ათეიზმი

”ათეიზმი (ბერძნ. άθεος, ღმერთის გარეშე) — მსოფმხედველობა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.

ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს) ”

10 მითი ათეიზმის შესახებ

1. ათეისტებს სწამთ რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს – პირიქით, უფრო ხშირად სწორედ “მორწმუნეები” ფიქრობენ რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ იმქვეყნიურმა სიამოვნებებმა შეიძლება აანაზღაუროს, ათეისტებს კი სწამთ რომ იმქვეყნად არაფერი ელოდებათ, შესაბამისად უფრო მეტად უყვართ სიცოცხლე და ცხოვრებისგან, დღევანდელი დღიდან უფრო მეტის მიღებას ცდილობენ.

2. ათეიზმის კისერზეა ზოგადსაკაცობრიო დანაშაულები – ძალიან ბევრი ფიქრობს რომ ჰიტლერის, სტალინის და სხვათა მოქმედებები მათი ურწმუნოების შედეგი იყო, სინამდვილეში პრობლემა ფაშიზმი და კომუნიზმი იყო, საქმე იმაშია რომ დოგმატური რეჟიმები მეტად ახლოს იყო რელიგიასთან, ასეთი რეჟიმების დროს ხშირად ხდება პირადი კულტის აღზევება და ზოგიერთ პიროვნებას ზუსტად ისე ადიდებენ როგორც რომელიმე რელიგიურ გმირს.

3. ათეიზმი დოგმატურია – ებრაელები, მაჰმადიანები და ქრისტიანები თვლიან რომ მათი წერილები იმდენად კარგად არის მორგებული კაცობრიობის მოთხოვნებს, რომ ასეთი წერილები მხოლოდ უმაღლეს გონს შეეძლო შეედგინა, ათეისტი კი უბრალოდ ის პიროვნებაა, რომელმაც ცოტათი მეტი წაიკითხა და მიხვდა რომ ასეთი რწმენა არის აღსაშფოთებელი. მწერალმა სტეფან ჰენრი რობერტსმა (1907-71) ერთხელ თქვა: მეც და შენც ორვენი ათეისტები ვართ, უბრალოდ მე შენგან განსხვავებით ერთით ნაკლები ღმერთის მწამს, როცა შენ მიხვდები რატომ არ გწამს სხვა რელიგიების ღმერთების არსებობა, მაშინ მიხვდები რატომ არ მწამს შენი ღმერთის.

4. ათეისტები ფიქრობენ რომ “ყველაფერი თავისით გაჩნდა” – სინამდვილეში კი არავინ ამ ქვეყნად ჯერ-ჯერობით არ იცის საიდან გაჩნდა სამყარო, სინამდვილეში, გაჩენაზე და დასაწყისზეც საუბარიც კი მეტად საეჭვოა, იმიტომ რომ ამ ცნებებისთვის საჭიროა დროის განზომილება და ჩვენ ვსაუბრობთ თავად დროისა და სივრცის წარმომავლობაზე. ამ მითს ხშირად წავაწყდებით დარვინის თეორიის კრიტიკის დროს (საერთოდ ევოლუციის თეორიის კრიტიკის დროს) ეს ძირითადად გამოწვეულია იმით რომ ბევრს საერთოდ არასწორად ესმის დარვინის თეორია, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცით ზუსტად როგორ გარდაიქმნა მარტივი ქიმიური პროცესები – ბიოლოგიურ პროცესად, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ სამყაროში არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება ნამდვილად არ არის “შემთხვევითი” და დიდ ხნიანი ბუნებრივი გადარჩევისა და რიგ შემთხვევებში მუტაციის ბრალია. თავად დარვინმა ტერმინი “ბუნებრივი გადარჩევა” გამოიყენა მას მერე რაც გაიგო მეცხოველეობაში გავრცელებული “ხელოვნური გადარჩევის” პროცესის შესახებ. ორივე შემთხვევაში გადარჩევა აჩვენებს მყარ და ძლიერ ეფექტს არსებებზე!

5. ათეიზმს არ აქვს კავშირი მეცნიერებასთან – მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მეცნიერი ახერხებს თან მეცნიერი იყოს და თან ღმერთის სწამდეს, უეჭველია რომ მეცნიერული მოღვაწეობა უარყოფს და არა ამყარებს ღმერთის არსებობის შესაძლებლობას, ავიღოთ აშშ-ს მოსახლეობა მაგალითისთვის: საერთო მოსახლეობის 90% სწამს ღმერთის არსებობის, ხოლო ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრების 93% კი – არა!

