გურამ დოჩანაშვილი

„მწერალი არ არსებობს, არის გადამწერი, არ არსებობს მხატვარი, არის გადამხატავი, სულიწმინდა უბიძგებს ყველა ხელოვანს. “ – გურამ დოჩანაშვილი.

გურამ დოჩანაშვილი –  თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, რომლის შემოქმედება სიბნელიდან სინათლეში გადამყვანი ხიდია. მისი ნაწარმოებების მთავარი თემა ღირსება, სიკეთე, სიყვარული, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

გურამ დოჩანაშვილი  დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში.  1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე.956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა სამშობლოს უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულის გამო. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი(ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია. მისი   პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.

უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს. მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი,  „მთის გადაღმა“. 1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც  ტრაგიკულად დაიღუპა  1990 წელს.  ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა   გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, – ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.

„… დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო. … ასე რომ არა, დაიქცეოდა, – მკაფიოდ გაისმოდა ბნელში,-ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ- ზოგებისადმი სიყვარული რომ არა.“ რომანიდან „სამოსელი პირველი“

…ყოველი წინადადება დაბრკოლებაა, დიალოგები ცოტა მიადვილდება. რამდენი უპირატესობა გვაქვს სპორტსმენებთან შედარებით,
მათ სამ ცდაზე უნდა მიაღწიონ მიზანს , მწერალს შეუძლია
ათჯერ,ასჯერ სცადოს…“-გურამ დოჩანაშვილი.

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები
ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი….
ესეც საკმარისია – უკეთესი ხდები“ –
მოთხრობიდან „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

„ნიჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანი… ნიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ… “ – გურამ დოჩანაშვილი

მ ო თ ხ რ ო ბ ე ბ ი

*         კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
*         ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება
*          იგი სიყვარულისათვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი
*         ცალ-ცალკე და ერთად
*     ჩვენს ეზოში წვიმა მოდის
*     თანამგზავრი
*     ნაბიჯი
*    ბაქანი
*     მუსიკოსი
*     რასაც სხვა ვერ იზამდა
*    მხოლოდ ერთი კაცი
*    ჩვეული ბედნიერებანი
*   ვატერ (პო)
*    თავფარავნელი ჭაბუკი
*    ორნი აქა-იქ
*    განმსდგომი შუაკაცი
*    იქამდე
*    მთის გადაღმა
*     ყველაზე კარგი პაპა
*     მთვარიანი ღამე
*      აჩხოტელების ბატონი
*      აღმართი
*      მხიარული ბორცვი
*      ძნელი
*      იოჰან სებასტიან ბახი
*      პირველი კონცერტი
*     მიხეილი და ალექსანდრე
*     მიწა და ვანო და წიფელი, ხე

რ ო მ ა ნ ე ბ ი
*    ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი
*    სამოსელი პირველი

ჯერ არ წაგიკითხავს???  მაშინ შედი ამ ლინკზე!!!

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to გურამ დოჩანაშვილი

  1. tale-bearer ამბობს:

    ძალიან თუ არ გეზარებათ იგი სიყვარულისათვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარის იდე,თემა დამიწერეთ მოკლედ))

    Like

  2. mate ამბობს:

    ეს კაცი ნათელი წერტილია ამ უკუნეთში და სულიწმინდის ელჩი
    .

    Like

  3. anuki ამბობს:

    ,,დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით” !!__ მიყვარს ეს ადამიანი და მისი მოქნილი და აზრობრივად დატვირთული ლიტერატურა..:*** ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს” (სამოსელი პირველი)…

    Like

  4. რეზო ამბობს:

    ერთი კარგი მოთხრობაა კიდევ, რომელიც აქ არ წერია – “ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა”. კარგად დამრჩა ეგ მოთხრობა. სულ შემთხვევით წავიკითხე და სხვა მოთხრობებიდან კი მიჭირს გამოვარჩიო, მაგრამ სხვებთან ერთად ესეც შემიძლა გამოვარჩიო, მაინც. (მოქმედება ხდება “ჰარალეთში”, თუ გაგახსენდათ)

    Like

  5. mishka ამბობს:

    “ისედაც დასავლეთელები ომარა და გივია და პლანეტა ჰოლივუდი” ეს სად ვიშოვო ხომ არ იცი შემთხვევით, ყველა წაკითხული მაქ მაგის გარდა:((

    Like

  6. nastasia ამბობს:

    dochanashvili iset literaturas qmnis,romelic unda giyvardes da shesabamisad,unda iyo kaci,romelsac literatura zalian uyvarda…

    miyvars…

    Like

  7. fsiQe ამბობს:

    მიყვარს ქეთ შენი ახალი და საინტერესო პოსტები და მიხარია რომ ეს ბლოგი ერთ-ერთია იმ არცთუ ბევრი ბლოგიდან, საიდანაც გამოსვლისას უფრო მეტი იცი ვიდრე შესვლამდე :)
    დოჩანაშვილი უკომენტაროდ მიყვარს მე
    :*:*

    Like

  8. Clown^^ ამბობს:

    ძაან მაგარი კაცია ^^

    Like

  9. ჯორჯ პაიკი ამბობს:

    „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები
    ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი….
    ესეც საკმარისია – უკეთესი ხდები“ – ეს ფრაზა ძალიან მაგარია, ხშირად მახსენდება ხოლმე სხვადასხვა წიგნის კითხვის დროს. …და ვისაც ჯერ არ აქვს წაკითხული მისალოცად ჰქონია საქმე, რადგა წინ პირველად წაკითხვისგან მისაღები დიდი სიამოვნება ელის. :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s