მასონურ ტერმინთა ლექსიკონი

ეს ანუ სამივე გავაერთიანე თუ ვინმეს გაინტერესებთ :))

აგაპა – ერთობლივი სადილი, რითიც მთავრდება ლოჟის თავშეყრა. (ცეცხლი ჭამეთ თქვენ :D:D:D)

ადამი – მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან “აადამახ”, რაც ნიშნავს მიწას, ძველი აღთქმის თამახმად. პირველი პატრიარქი, რომელსაც მასონები ორდენის დამაარსებლად თვლიან.

ად ვიტამ – (Ad Vitam) ლათინური გამოთქმაა, ნიშნავს “სიცოცხლის ბოლომდე”; ამ ტერმინით აღინისნება მასონური იერარქიის მე-20 საფეხური.

ადეპი – მოსწავლე ან შეგირდი, რომელიც ეუფლება მასონურ იდეოლოგიას.

აკკოლადა – მასონური ხელდასხმის ერთ-ერთი რიტუალი, რომლის დროსაც მახვილით ეხებიან ახალწვეულის მხრებსა და თავს. (შემდეგი პოსტი იქნება “მეფე არტური მრგვალი მაგიდის რაინდი თუ მასონი, როდის გვაყრის ისტორია თვალში ნაცარს”… :))))))))

1813 წლის აქტი – ისტორიული აქტი, რომლის დროსაც შეიქმნა ინგლისის დიდი ლოჟა.

ალლოკუცია – სიტყვიერი მიმართვა იმ ოფიცრისადმი, მინც სხდომას თავჯდომარეობს.

საკურთხეველი – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი მასონურ რიტუალებში, მის გვერდით მოთავსებულია სამ სანთლიანი შანდალი და წმინდა კანონის წიგნი, ასევე ფარგალი და გონიო.

ამერიკული წესდება – იორკის ძველი სისტემის ახლებური ვარიანტი, რომლის შემადგენლობაში შედის ლოჟა, საბჭო, კაპიტალი და საკამანდრო.

ამინ – ჭეშმარიტების დამადასტურებელი ტერმინი მასონურ რიტუალებში, რომლის წარმოთქმის შემდეგაც პასუხობენ “ასე იყოს”

ანამნეზი – პლატონური ფილოსოფიის ტერმინი, ნიშნავს სულის მეხსიერებას წინა ცხოვრების შესახებ. გამოიყენება მასონთა ფილოსოფიურ დოქტრინებსი.

ანკეტა – რომელსაც ავსებს მასონური ლოჯის ახალწვეული. (ისე ექიმთან რომ მიხვალ და გეტყვის ანკეტა შეავსეო ხო უნდა შეაგინო მასონი დედა და წამოხვიდე?! :)))))

არეოპაგი – იერარქიის 30-ე გრადუსი, იგივე “კადოშის რაინდი”.

არხეტისი – ყოველივეს შემქმნელი, საწყისი ფორმა ან პრინციპი.

არქივი – ადგილი, სადაც ინახება ლოჟის საიდუმლო დოკუმენტები. (არა რა ერთ სიტყვას თვითონ არ მოიგონებენ! პლაგიატები არიან ვინ არისნ ესენი (ტო):)

ასსამბლეა – დიდი ლოჟის წევრთა ყოველწლიური შეკრება.

ასპირანტი – მასონური ორდენის წევრი, რომელიც საიდუმლო ხელსასხმის კანდიდატია.

აფილiაცია – მასონურ ლოჟაში მიღების პროცესი.

აჰიმან რეზონი – “ძმის დახმარება”, ინგლისური მასონური კონსტიტუციის სათაური .

ბალატირება – საიდუმლო კენჭისყრა, რომლის დროსაც ირჩევენ მთავარ მაგისტრს ან წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს (მაგალითად: “ძმებო, გუშინ ჯეიმსმა უკადრებელი იკადრა :D:D:D:D)

ბალდერიკი – მასონური ლენტა (ნაჭრის ზონარი) რომელსაც მასონები იხვევენ მხარზე.

ბატარეა – მასონთა ბანკეტებზე ღვინით სავსე ბოკალი.

ბოზანი – ტამპლიერთა ორდენის სამხედრო ალამი. (ჩვენთან სხვა მნისვნელობა აქვს:))))

ძმათა ჯაჭვი – სიმბოლო მასონთა მსოფლიო ერთიანობისა.