6. ათეისტები ჯიუტები და ბრმები არიან – როცა მეცნიერებმა არ იციან რაიმე ან ვერ ხსნიან – ამას აღიარებენ, აი მორწმუნეების უმრავლესობა კი იბრალებს რომ შეუძლიათ ახსნან და იციან კოსმოსზე, ქიმიაზე, ბიოლოგიაზე იმაზე მეტი ვიდრე ყველა მეცნიერმა ერთად. როცა საუბარი მიდის კოსმოსზე, ბუნებაზე და ჩვენს ადგილზე მათთან მიმართებაში, ათეისტები იშველიებენ მაგალითებს და ფაქტებს მეცნიერებიდან, რაც სიჯიუტე კი არა – ინტელექტუალური გულახდილობაა.

7. ათეისტებს არ შეუძლიათ “სულიერების განცდა” – აბსოლიტურად არაფერი აკავებს არცერთ ათეისტს უყვარდეს, აღფრთოვანდეს, დააფასოს, შეიწყალოს, იყოს ბედნიერი… ათეისტები ხშირად ცდილობენ განიცადონ ეს გრძნობები, უბრალოდ ისინი ამ გრძნობებს არ აბრალიან და მიაწერენ უმაღლესს გონს, ეჭვგარეშეა რომ ზოგიერთმა ქრისტიანმა შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ ბიბლიის კითხვით და ლოცვით – რას ამტკიცებს ეს? რას და იმას რომ დისციპლინას და ზოგიერთი კანონის დაცვას აქვს დამამშვიდებელი და პოზიტიური გავლენა ტვინზე. ბუდისტები, ინდუსები, მაჰმადიანებიც იგივეს გრძნობენ როცა თავისი წმინდანებისთვის ლოცულობენ.

8. ათეისტებს სჯერათ რომ არაფერი არ არის ადამიანის ცხოვრებისა და აღქმის მიღმა – პირიქით, ათეისტი თავისუფალია ადამიანის აღქმის საზღვრების დადგენისას, მიუხედავად იმისა რომ ბევრი არ ვიცით სამყაროს შესახებ, ვერც ბიბლია და ვერც ყურანი ვერ გვაძლევს უკეთესს ახსნას სამყაროსი, როდესაც მორწმუნეები შეზღუდულნი არიან ასეთ ფიქრებში, ათეისტს თავისუფლად შეუძლია დაუშვას სხვა სამყაროების, სხვა სიცოცხლეების არსებობა სხვადასხვა პლანეტებზე, განზომილებებში.

9. ათეისტები უარყოფენ ფაქტს რომ რელიგია სასარგებლოა საზოგადოებისთვის – მას ვინც ამას ამტკიცებს ხშირად ავიწყდება რომ ასეთი სარგებელი არ ამტკიცებს რელიგიის ამა თუ იმ დოქტრინის ჭეშმარიტებას რათქმაუნდა შეიძლება ვიკამათოთ რელიგიის სარგებელზე, რადგან ხშირად რელიგია იძლევა საკმაოდ “ცუდ” მიზეზებს მაშინ როდესაც არსებობს “კარგი” მიზეზები, ასე მაგალითად: რომელი სჯობს: დაეხმარო მათხოვარს იმიტომ რომ ის იტანჯება, თუ იმიტომ რომ უმაღლესმა გონმა გითხრა ასე და დაგაჯილდოებს ასეთი საქციელისთვის და დაგსჯის თუ ასე არ მოიქცევი.

10. ათეიზმში არ არსებობს მორალი – თუ ადამიანი თავისით ვერ ხვდება რა არის ბოროტება, მაშინ ამას ნამდვილად ვერ მიხვდება ბიბლიიდან და ყურანიდან, მორალი ადამიანებს გვიყალიბდება იმ გარემოდან და იმ მორალური ინტუიციიდან, რომლებიც წლების მანძილზე წყვეტდნენ რა იყო საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის. კაცობრიობამ განიცადა ნამდვილად დიდი მორალური პროგრესი ბოლო წლების მანძილზე და ეს ნამდვილად არ მომხდარა იმის გამო რომ ბიბლიას ან ყურანს უფრო დაკვირვებით ვკითხულობდით, ორივე წიგნში არის მონობის მაგალითები, მაშინ როცა ნებისმიერი თანამედროვე ადამიანი მონათმფლობელობას გაუმართლებლად თვლის.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , . Bookmark the permalink.

