიალიზმის საგანი.

თავისუფლებას ჩამოგლიჯეს დაფნის გვირგვინი, ფეხით გათელეს… როგორ? უბრალოდ მათ თქვეს რომ იციან რა არის თავისუფლება!

არც ერთმა არ იცით! თავისდა უნებურად ძირს დასცეს ის ვისთვისაც უნდა ეთაყვანად, ვსთვისაც მუხლი უნდა მოეყარათ!

კითხვა: “რა არის თავისუფლება?”

ეს ხომ ყველაზე რიტორიკული კითხვაა მსოფლიოს არსებობის ისტორიაში.

რაა? თხვენ მეუბნებით რომ თავისუფლება ფრთებია? ახედეთ ჩიტებს. ისინი ცაში დაფრინავენ ჩვენთვის ისინი პატარა უსუსური არსებებია, მათთვის კი ჩვენ ჭიანჭველები რომლებსაც ციდან უყურებენ.

გგონიათ რომ ისინი თავისუფლები არიან? იცით რა არის მათი ერთადერთი საზრუნავი?!

საჭმელი!

ახლაც თვლით რომ ისინი თისუფლები არიან? ისინი არიან მონები!

როგორც ჩვენ ვართ ყოფიერების, მატერიალიზმის, ამაოების მონები! ფულის, ძალაუფლების თვალებში შემყურენი!

პესიმისტი ვარ?!

მიპოვეთ ისეთი ადამიანი რომელიც ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებს და გპირდებით მეც მას მივბაძავ, ჩემს სახეზე სევდას ვეღარ დაინახავთ! უბრალოდ ვერ იპოვით ასეთ ადამიან! ეგ იგივეა ტალახში თეთრი ნაჭრის ძებნა რომ დაიწყო.

გითხრათ რა არის გრძნობა რომელსაც სხვები ივიწყებენ თქვენ კი არასდროს, რადგან ეს იყო საბედისწერო.

გითხრათ რა არის თვისუფლება?…

თავისუფლება…

სიკვდილია!

მიტოვებული საფლავი. დავიწყებული ადამიანი და უკვდავი თავისუფალი სული!

აი ეს არის პასუხი.

პ.ს. როგორც ჩანს მაშინ მაგარი გაჭედილი მქონდა ამ თემაზე იმიტომ რომ მაშინდელ ჩანაწერებში სულ ამაზე მიწერია :))) ლოლ რა დებილუკა ვიყავი მაინც :))) ერთ ჩანაწერზე კიდე მაგრად ვიკაიფე იმას მერე გამოვაქვეყნებ რადგან ახლა გამის 3 საათია და ბებიაჩემი დამადგა თავზე ადექი მაგ ჯოჯოხეთის მანქანიდანო :))) დროებით :*

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in სიცხიანი ჩანაწერები, უსათაურო and tagged , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to თავისუფლება?!

  1. ანანო ამბობს:

    მეც 10 თებერვალს მაქვს დაბადების დღე :)

    Like

  2. Sky ამბობს:

    “debilukasi” ra gitxra magram didi siamovnebit rom wavikitxe da dzalian rom momewona eg ki vici… :) :) :)

    Like

  3. teo ამბობს:

    jojoxeti) shemeshala

    Like

  4. teo ამბობს:

    jojizetshi moxvedra tavisuflebaa?

    Like

  5. naTia ამბობს:

    me ki geetanxmebi da..tavisufleba sikvdiLia…:(

    Like

  6. mariami ამბობს:

    რომელ სკოლაში სწავლოოოოოობ?

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      სკოლაში არ ვსწავლობ მარი :) 21 წლის ვარ და წელს ინსტიტუტს ვამთავრებ :)))) ეს 6 წლის წინანდელი ჩანაწერია :P

      Like

  7. mariami ამბობს:

    მომეწონა იმიტომ რომ გრძნობით წერ, მე მაგალითად ამის კითხვის დროს ცოტა არ იყოს შემეშინდა და გულში გავიიქრე, ნეტა ამ ქვეყნად თავისუფალი არავინააა??? რა არის თავისუბლება ეს მეც არ ვიცი, ასე რო ვიფიქროთ და იქნებ დავადგეთ ჭეშმარიტ გზას :d 15 wlis bavshvistvis kargi azrovnebis donea, gilocav etyoba “tavisupal” temebs kargad wer :)

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      დიდი მადლობა :)))))))) თავისუფალ თემებს კი ვწერდი კარგად სკოლაში.. არა მარტო თავისუფალ თემებს… :D:D:D ახლაა რომ გავზარმაცდი და წავედი ხელიდან :D

      Like

  8. fofo ამბობს:

    talaxian gubeshi tetri nachris dzbena sisulelea magram shen xom ici rom is iq sadgac sigrmeshia xoda mtavaric es aris.
    ise simartle gitxra me rom txutmeti wlis viyavi banalur sisulelebs vwerdi es kidev magari ragacaa
    dzalian momewona :*:*:*

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s