ქვრივის შვილები – მასონური საძმოს სახელი. უკავშირდება ბიბლიურ ეპიზოდს ოსტატ ჰირამის შესახებ..

წმინდა ტრიადა – მასონური ფილოსოფიის ქვაკუთხედი, სათავეს იღებს კაბალისგან, სადაც “სეფიროტ ხოკმა” არის -სიბრძნე მამა; “ბინა” – აზრი ნიჭი, არის დედა, რომლის შობს “კეთერს” – მეფობას, განდიდებას, ბრწყინვალებას.

სამყაროს უდიდესი არქიტექტორი – მასონური იდეოლოგიის ცენტრი, ნიშნავს ღმერთს, შემოქმედს. (იგივე ბაფომეტი, სატანა)

დიდი აღმოსავლეთი – ადგილი სადაც იკრიბებიან მსოფლიოს უდიდესი ლოჟები და იღებენ ახალ მითითებებსა და ედიქტებს.

დიდი ოსტატი – დიდი ლოჯის ხელმძღვანელი.

დიდი საქმე – (მაგნუმ ოპუს) როზენკრაიცერთა სიმბოლიკაში ნისნავს საქმეს, რომელიც დაასრულა ჭეშმარიტების მაძიებელმა ადაპტერმა.

აკაციის ტოტი – აღნიშნავს სულის უკვდავებას. (ჩვენთან ჩაისთან ასოცირდება, იმათთან უკვდავების სიმბოლიკაა სასწაული ხალხია რა :)))))

ვეხები – (ლანდმარკები) ორდენის უძველესი წესები, სათავეს იღებს შუასაუკუნეებში, დროთა მანძილზე განიცადა გარკვეული ტრანსფორმაცია. (ნიუსი: ქართული ესტრადა მასონების ორდენის უძველეს წესებზე მღერის თურმე მე კიდე მეგონა სიყვარულზე მღეროდნენ და თითებზე :)))

მასონთა ასაკი – განისაზღვრება თვითოეულ იერარქიულ საფეხურზე გატარებული დროის მიხედვით.

თავისუფალი მეცნიერება – მასონური იდეოლოგიით ესენია: გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია.

აღმოსავლეთი – წმინდა მხარე.

აღმოსავლეთის სკამი – საპატიო ადგილი ლოჟაში, სადაც ჯდება ღირსეული ოსტატი.

თვალი სამკუთხედში – მასონური სიმბოლო, რომლის მიხედვითაც ღმერთი ყოველთვის გვადევნებს თვალს.

ჰერმეს ტრისმეგისტრი – ეზოთერული ცოდნის ფუძემდებელი, აიგივებენ ძველ ეგვიპტურ ღვთაება ტოტთან. (ტოტი ალბათ სამარხში ტრიალებს :))))))))

მასონური გილდეები – ორგანიზაციები, რომლებიც არსებობდა ოპერატიული მასონების შექმნა შექმნაზე.

მასონური წელთაღრიცხვა – კალენდარი, რომლელიც სათავეს იღებს ბიბლიური პირველი დღიდან. (ეს დანახვის ხატები ნახე რა)

ცისფერი ლოჟა – მასონურ იერარქიაში ნისნავს პირველ სამ საფეხურს..

კუბო – უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი ხელდასხმის რიტუალებში, კანდიდატს ათავსებენ კუბოში, საიდანაც ამოიყვანენ გარკვეული მაგიური ლოცვების შემდეგ, ნიშნავს “თავიდან დაბადებას” (წყევლა: “შენ ჩაწექი კუბოში” ამათ გამოუგონიათ :))))))

უხეში ქვა – ასოცირდება ახალხელდასხმულ ძმასთან.

წმინდა დელტა – იგივეა რაც “თვალი პირამიდაში”

ველური ლოჟა – ნიშნავს არალეგალურ ლოჟას.

მასონური დიპლომი – ლოჟის წევრობის დამადასტურებელი საბუთი. (მასონური დიპლომით ვინც მოეწყობა სამსახურში მოვიდეს ჩემთან და ყოჩაღ ყმაწვილო მეთქი ვეტყვი :)))))

უძველესი ქარტიები – კანონთა და წესდებათა კრებულები, რომლებიც უდიდეს სიწმინდეებად ითვლება.

