უნდა ვთქვა =(

ჩემო კეთილო ადამიანებო

აჰა ეს სამი სიტყვა დავწერე და გავიჭედე… ვერ ვფიქრობ იმიტომ რომ რაღაც ძალიან აღელვებული ვარსავით… ისევ მომეძალა ის აუგი ფიქრები… :(( ისევ გავპესიმისტდი.. ისევ უნდა ვიწუწუნო საკუთარ თავთან.. ისევ უნდა დამამშვიდოს ჩემმა ალტერ ეგომ… :((( გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო ხომ გაგიგია… ჩემს თავსაც ეგრე ხდება… ერთადერთი რაც ყველაზე ძალიან მინდა ჩემი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაა… რომ არ ვუყურო იმას როგორ იტანჯება ის ვისთვისაც სიცოცხლეს დავთმობ. რა სამწუხაროა სხვისი ფიზიკური ტკივილის გაზიარება რომ არ შეგვიძლია… ან აი ტკივილი მორიგეობით რომ ვატაროთ. ხან იმას ექნება ხან მე და ასე უფრო ადვილი იქნებოდა… ან გამოვართმევდი და არაფრის დიდებით აღარ დავუბრუნებდი :((( როგორ ვცდილობდი მეთამაშა ძლიერი ადამიანის როლი.. პანიკურ სიტუაციებში სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, შესაშინებელი თუ იყო ყველას მე ვამშვიდებდი, საფრთხე იყო პირველი მივდიოდი. მაგრამ როგორც ჩანს არ შეიძლება ადამიანმა ერთი ნიღაბი გამუდმებით ატაროს, ალბათ გარეწრის ნიღბის ტარება ან რამე ნებისმიერის უფრო ადვილია ვიდრე ძლიერი ადამიანის… ვერ ვიტან როცა ვტირი, ვერ ვიტან საკუთარი სისუსტის გამოვლინებას.. ბავშვობიდან რამე რომ მეტკინებოდა ან მეწყინებოდა სხვის დასანახად არასდროს მიტირია.. ახლა კი თავს ვერ ვიკავებ მეგობრებო.. არ ვყოფილვარ ძლიერი ადამიანი… ჩემს ნიღაბს მივტირი ამ ცრემლებით, რომელიც ასე ერთგულად მემსახურა ამდენი ხანი… რომელმაც ყველას დაუმტკიცა რომ მე ვარ ძ ლ ი  ე რ ი! სინამდვილეში ყველაფერი მაშინებს :( ურთიერთობის დასერიოზულებიდან დაწყებული, სიცოცხლით დამთავრებული… :(( მინდა ისევ ისეთი ვიყო როგორიც ვიყავი არც თუ ისე შორეულ “ბავშვობაში”, მხიარული, ლაღი, ძლიერი… რაც დრო გადის მით უფრო მეტს აღმოვაჩენ რომ თურმე ჩემი ცხოვრების ფაზლს ძალიან ბევრი ნაწილი აკლია! ზოგი ახლა მოაკლდა, დღითი დღე აკლდება, ზოგიც აკლდა უკვე. მშვიდად გაღვიძება მენატრება.. საწოლში არ გახსენებული პრობლემები მენატრება, სიჩუმე მენატრება. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მამა რომ არ წასულიყო, ვიცხოვრებდით ისევ იქ, გვერქმეოდა ოჯახი, ყველაფერი რიგზე იქნებოდა… არ დაინგრეოდა ორგანიზმი ნერვების ფასად.. მარა ვინ იცის იქნებ უარესი მომხდარიყო. ღმერთმა იცის.. მე დავამთავრე

მომიტევეთ ჩემი სისუსტე

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in სიცხიანი ჩანაწერები, უსათაურო and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to უნდა ვთქვა =(

  1. fofo ამბობს:

    imis agiareba rom susti xar dzlier adamianad gaqcevs imitom rom eg bevrs ar sheudzlia

    Like

  2. brokenlung ამბობს:

    მთვარე აღარ გყოფნის… ეხლა მარსზე ასვლაც მოგინდა :D

    Like

  3. janelll ამბობს:

    :( :( სამწუხაროდ ცხოვრება არ გავს ბრაზილიურ სერიალს… სადაც ყველაფერს “ჰეპი ენდი” აქვს….
    ეს ცხოვრება სავსეა პრობლემებით და…. ამას შენც ხედავ….
    მთავარია შენ იყო ძლიერი… შენ თავს არ უნდა მისცე სისუსტის უფლება…. და უნდა იბრძოლო… უკეთესი მომავლისთვის…. :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.