21 Responses to ათეიზმი

  1. Tornike Chiboshvili ამბობს:

    ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85% -ი, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს დოვკინსის და მისი სამკაცინი ჯგუფის დესტრუქციულ მოქმედებებს. ყველაფერ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებს სოციოლოგ Райс Элен Экланд-ის ინტერვიუში წაიკითხავთ.

    ამერიკელი მეცნიერების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება

    ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი-რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

    სოციოლოგებმა აშშ-ს 21 უნივერსიტეტის 275 მეცნიერი გამოკითხეს. მათ შორის ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სოციოლოგიის,ეკონომიკის, ფსიქოლოგიის და პოლიტოლოგიის სპეციალისტები. გამოკითხულების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება მუდმივ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ხოლო უმეტესობა დარწმუნებულია, რომ როგორც რწმენა, ასევე მეცნიერებაც-ეს არის „შემეცნების რეალური გზა“.

    სულ გამოიკითხა 1700 მეცნიერი, 275 მეცნიერთან მოხდა პირდაპირი შეხვედრა,ხოლო დანარჩენებთან სატელეფონო გასაუბრება.

    „საზოგადოება ქმნის აზრს, რომ სეკულარიზაციის განვითარებასთან ერთად რელიგიურობა იკლებს.მეცნიერება თითქოსდა ავიწროებს რელიგიას. ამ კვლევის შედეგით, რომელიც საკმაოდ პატივსაცემ მეცნიერებთან ჩატარდა და რომელთა უმეტესობაც თავს არისტოკრატულ, არარელიგიურ ადამიანად თვლის, ამ პრობლემას უფრო ფართოდ განიხილავს“-განაცხადა ამ კვლევის ხელმძღვანელმა.

    ამერიკელი მეცნიერებისგან აღებული მოცულობითი ინტერვიუები ცხადყოფენ: ისინი, რომლებიც ათავსებენ რელიგიას და მეცნიერებას, ხშირ შემთხვევაში დარწმუნებული არიან,რომ -„მეცნიერება ღმერთისგან მოდის“ და კიდევ იმაში, რომ „რელიგია და მეცნიერება ცხოვრების აღქმის რეალურ შანსს გვაძლევს“.

    ინტერვიუ სოციოლოგთან
    http://www.readthespirit.com/explore/701-science-vs-religion-interview-elaine-howard-ecklund.html

    3)

    სოციოლოგიის დეპარტამენტი
    Department of Sociology
    Elaine Howard Ecklund, Ph.D.
    http://sociology.rice.edu/Content.aspx?id=117

    4)

    სტატია ვაშინგტონ პოსტში
    http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2010/05/28/AR2010052801856.html

    http://www.oup.com/us/catalog/general/subject/ReligionTheology/SociologyofReligion/?view=usa&ci=9780195392982

    5)

    უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია
    http://www.cardus.ca/comment/article/2464/what-scientists-believe/

    6 )

    აუდიო ჩანაწერით
    Science vs. Religion: An Interview with Elaine Howard Ecklund
    http://www.cardus.ca/audio/2521/

    7 )

    Oxford University Press
    Reviews
    Science vs. Religion
    What Scientists Really Think
    Elaine Howard Ecklund
    http://www.oup.com/us/catalog/general/subject/ReligionTheology/SociologyofReligion/?view=usa&ci=9780195392982

    8 )

    Лекция в колледже Кальвин
    Lecture by Elaine Howard Ecklund at Calvin College, speaking on science, atheism, and people of faith.