ეგვიპტური ფრანკმასონობა – ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1776 წელს ლონდონში, მის დამაარსებლად თვლიან გრაფ კალიოსტროს.

ზაპონი – სასონური ფართუკი. (მასონურ სამზარეულოში :))))))

ხორბალი, ღვინო და ზეთი – მასონური ხელდასხმის სამი უმთავრესი ელემენტი; საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა სიმდიდრისა და აღორძინების სიმბოლოდ.

გველი, რომელიც კბენს საკუთარ კუდს – უძველესი გნოსტიკური სიმბოლო, რომელიც ასახავს მარადიულობას და მსოფლიო გნოზისს.

ინაუგურაცია – ლოჟაში დიდი მაგისტრის არჩევის ცერემონია. (ჩვენ კიდე გვეგონა პრეზიდენტს ვირჩევდით :)))))ლოოლ)

კადოში – მასონურ იერარქიაში ერთ-ერთი გრადუსის დასახელება, მომდინარეობს ძველებრაული სიტყვიდან “კადოში” -“წმინდა”.

მასონური კალენდარი – წარმოადგენს საკმაოდ რთულ სისტემას, რომელიც დაფუძნებულია ისტორიული ფაქტების პერიოდიზაციაზე.

კანდიდატი – პიროვნება, რომელიც აპირებს მასონურ ლოჟაში შესვლას. პირველი გამოცდის შემდეგ იგი ხდება მოწაფე.

კაპიტალი – მასონურ იერარქიაში, როზენკრეიცერთა 17-18 გრადუსი.

მასონური ორიენტირები – წარმოადგენს ქვეყნის ოთხივე მხარის ფილოსოფიურ ინტერპრეტაციას, რომლის თანახმად აღმოსავლეთი არის სიბრძნე, დასავლეთი ძალა, სამხრეთი სილამაზე და ჩრდილოეთი სიბნელე.

მასონური კატეხიზმო – მასონურ სწავლებათა კრებული, კითხვა პასუხის სახით.

კვატუარ კორონატი – ლონდონური ლოჟის #2076 ლათინური სახელი, რომელიც სათავეს იღებს ძველი რომაული ლეგენდიდან.

კლასობრივი ლოჟა – წარმოადგენს ისეთი ტიპის ლოჟას, სადაც თავმოყრილია ერთი სპეციალობის მასონები.

გასაღები – მასონური საიდუმლოს სიმბოლო.

არქიტექტოსრის წიგნი – იგივეა რაც დიდი ლოჟის კონსტიტუცია.

ორდენის კოდექსი – დიდი ლოჟის კანონთა წიგნი.

კომანდორი – იორკის წესდების თანახმად, უდიდესი თამამდებობა მასონურ საბჭოში.

კონკლავი – ტაძრის რაინდთა საერთო შეკრება.

კონვერტი – ევროპის დიდ ლოჟაში საერთაშორისო შეხვედრა, სადაც წყდება გლობალური მაშტაბის სტრატეგიული საკითხები.

კონსისტორია – შოტლანდიური წესდების თანახმად, 19დან 32 გრადუსამდე ხელდასხმულ მასონთა შკრება.

ქვრივის ქოთანი – ჭურჭელი, სადაც იკრიბება საქველმოქმედო თანხა, საძმოს წევრთა დასახმარებლად.

ლენტა – მასონური ტანსაცმლის ჰერალდიკური ატრიბუტი, ძირითადად გამოიყენება ტალისმანის სატარებლად.

ლოჟა – მასონთა თავშეყრის ადგილი, თავისუფალ ქვისმთლელთა გილდეების შეცვლელი.

წმინდა იოანეს ლოჟა – მასონური ლეგენდის თანახმად, პირველი “დედა ლოჟა”, რომელიც იერუსალიმში დაარსდა ატარებდა იოანე ნათლიმცემლის სახელს, მოგვიანებით კი იოანე ღვთისმეტყველისა.

ლუფტონი – მასონის შვილი ან შვილიშვილი, ლოჟაში მიღების დროს სარგებლობს გარკვეული პრივილეგიით.

ლომის თათი – დიდი ოსტატის ხარისხის სიმბოლური სახელწოდება.

