და აზრი?!

ახლა გავიღვიძე . 13:22 pm. გუშინ ღამე რატომ დავიწყე ამაზე ფიქრი რაზეც უნდა დავწერო არ ვიცი… საერთოდ მე და “მე” შევთანხმდით რომ წარსულს აღარ გავიხსენებთ და აღარ ვიფიქრებთ მომავალზე.  ვიქნებით მარტო დღეს.

მოკლედ პირველად 11 წლის ვიყავი რომ შემიყვარდა. იცი როგორ? შორიდან დავინახე და მივხვდი რომ მიყვარდა. ახლოდან რომ დავინახე მივხვდი რომ მართლა მიყვარდა. ის ჩემზე 1 წლით უფროსი იყო და ჩემს სკოლაში სწავლობდა … მერე? მერე არაფერი. 2 წელი ტელეფონი შევაძულე იმდენი ველაპარაკე. მახსოვს მისი პირველი სურათი რომელიც “ვიშოვე” , ჩემი კლასელის და მისი კლასელი იყო : ))))))) ხოდა ექსკურსიის სურათი მომცა რომელშიც საააადღაც შორს ჩანდა და ნუ უბედნიერესი ვიყავი. მისი ძმა ჩემი პარალელური კლასელი იყო (ახლა ჩემი მეგობარი, ხოდა კლასები შეერთდა უკვე 5 წელი იყო გასული : ) მე უფრო მეტი სურათები მქონდა მისი, სახეზეც მცნობდა და ხანდახან დერეფანში მიღიმოდა. მე კიდე იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი უბედნიერესთა შორის, ის დღე ხომ არასდროს დამავიწყდება მათემატიკის გაკვეთილზე რომ დაგვესწრო… ყრუ ვიყავი იმ  დროს, ბრმაც ვიყავი, ინვალიდიც ვიყავი, გონებაშეზღუდულიც ვიყავი, არა არა უჩინარი ვიყავი… ვერაავინ მხედავდა ვერავინ მამჩნევდა ის კი არა მე ვერ ვგრძნობდი საკუთარ თავს. უკან იჯდა და გახედვის მეშინოდა… რას ამბობ მე და ის ერთ ოთახში ვიჯექით ეს ხომ რაღაც იყო აი სახელი რომ არ აქვს ისეთი. მოკლედ დამთავრდა გაკვეთილი და შურდულივით გამოვარდი კლასიდან. გამოვუყევი სახლის გზას.. ხო უნდა აღინიშნოს რომ სკოლის გვერდზე ვცხოვრობ. ხოდა წამომეწია ტუხო ჩემი კლასელი  და სიცილით მაწვდის ასანთის ღერს რომელიც თურმე  “მას” ჭერია ხელში, და არა მარტო ხელში თქვენ წარმოიდგინეთ პირშიც დებია :დდდ ლოოოლ : ) ხოდა ნუ თვითონ იხუმრა, მე წიპა შე დეგენერატოთი მოვკვდი სიცილით. ის ასანთის ღერი დღესაც განისვენებს იმ დროინდელ ბლოკნოტში : დ ხო კიდე ექსკურსიაზე იყო ჩვენთან ერთად თანაც ორჯერ.  მაშინ მოხდა სასწაული ვ ე ლ ა პ ა რ ა კ ე!!! წარმოგიდგენიათ? :დდდ  და სურათიც კი გადავიღე მასთან ერთად. მერე მისი ბოლო ზარი… ჩემი დეპრესიები და მისი ეროვნული გამოცდები სადაც რა თქმა უნდა ვიყავი, ოღონდ დაქალს გავყევი. სრულიად “შემთხვევით” გავიცანი დედამისი. აჰააა გავიდა კიდევ ერთი წელი მე უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ანუ გავიდა 7 წელი : )))) და ერთ დღესაც ვიღვიძებ და ვგრძნობ რომ… არა არა უფრო სწორედ ვეღარ ვგრძნობ… აღარ მიყვარს ვაშა მორჩა აღარ მიყვარს აღაააააააააარ ისევე უცებ მორჩა ყველაფერი როგორც დაიწყო… ტოისწ რა მორჩა რაც არც დაწყებულა, უბრალოდ მე ის აღარ მიყვარს : ) ხოდა უკვე 2 წელიწად ნახევარი გავიდა. ამ ორ წელიწად ნახევარს ცოტა ხანი “აღარ მიყვარს” ერქვა… მერე უკვე სულ ერთი გახდა ყველაფერი . ახლა უბრალოდ “გასული 2 წელი” ქვია  და ამ 2 წელში იმდენი მოხდა …. თან მოხდა თან არ მოხდა… საქმე იმაშია რომ დროის შეგრძნება დავკარგე… მახსოვს რაღაც პერიოდები მაგრამ არ მახსოვს როდის იყო… იმ სიყვარულს ერთი პლიუსი მაინც ქონდა, რაღაცის გახსენება რომ მინდა ვიხსენებ “მაშინ მიყვარდა იიის? კიი?! აა მაშიინ დაუშვათ 15 წლის ვიყავი”  :  ეს ყველაფერი რამ გამახსენა… ვიპოვე ჩემი ძველი დღიურები ნუ რა თქმა უნდა მას ცალკე ბლოკნოტები ეკუთვნოდა მაგალითად ერთში მარტო მისი სახელი ეწერა : დდდდ  მეორეში დაახლოებით ესეთი რამ: “დღეს გამიღიმა, ან დღეს რომ ჩამიარა გვერდზე გამოიხედა, ან ჩუტყვავილა აქვს რომ მოკვდეს?” და კაროჩე… :დ  ხო რაც მთავარია ყველა ტექსტის ბოლოს მეწერა რომ აუცილებლად აუცილებალააააააად გამეცინებოდა ამ ნაწერებზე რამდენიმე წლის შემდეგ… : ))))) ნუ ეტყობა მაშინაც ისეთივე ჭკუით გაპენტილი ვიყავი  :დდდდდ