    10 )

    JAMES A. BAKER III
    Institute for Public Policy
    R I C E U N I V E R S I T Y

    http://bakerinstitute.org/events/scientists-vs.-religions-what-scientists-really-think/

    2 )

    The Meaning of Being Human: A Discussion on Religion and Medicine
    Scholars discuss how new technologies could change what it means to be human. Part of the Religion and Public Life Lecture Series.

    http://bakerinstitute.org/events/the-meaning-of-being-human-a-discussion-on-religion-and-medicine/

    11)

    ინტერვიუ

    12 )

    The Religious Beliefs of Scientists – a Sociological Analysis

    Research seminar given by Prof. Elaine Howard Ecklund

    Dr Elaine Howard Ecklund

    6 March 2012

    http://www.st-edmunds.cam.ac.uk/faraday/Multimedia.php?ItemID=Item_Multimedia_462&Flash=Medium&Mode=Add&Play=Video_stream&width=720&height=460

    Like

  2. buffalo bill ამბობს:

    amaswinat megorbrebtan seriozuli kamati mqonda am temaze tv iton morwmune eklesiuri bijebi arian da me sul vcdilob xolme rom am temaze ar visaubro rta utanxmoeba ar mogvivides, imatma ki provokatoroba daiwyes da mec izulebuli viyavi kamatshi avyolodi sul sacodavi mizaxes da eshmakis mociquli(suilac kamati iluzionistebze saubars moyva, dynamo xom icit magaze da sxvebzec eshmakeulebi izaxes, aba saidan aqvt amis gaketebis zaalao, verafrit davajere rom yvela fokusi umartivesia da aranairi kachsiri eshmakebtan ar aqvstqo)ubralod chemis azrit aar minda sheurawyofa mivayeno magram bavshvuri da primitiuli azrovnebaa, gjerodes imis rac mxolod wagikitxavs, gagigonia da televizorshi ginaxav, biblias isets dagiwert saqme saqmeze ro midges rom mkitxvels gadavrev, roca ragacis keteba am shemtxvevashi biblia xalxis da ramodenime adamianis saqme iyo rasac undodat imas dawerdnnen, matianeebis ar iyo, me ro mefe vyofiliyavi chems mematianes cuds da chvens sawinaamdegos ar davawerinebdi. zogadad ukugmarti mentalitetia saqartveloshi, qvevrshi rasac chaszaxeb imas amogzaxebso aseti variantia xalxic. me ubralogdeg d guli mwydeba elementarul shegnebaze rom aravis aqvs ufleba tavis azri gamotqvas, da vigacis dogmebs unda emorchilebodes, mxolod imitom rom bavshvobashi ase aswavles. gansxvavebul azrs isga darchenia gachumdes, torem koconi ar acdeba da mere didis zar zeimit agnishnaven am ambavs da mkvlelebs gmertis gamogzavnilebad sheracxaven. jordano brunosi ar iyos sawyali simartles amtkicebda magram sayoveltao azris winaagmdeg uzluri agmochnda dasheewira kidec tavis principulobas, manamde galilei galilom gamotqva azri dedamiwis simrgvalestan dakavshirebit, tumca rom dainaxa amdeni winaagmdegoba shexvdeboda gachumda da tavi gadairchina. me ratom viyviro roca tu tavs shevwirav chem ssimartles amit chemtvis araferi sheicvleba, amitom sicocxlit visiamovno jobia da moviqce humanurad ara bibliis da saxarebis gamo aramed chemi tvitshegnebis principebit. kargi grzeli komentari ki gammomivida magram shevyevi da yvelafris tqmas mainc ver vaswreb. martivi da gasagebi enit vwere saxareba bibliis gan gansxvavebit

    Like

  3. levnai lezhava ამბობს:

    ai paktiurad tqven ukve religiis arsebobis mizezs pasukhi gaeci. admainur morlashi sabolood kvelaferi rleigiamde midis anu eris da qveynis ideuri ertob amis rleigiashi mdebareobs. “gmerti rom ar arsebuliyo chven unda gmaogvegonebina” romeligac pilosoposis sityvebia zustad a rmakhsovs. aqedan gmaomdinare es kaci morwmune iko da imitom tqva am formit (rom ar arsebuliyo) magram bolo nawilshi ambobs chven unda gmaogvegonebinao. religia aris xalxis masebis erebis qveynebis da mtliani planetis samartavi meqanizmi.