“წმინდა იოანეს ხალხი” – ეწოდათ იმ მასონებს, რომლებიც მე-18 საუკუნეში ვერ შევიდნენ ინგლისის “დედა ლოჟაში”, თუმცა ნება დაერთოთ შეექმნათ რეგულარული ლოჟები.

მასონი – ფრანგული სიტყვა, ნიშნავს “თავისუფალ ქვისმთლელს,მშენებელს”

“დედა ლოჟა” – ადგილი სადაც მოწაფე პირველად იქნა ხელდასხმული, ყველა მასონისთვის ითვლება წმინდა ადგილად. ოფიციალურად მსოფლიოს ყველა დიდი ლოჟისათვის “დედა ლოჟებად” ითვლება ინგლისის და შოტლანდიის დიდი ლოჟები.

ცარცი, ნახშირი და თიხა – სამი ელემენტი, რაც მასონური იდეოლოგიით ნიშნავს თავისუფლებას, მისწრაფებასა და შრომისმოყვარეობას. (შეხედე შენ :))))ლოლ)

მემფის მისრამი – უძველესი ლოჟა, დაარსდა 1858 წელს ბრიუსელში.

მახვილი – გულახდილობის და სამართლიანობის სიმბოლო, ფართოდ გამოიყენება მასონურ რიტუალებსი.

მოზაიკური იატაკი – ასახავს სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების უსასრულო ციკლს.

ჩაქუჩი – თავისუფალ ქვისმთლელთა განუყრელი ატრიბუტი და სიმბოლო, გამოიყენება მასონთა სხდომების დროსაც.

მონიტორი – ძირითადი მასონური რიტუალების მცირე კრებული, ცნობარის სახით ატარებს ყველა მასონი. სიბრძნე, ძალა და სილამაზე-მასონური ტაძრის სამი ძირითადი ქვაკუთხედი. (მეც მაქვს მონიტორი, კომპიუტერ მოყვა :D)

საწევრო შესატანი – ყოველწლიური ფულადი თანხა, რის შეტანაც ევალება ლოჟის ყველა წევრს. (ეს ის არის ძმაკაცია ზონაში ზედმეტი 20 თეთი ხომ არ გაქვს)

არარეგალური მასონური ლოჟა – წარმოადგენს ისეთ ლოჟას, რომლის საქმიანობაც დროებით შეჩერებულია დიდი ლოჟის მიერ, ან უკანონოდ მომქმედი ლოჟაა.

ნეოფიტი – მოწაფე, ახალხელდასხმული.

ნოაჰეტი – 21-ე ხარისხის საფეხური შოტლანდიურ წესდებაში, ასოცირდება ბიბლიურ ნოესთან.

ოკულტური მასონობა – მასონობის ფილოსოფიურ-მისტიკური მიმართულება, რომელიც მხოლოდ მაღალი იერარქიული წარმომადგენლების პრეროგატივაა.

ოპერატიული მასონობა – ამ ტერმინით მოიხსენიება შუა საუკუნეების ევროპელ ქვისმთლელებს და არქიტექტორებს.

არწივი – მასონების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. შოტლანდიურ წესდებაში მიღებულია გერბები ორთავიანი არწივის გამოსახულებით. (ვაიმეე ესენი მალე ავტონომიასაც მოითხოვენ – masontown :D)

მასონური ტაძრის ორიენტაცია – უძველესი ტრადიციის თანახმად, მასონური ლოჟა მართკუთხა ფორმისაა, სიგრძით იგი განლაგებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით, სიგანით ჩრდილოეთიდან სამხრეთით. სხდომის დღოს მთავარი მაგისტრი ჯდება სავარძელში, რომელიც უმზერს აღმოსავლეთს, როგორც მარადიული სიბრძნის მხარეს. (ორიენტაციაო – ანუ არიან გეები, ლესბები და მასონები :D)

ოფიცრები – მაღალი იერარქიული საფეხურის წარმომადგენლები.

მასონური პაროლები – მინიშნებები და სიტყვიერი ტერმინები, წარმოადგენს მასონურ რიტუალების ძირითად ქვაკუთხედს. მომდინარეობს უძველესი ქარტიებიდან.

პენტაგრამა – ხუთქიმიანი ვარსკვლავი, უძველესი სიმბოლო, რომელსაც იყენებდნენ ჯერ კიდევ ძველებერძნულ მისტერიებში, შეესაბამება ოსტატის ხარისხს.

