რას ნიშნავს სამშობლო (სიცხიანი ჩანაწერი)

სიტყვა სამშობლო უცხო სიტყვათა ლექსიკონში არ იყო :) თუ საბჭოთა ენციკლობედიას თუ დავუჯერებთ “სამშობლო” იყო ჟურნალი რომელიც 1956 წელს გამოიცემოდა :))))) სულხან საბას ვერ ვკითხე იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სიტყვის კონის 2ე ნაწილი ვერ ვიპოვე :(

“სამშობლო როგორც ბავშვი, ან ტირის ან იცინის. რომ ტირის ტკივილისგან და იცინის სიხარულისგან, ეგ ყველამ იცის, ხოლო რა ადგილას ტკივა და რა მიზეზია სიხარულისა – ეს კი ძალიან ძნელი გამოსაცნობია.” – ეს ბერნეს სიტყვებია… მომწონს :))

ჩემთვის რა არის სამშობლო? ადგილი დედამიწაზე რომელსაც საქართველო ქვია და სადაც ვცხოვრობ? არა სამშობლოს მცნება უფრო ღრმა და ვრცელია… რა უცნაურია როცა გიყვარს რაღაც მიწის ნაგლეჯი, შენს სულთან უშვებ… მთელი გულით იყვარებ, თავს წირავ, იცავ…

სამშობლო მარტო სუფრასთან გასახსენებელი არაა… თან როგორ?! მექანიკურად თავის თავსაც ატყუებენ საკუთარ თავს პატრიოტებს ეძახიან, ლექსებს ამბობენ სამშობლოზე…

სულ საქართველოს ლანძღვა მესმის… ამ ქვეყნის დედა, აქ ხომ ვერაფერს გააკეთებ… ქვეყანა რა შუაშია?!  ყველაფერი იმის ბრალის რომ ჩვენ ქართველი ადამიანები იმის მაგივრად რომ ზევით ავიწიოთ პირიქით დაბლა ვეშვებით… ერთმანეთს ძირს ვუთხრით. დავცინით ვამცირებთ უკულტუოებივით ვიქცევით. ფეხებზე ვიკიდებთ წარსულს, ვთელავთ ტრადიციებს. თორემ საქართველო არაფერ შუაშია! ეს მიწის ნაწილი 21 საუკუნეა ერთგულად გვემსახურება ყველა ასპექტში. გვაჭმევს, გვასმევს, გვასვენებს, გვმკურნალობს კიდეც! მისი ბრალი არაფერი არაა… პირიქით საუკუნეების განმავლობაში ვაგლეჯთ ნაწილებს მერე ისევ ვაკერებთ და ასე დაუსრულებლად… თითოეული ქართველის ბრალია უყვარდეს თავისი სამშობლო… ბოლოს და ბოლოს ამდენი ხანი მტერთან რომ იცხოვრო მის მიმართ გაგიჩნდება გრძნობა და სამშობლოს სიყვარული რა გახდა?! რა ძალა ედგათ იმ ადამიანებს ომში რომ მიდიოდნენ?! შენ რითი შეგიძლია დაუმტკიცო რომ გიყვარს? საზღვარგარეთ გაქცევით? ლანძღვით? გინებით? 24/7 აქაურობის ძაგებით? დანაგვიანებით? დამტვრევით? გაყიდვით? ქართველობის დავიწყებით? არა არავის არ განვსჯი!!!! მართლა! უბრალოდ გული მტკივა… ყველაფერი სხვანაირად რომ ესმით… აი “პატარა ქალაქის ზღაპრები” ვისაც წაუკითხავს ის მიმიხვდება რას ვგულისხმობ :))) მოკლედ კეთილო ადამიანებო სამშობლო ჩემთვის სახლია, ჩემი “თავშესაფარი”, ჩემი მეგობარი, ჩემი მშობელი… მე სამშობლოს მამა ვაჩუქე… მე სამშობლოს გულსაც ვჩუქნი :))) მე მიყვარს საქართველო!!! და ღმერთმა ქნას ოდესმე მომეცეს საშუალება რამე ღირებული გავუკეთო ჩემს სამსობლოს. მე მისგან არ გავიქცევი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნისთვის ერთ ერთი აგური რომელსაც ჯერჯერობით ფუნქცია არ აქვს მაგარმ იმედია ოდესმე საძირკველში აღმოჩნდება :)))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in სიცხიანი ჩანაწერები, უსათაურო and tagged , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to რას ნიშნავს სამშობლო (სიცხიანი ჩანაწერი)

  1. anri ამბობს:

    tkveni deda sheveci

    Like

  2. ქეთი ამბობს:

    გულის ამაჩუყებელი იყო ,მომეწონა❤❤❤❤😟😦

    Like

  3. Marikuna Metreveli ამბობს:

    ბერნე ახსენე და მის შესახებ რა ცნობების მოწოდება შეგიძლია? საერთოდ რას წარმოადგენა იგი?

    Like

  4. kate_alukard ამბობს:

    fsiQe
    მე ვარ პესიმისტი რომელსაც უნდა ოპტიმისტი იყოს :))))))

    Like

  5. fsiQe ამბობს:

    ფრაზები გაქცევის შესახებ :( -მოჭარბებული სნობიზმის გამოვლინებაა და მეც უსიამოვნო განცდას მიჩენს ასეთი ადამიანების მოსმენა :|
    საშინელი მენტალიტეტი და ურაპატრიოტიზმი, რომელიც ჭიქის აწევაში გამოიხატება :( – სასტიკი რეალობაა და არ მაქვს იმედი რამე ეშველოს ახლო მომავალში მაინც :|

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.