    Like

  4. achiko ამბობს:

    თქვენში ყველაში ზალიან მომწონს რომ საერთოდ ამ საკითხებზე ფიქრობთ და ცდილობთ გაერკვეთ და დაგროვილ კითხვებს გასცეთ პასუხი, ჯიგრები ხართ. მეც ბევრი მაქვს ნაფიქრი და ძალიან ბევრ კითხვას გავეცი უკვე პასუხი, სამყარო ძალიან მარტივი და მაგარია, იმასაც კი მივაგენი თუ რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას ამ ქვეყანაზე, და კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი მაგასაც გავეცი პასუხი, ოღონდ სერიოზულად.))) შეგიძლიათ გამომცადოთ საინტერესო პასუხებს გპირდებით. achikogeo@mail.ru -ზე შემომეხმიანეთ

    Like

  5. achiko ამბობს:

    მინდა სუყველას გკითხოთ ერთი რამ, უფრო ათეისტებს. სიკვდილის მერე თუ ჩვენი სული ცხოვრებას რაიმე ფორმით არ აგრძელებს, რა აზრი აქ მაშინ ამჟამინდელ დროებით ცხოვრებას?
    თუ მოვკვდები და ფაფუ, არაფერი არ არსებობს, რა აზრი აქ ვიცხოვრო რაიმე სახის მორალით?
    მაშინ ავდგები და გავისწორებ ცხოვრებაში ყველაფერს, მოსაკლავს მოვკლავ და მოს……., მოვ……))) და აი შედეგიც სახელად ქაოსი სრულიად დედამიწაზე. ეგეც ფეხებზე მეკიდება ქაოსი იქნება თუ არა დედამიწაზე იკითხონ სუსტებმა, გაიმარჯვებენ ძლიერები, მჯობზე მჯობნი კი არასდროს დაილევა, ესეც ქაოსია)))

    Like

  6. ლევან ლეჟავა ამბობს:

    piradi gmaocdilebidan vityvi. tavidan cota dznelia ateistoba amxela qristianuli martmadidebluri smayaros garemocvashi mainc megona rom “is” arsebobda da misi shishi mainc gavqs magram roca chavurgmavdi yvelafers roca gamudmebit amaze vfiqrobdi roca biblia wavikitxe da mivxvdi rom “komble”ufro siatereso zgapari iyo (sheurawyopad araivn miiigos me chem shexedulebas da pirad azrs vwer.) mer eyvelafeir momexsna da aii sahsinelebaa roca yvela nacnobi, dzmakaci dzmakacis deda, dzmakacis da, mokled sul yvela eklesiashi geqacheba da gxovs rom suli diamshvido da ehsamkisgan ganidevnooo :D tu vinme xart am dgeshi FB ze damamatet Levan Lezhava

    Like

  7. ლევან ლეჟავა ამბობს:

    ათეისტი ვარ და ახლა ვნახე ეს ყველაფერი 100% ით იგივეს ვფიქრობდი ასე გამართულად ვერ ვაყალიბებდი მაგრამ აბსოლიტურად იგივე შეხედულებები მქონდა ამ ყველაფერზე.

    Like

  8. adamiani ამბობს:

    religia egos dasayrdenia da meti araferi

    Like

  9. ლურჯი ბმული ამბობს:

    ფორუმიდან რომ დააკოპირე, მთარგმნელის მითითება არ უნდოდა? გინდა აქ და გინდა უცნაურზე?

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ფორუმიდან არ დამიკოპირებია გამომიგზავნეს. თუ მთარგმნელის სახელი მოგეხსენება შეგიძლია დამიწერო და მივუთითებ

      Like

  10. maia ამბობს:

    religias xandaxan fsiqologiuri datvirtva aqvs. ateisti ar var, magram arc brmad mormune

    Like

  11. zorbegi ამბობს:

    ქეთ მიყვარხარ :*

    Like

  12. kate_alukard ამბობს:

    provokatori
    ეგრეც ვიფიქრე :)))))))

    Like

  13. fsiQe ამბობს:

    ისევ ჩემი საყვარელი ფრიდრიხი გამახსენდა :wub: :wub:

    Like

  14. provokatori ამბობს:

    :D:D:D http://children.iatp.ge/sarcmunoeba/leqsikoni/icons/sacecxluri.gif ეს უნდა უკმიოთ :D

    და რატო უნდა მიიყვანოთ? გზასაა აცდენილი? O.o თავისუფლად შეიძლება იგივე იფიქროს იმ სხვამაც და აქეთ “გიქადაგოთ ათეიზმი” :D მოგეწონებათ?

    რელიგია ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური სფეროა ჩემი აზრით და ჩარევა არ შეიძლება :შ

    Like

  15. PK-MamuuK ამბობს:

    kata erti dzmakaci myavs ateisti da gtxov mirchio rame ro eklesiamde miviyvanooo :)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s