პატენტი – გარანტირებული პრივილეგიაა, რომელიც დამოწმებულია გარკვეული ხარისხის სერტიფიკატით ან დიპლომით.

პელიკანი – შოტლანდიურ წესდებაში, როზენკრეიცერთა იერარქიული საფეხური, შეესაბამება მე-17-18 გრადუსს.

თეთრი ხელთათმანი – სულიერი სისუფთავის და სიწმინდის ნიშანი.

ქვიშის საათი – გავლილი დროის სიმბოლო.

ცეცხლმოდებული ვარსკვლავი – სინათლისა და ღვთაებრიობის სიმბოლო, ასახავს ადამიანის მოგზაურობას მიწიერი არსებობის დროს.

შუადღე – დრო, როდესაც მუშაობას იწყებენ თავისუფალი ქვისმთლელები.

საღამო – სიკვდილის სიმბოლო, დრო რომელსაც მუშაობას წყვეტენ მასონები.

მასონური ფიცი – ნეოფიტის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც წმინდაა ყველა მასონისთვის. (ექიმებს და ჯარისკაცებს რომ ქონდათ ფიცი ვიცოდი :D)

მასონური პროტოკოლები – მასონური დოკუმენტების კრებული.

“პროფანი” – ტერმინი, რომელითაც მასონები მოიხსენიებენ ყველა არამასონს, ე.ი. არახელდასხმულს. (ეს ჰარი პოტერში მაგლები რომ არიან ეგ ბაზარია)

რეგულიარიზავია – მასონური ხელდასხმის განმეორება. (რეპეტე :D)

რეგულარული ლოჟა – მასონური ლოჟა, რომელიც ფუნქციონირებს მასონური ქარტიის თანახმად, ჰყავს თავისი მაგისტრი.

რექვიემი – ჰიმი, რომელიც ეძღვნება გარდაცვლილ მასონებს.

რქა – მასონური სიმბოლო, ასახავს ნაყოფიერებას და სიუხვეს.

რაინდული მასონობა – იგივეა, რაც ფრანკმასონობა, წარმოადგენს რაინდული ხარისხების იერარქიულ საფეხურს.

“სინათლის შვილები” – მასონური გადმოცემით, მათი უძველესი სახლი , ამ ტერმინით მათ მოიხსენიებდნენ ეგვიპტური პირამიდებისა და სოლომონის ტაძრის მშენებლობის დროს.

სიკვდილი – სიმბოლოა სრულყოფილი ხელდასხმის (ინიციაცია) მასონური იდეოლოგიით, სიკვდილით იწყება სულიერი სიცოცხლე.

მზე და მთვარე – ორი უძველესი მასონური სიმბოლო, ასახავს სინათლეს და სიბრძნეს.

მძინარე ლოჟა – მასონური ლოჟა, რომელიც არ ეწევა აქტიურ საქმიანობას.

ტაბელი – სიმბოლოებით გამოსახული ნოხი ან ფარდაგი, რომელსაც აგებენ ლოჟის იატაკზე.

საიდუმლო მასონობა – განდობილთა საბჭო, სადაც ძირითადად მაღალი იერარქიული ხარისხის ფფრანკმასონები შედიან.

ტალისმანები – ოფიციალური ემბლემები რომლებსაც ატარებენ ოფიცრები სამკერდე თასმებზე.

თუბალ-კაენი – მასონური ფილოსოფიის თანახმად პირველი დიდი ოსტატი, ძველი ლეგენდის თანახმად იგი ითვლება ოსტატ ჰირამის მასწავლებლად.

ქარტია – ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიღების შემდეგ, ახალ ლოჟას უფლება ეძლევა მსოფლიო მასონური ლოჟების სრულფასოვანი წევრი გახდებეს.

ოსტატი ჰირამი – მასონთა ნახევრად მითიური გმირი, პირველი ლეგენდარული ოსტატი, რომელიც სოლომონის ტაძარს აგებდა. გადმოცემის თანახმად, იგი ვერაგულად მოჰკლა მისმა სამმა მოწაფემ.

მასონური ტაძარი – იგივეა, რაც მასონური ლოჟა.

ფარგალი – მასონური რიტუალების განუყრელი ატრიბუტი, ფრანკმასონთა ერტ-ერთი მთვარი ატრიბუტი.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორიის გარეშე and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s