რა სარგებლობა მოაქვს ბლოგერობას :)

blogging-banner

მოკლედ აბა ვინ მეტყვის რა სარგებლობა მოაქვს ბლოგერობას???  “მოკლედ” ეს სიტყვა მიყვარს ძალიან )) უფრო სწორად კი არ მიყვარს ხშირად ვიყენებ რატომ არ ვიცი :))) მოკლედ, თემას გადავუხვიე მაგრამ აი კიდევ ეს სიტყვა ვთქვი .

აჰააა ესე იგი  თამამად შემიძლია ვთქვა ჩემო კეთილო ადამიანებო რომე სანამდის ბლოგერობას დავიწყებდი და საერთოდ აღმოვაჩენდი ამ ფრიად სასიამოვნო და სასარგებლო საქმეს, ჭურში ვიჯექი როგორც იტყვიან, ესეც კლასიკური მაგალითი ქართული ენის სიმდიდრისა, აბა ამას მოფიქრება არ უნდა?! რომ შენი კონკრეტული რამის უცოდინრობა ქვევრში ჯდომას შეადარო. ხოდა რას ვამბობდი ეს თემის გადახვევა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა დამაჩვია smiley გაკვეთილს რომ ხსნიდა ყველა სიტყვაზე ისტორია ახსენდებოდა და ლირიკულ გადახვევას ეძახდა smiley ხოდა ამ ლირიკას იმდენ ხანს ახვევდა დაგავიწყდებოდა რას ხსნიდა თავიდან :) მეც ასე მომდის მე თვითონ მავიწყდება რაზე ვწერდი . ხოდა კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი ქართული ანდაზისა “ხარი ხართან რომ დააბაო”… :) მოკლედ ვაგრძელებ ჭურიდან :)) რატომ “ვიჯექი ჭურში”?! რატომ და რაც ბლოგერობა აღმოვაჩინე იმდენი რამ გავიგე! იმდენ რამეზე ვიყვირე “ევრიკა” smiley ბლოგი უცნაურ საიტმა აღმომაჩენინა, პირველად იქ გავიგე ეს ტერმინი. შემდეგ მისი ბმულებიდან მოვახდინე სხვა ბლოგებზე გადასვლა და ასე შემდეგ . ვორდპრესიც უცნაურზე შევისწავლე ვისაც მოეხსენება იქ პოსტებს ვამატებ ხოლმე ხოლმე :) არმოვაჩინე რომ თურმე არ დაკარგულა ძალიან ბევრი ფასეულობა ჩემხელა ადამიანებში რომლებსაც მე დაკარგულად მივიჩნევდი, თურმე ისევ არსებობენ ინტელექტუალური ადამიანები, მოაზროვნე ბავშვები! მარტო ის რად ღირს რომ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. თურმე 2ე კვარტლის იქეთაც ყოფილა სიცოცხლე :) გავიგე რომ გოგოები მარტო პეკინის მაღაზიებზე და მაკიაჟზე არ ლაპარაკობენ.. ეს მართლა დიდი აღმოჩენა იყო  მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა რა თქმა უნდა საკმარისია კლავიატურას შევეხო რომ ამნეზია მემართება.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ რომ გადმოცემის უნარში მერხის  ის მერხის არა სკოლებში როა . პახოდუ მარჯვენა ყურში როცა რაღაცა დოკუმენტური ფილმი ჩაგესმის ნაწამებ ბავშვებზე და ფაშისტებზე, ცოტა არ იყოს და რთულია აზრი მოიკრიფო და რამე დაჯღაბნო, ხოდა მერე რა?! 2009 წლის 4 თებერვალს გავაკეთე პირველად ბლოგი, ბლოგ.გე – ზე. რიცხვი იმიტომ მახსოვს რომ დედას დაბადების დღე იყო. მახსოვს პირველ პოსტში რაღაცეები ვიბოდიალე, ი ვსიო, მივივიწყე :) ტოისწ აღარ ვიცოდი მას მერე რა მექნა… და ივნისში ისევ მივუბრუნდი რატომღაც  ავდექი შენ ხარ ჩემი ბატონი, დავწერე რაცხა პოსტები… ამასობაში სხვა ბლოგებიც ვათვალიერე, მომეწონნენ ფრიად  ასე გავხთი არც თუ ისე პასიური ბლოგერი  ახლა ამ სიცხე ავადმყოფობის დროს მთლად თავი გავიგიჟე და დღეში რამდენიმე პოსტს ვწერ. მერე აღმოჩნდა რომ ჩემს გარდა თურმე ამ ბლოგს სხვაც კითხულობს და ომგ ! ვერ ვიტყვი რომ პასუხისმგებლობა მომემატა მარა გამიხარდა (თუ გამეხარდა რომელი სწორი?). თავიდან რაღაც უფრო თემატური პოსტები მქონდა თუ რომელიმეს გაქვთ ნანახი: ვამპირებზე, მაქციებზე და რავი კიდე რეებზე :))) მოკლედ სულ ეს იყო smiley ხო იცი რაც მეტს ლაპარაკობ მით მეტ სისულელეს იტყვი.. ხოდა კეთილო ადამიანებო და გაბოროტებულო უმცირესობავ ჯერ არ გაქვს ბლოგი?! მერე რას უცდი?! ხო რომ გააკეთებ შემატყობინე. ასეეეე მგონი გაგაგებინეთ რამე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში დავიღალე ეს სიცხიანი ბავშვი smiles წავედი smiles

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in სიცხიანი ჩანაწერები and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to რა სარგებლობა მოაქვს ბლოგერობას :)

  1. LiLaC ამბობს:

    chemi bloguna 7magad shemiyvarda :D

    Like

  2. ჯორჯ პაიკი ამბობს:

    გამიხარდა შენი ბლოგი რომ ვნახე. :) საერთოდ ბლოგი მშვენიერი რამ არის, კარგი გასართობია.

    Like

  3. Clown^^ ამბობს:

    მეც გეთანხმები იმაში, რომ ბლოგი ბევრ რამის გაგებაში გვეხმარება ^^
    სულ პირველად ქრისტის (chaotic) ბლოგი ვნახე და მერე მომინდა მეც შევმატებოდი ქართველ ბლოგერებს ^^

    უი სხვათა შორის მეც ივნისში დავიწყე პოსტვა ^^

    Like

  4. brokenlung ამბობს:

    wow… შენ კიდე ცოცხალი ხარ :D :D ))))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s