ყველაზე ცუდი იცი რა არის?! ვინც კი ოდესმე მყოლია ან რამე მაგდაგვარი… არც ერთზე გული არ მწყდება! შეიძლება გული მერეოდეს, მაგრამ დაწყდომით არა,  უბრალოდ ხანდახან ვგრძნობ რომ იმდენი ხანი მიყვარდა რომ როცა არ მიყვარს რაღაცნაირად დაცარიელებული ვარ… იმიტომ რომ ეგრე ალბათ არავინ აღარ შემიყვარდება როგორც ის, ნუ ცხადია არავინ შემიყვარდება ტოისწ ყველა ერთნაირად ხომ არ მეყვარება :დ

მოკლედ რამდენი ხანია მოწონებითაც კი არ მომწონებია არავინ … ნუ თუ ჩემს სტრანნ გემოვნებას გავითვალისწინებთ ბიჭებთან მიმართებაში …  არამგონია ეგეთები არსებობდნენ საერთოდ ყოველ შემთხვევაში ამ პლანეტაზე.  მოკლედ დავიღალე : ))) წავედი ახლა წავიმუშავე და ვარჯიშზე წავეთერი. მადლობას ვუხდი ყველას ვინც წაიკითხა ბოლომდე პოსტი გამიგო და არ დამცინა , დროებით :დ

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to და აზრი?!

  1. Giganti ამბობს:

    pirshi nadeb asantis gerze bevri vicine :D

    Like

  2. janelll ამბობს:

    eehh… siyvarulis gaxsenebaze guli mixdeba cudad….
    1 xel gamovcade da isic cudad damamxsovrda :(

    Like

  3. kate_alukard ამბობს:

    mteli cxovrebis ganmavlobashi ertxel mogecona erti bichi? :O

    Like

  4. tatusi ამბობს:

    me arasdros aravin Semyvarebia. mxolod ertxe momewona erti bichi da isic mxolod garegnulad. ravi imedia odesme vinmnme shemiyvardeba :D

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s