კანტის “ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი 6-ე საბუთი…”

“- ბრავო! – შესძახა უცხოელმა. – თქვენ მთლიანად გაიმეორეთ მოუსვენარი მოხუცის, იმანუელის აზრი ამ საკითხზე. მაგრამ კურიოზი ისაა, რომ მან ძირფესვიანად გაანადგურა ხუთივე საბუთი და შემდეგ თითქოს საკუთარ თავს დასცინისო, მეექვსე დამამტკიცებელი საბუთი შექმნა…

-კანტის საბუთებიც ასევე არაა დამაჯერებელი – თავაზიანი ღიმილით შეედავა განათლებული რედაქტორი, – ტყუილად კი არ ამბობდა შილერი, კანტის მსჯელობა ამ საკითხზე მხოლოდ მონებს დააკმაყოფილებსო, შტრაუსს კი უბრალოდ ეცინებოდა ამ საბუთზე.

– განა არ ვეუბნებოდი საუზმობისას, პროფესორო, ნება თქვენია მაგრამ უთავბოლო რაღაც მოიგონეთ. შეიძლება ჭკვიანურია, მაგრამ ძალზე გაუგებარია, დაცინვას დაგიწყებენ მეთქი, – უცნობს ბერლიოზისკენ მიპყრობილი მარცხენა მწვანე თვალი აუკიაფდა.”

ნაწყვეტი რომანიდან: “ოსტატი და მარგარიტა”.

***

  1. კოსმოლოგიური დასაბუთება – რადგან არსებობს შემდეგი (სამყარო, კოსმოსი) მაშ უნდა არსებობდეს მიზეზიც, საწყისი ყველა ნივთისა.
  2. ტელეოლოგიური დასაბუთება – ბუნებაში არსებულუ მიზანშეწონილობა ამტკიცებს იმას, რომ არსებობს ბუნების გონიერი მომწესრიგებელი.
  3. ონტოლოგიური დასაბუთება – რადგან ღმერთი სრულყოფილია, მაშინ უნდა არსებობდეს კიდეც.
  4. ზნეობრივი დასაბუთება – ემყარება საკუთარ შინაგან სამყაროზე დაკვირვებას.
  5. ისტორიული დასაბუთება – დედამიწაზე არსებულ ყველა ხალხს გააჩნია ღმერთის რწმენა, რაც მის არსებობას ამტკიცებს.

ღმერთის არსებობის 6 დამამტკიცებელი საბუთი – იმანუელ კანტმა უარყო ღმერთის არსებობის ყველა დამამტკიცებელი საბუთი, დაამტკიცა რომ შეუძლებელია ღმერთის არსებობა თეორიულად დასაბუთდეს, მაგრამ წამოაყენა ახალი ზნეობრივი დასაბუთება. იგი ღმერთს განიხილავდა როგორც პრაქტიკული გონების პოსტულატს. ღმერთის არსებობის დასაბუთება მან გადაიტანა მორალის სფეროში, ღმერთის არსებობა ზნეობრივი ქცევის ნორმად აქცია.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to კანტის “ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი 6-ე საბუთი…”

  1. mari 13 ამბობს:

    საერთოდ დაგისვიათ კითხვა საკუთარი თავისთვის ვინ არის ღმერთი ან რა არის?ჩემი აზრიოთ ეს მხოლოდ ადამიანი მოგონილი არსებაა იმისთვის რომ ყველაფერი აუხსნელი და გაუგებარი მას მიაწეროს.არ არსებობს ჩემთვის ღმეთი .არ ზის ის ცაში და არც ადამიანის ცხოვრებას განაგებს ,მითუმეტას არ არის არც ჯოჯოხეთი და არც სამოთხე.იცით რა არის ღმერთი ჩემთვის ის სიყვარული რაც ადამიანებს გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ,პატივისცემა დაფასება თავის განწირვა.ადამიანმა შექმნა ღმერთი და არა ღმერთმა ადამიანი

    Like

  2. nancygaladriel ამბობს:

    კანტის მეექვსე კიარა მეოთხე რომ გიწერია ეგ არგუმენტია.”მორალურ არგუმენტად” წოდებული და მორალის გაღმერთებაში მდგომარეობს.ანუ მორალის არსებობა ღმერთის არსებობის ტოლფასია რადგან სწორედ მისგან მომდინარეობს ,კანტის აზრით.
    ნიცშემ რომ თქვა “ღმერთი მოკვდაო” მორალი იგულისხმა სწორედ და მით გამოეხმიანა კანტს,ასევე დოსტოევსკი,რომელმაც თქვა დაახლოებით იგივე შინაარსის რამ -“თუ ღმერთი არ არსებობს,მაშინ ყველაფერი დასაშვებია”.

    Like

  3. mishka ამბობს:

    ჩემი საყვარელი წიგნია, მაგრამ ქართულად სრული მარაზმია :D :D :D

    Like

  4. fsiQe ამბობს:

    უნდა დაიჭირო ის კანტი და ასეთი მტკიცებისთვის სამი წლით სოლოვკიში უკრა ტავი!

    ეს ისე, ბეზდომნის სიტყვები,
    ღმერთის არსებობას რაც შეეხება, ნიცშე იტყოდა ერთადერთი ქრისტიანი არსებობდა და ისიც ჯვარზე გაკრული დაიღუპაო, ასე იტყოდა ნიცშე ანტიქრისტეში..

    მაგრამ ის ნამდვილად უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტე ამქვეყნად არსებობდა
    მადლობა ქეთ, ჩემი საყვარელი რომანი კიდევ ერთხელ რომ გამახსენე :X:X:X:X

    Like

  5. PK-MamuuK ამბობს:

    kate erti dzmakaci myavs ateistia da magrad minda ro eklesiamde miviyvanooo
    mirchie ra rame rogor mivatrio
    jer ar micdia misi wayvana
    mara uewveli unda waviyvano
    mirchie ra rame ketilo adamiano

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s