ბავშვობის წარმოსახვითი მეგობრები =)))


აჰაა, მოკლედ ფსიქეს პოსტმა ბავშვობა გამახსენა მთელი თავის ზღაპრებიან თამაშიან ყველაფრიანა : )))) ნუ არ დავიწყებ ბავშვობის დროინდელ წიგნებზე ლაპარაკს უმეტესობას ახლაც ხშირად ვკითხულობ. ერთ კონკრეტულ ფაქტზე შევჩერდები . ბავშვობაში გყავდათ წარმოსახვითი მეგობრები? : )))

მე კი, თანაც ორი : )))) სახელებს არ დავწერ იმიტომ რომ რამდენიმე არსების დასაცინი გახდები : )))) მოკლედ ეს მეგობრები ძალიან დიდ ხანს მყავდა აი კაი მოზარდ-თინეიჯერობამდე : ))) და მერე აღმოჩნდა რომ უი ორივე მე ვყოფილვარ  :) მათთან ვთამაშობდი  )) ვლაპარაკობდით ვკამათობდით ვეჯიბრებოდი ,არ ვიცი მიჭირს ახლა იმ დროის განცდების ახსნა. როგორს ასევე ფსიქეს ბლოგზე წავიკითხე დოსტოევსკის უთქვამს: “რაც არ უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება. ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ.” ანუ ამ შემთხვევაში არაფერ გენიალურზე არ მაქვს ლაპარაკი უბრალოდ იმ ფაქტზე რომ არის რაღაც რასაც გულში ამბობ მაგრამ პირამდე ვერ მოგაქვს : ) მახსოვს ყველა ბავშვობის დროინდელი განცდა.. ზოგს ახლაც ვგრძნობ ხოლმე და მიხარია იმიტომ რომ ვხვდები ჯერ არ გავზრდილვარ : ))) ისე ვგრძნობ თავს როგორც პეპი მუხუდოს მარცვლის გადაყლაპვის დროს რომ არ გაზრდილიყო : ))) მოკლედ ასე “გავიზარდე” ჩემ ორ პატარა მეგობართან ერთად… მათ მასწავლეს შიშის დაძლევა რომლითაც ასე ვიყავი შებყრობილი ბავშვობაში… ისე რომ გვერძე ოთახში ვერ გავდიოდი მარტო : )) ჩემმა მეგობრებმა მასწავლეს რომ მთავარია ირწმუნო რომ არ გეშინია : ))) დღესაც კი როცა რამის მეშინია რაც ფრიად იშვიათად ხდება : ) საკმარისია თითები გადავაჯვარედინო ანუ “ნიჩვრიტი” გავიკეთო რომ ეგრევე ყველაფერი მივლის :დ  შეიძლება ძალიან დებილურად ჟღერს მაგრამ მართლა ესეა. ბავშვობაში მაგან გადამატანინა ბნელ ოთახში დარჩენილი საათები : )))) ანუ ესე წარმომიდგენია რომ ჩემს ირგვლივ რაღაც უხილავი დაცვა იქმნება და ვერაფერი მომეკარება ამ დროს :დ   ხო გარდა ამისა კიდევ მყავდა ცხოველი მეგობრები 12 ცალი თაგუნია რომლებსაც მონადირეები დასდევდნენ და საბნის ქვეშ ვმალავდი ხოლმე, მერე ურცხვად ვატყუებდი მონადირეებს რომ არ დამინახავს არც ერთი თაგვი : )))) კიდე მგელი რომელიც ძალიან ფუმფულა და საყვარელი იყო : ) ბოროტი დათვისგან მიცავდა ხოლმე : ) და პანდა რომელმაც ბოროტ დათვებს ბოიკოტი გამოუცხადა და ჩემს მხარეს გადმოვიდა : ))) მოკლედ ღამე რომ “მაძინებდნენ” ანუ მტოვებდნენ ოთახში “შენი ძილის დროა დედიკო”-თი, ნამდვილად არ მქონდა მოწყენის დრო : )))) როგორც თითქმის ყველა პოსტში ავღნიშნავ წერის დროს აზრის ჩამოყალიბება მიჭირს : ) უფრო იმიტომ რომ ვიცი ვიღაცამ უნდა წაიკითხოს ეს, მაგრამ ალბათ მთავარი სათქმელი მაინც ვთქვი და გამიგეთ : )  სიამოვნებით დავთაგავდი ფსიქეს, თათუსის, და კიდევ რამდენიმე ბლოგერს :)))

მაშინ ცხოვრება სუფთა იყო და გაცილებით ლამაზი… ნათელი :))) მზიანი ღამე :))))

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ბავშვობის წარმოსახვითი მეგობრები =)))

  1. Mari says:

    რა საყვარელი ხარ ქეთი.:* :*

    მე მეგონა მხოლოდ დედისერთებს გვჭირდა ასეთი უცნაურობები. მარტო რომ ვიყავი, რას აღარ მოვიფიქრებდი. გაორებასავით მქონდა, მე და მარი ვიყავით. “მე მარის” ვეთამაშებოდი ხოლმე.

    Like

  2. tatusi says:

    http://tatusi.wordpress.com/ დავწერეეეეეე

    Like

  3. kate_alukard says:

    ჟდუ ნი დაჟდუუუუუს =)))))))))))))

    Like

  4. fsiQe says:

    ვაიმე რა გამახსენეეეე :)
    ბავშვობა, ყველაზე ძალიან რომ მენატრება :დრეამერ:
    მეც მყავდა წარმოსახვითი მეგობრები, მე მელია მყავდა, რომელთანაც სულ ვჩხუბობდი, კიდევ.. მოკლედ ძალიან გამიხარდა რომ დამთაგე და დანარცენს ჩემს უახლოეს პოსტში დავწერ :)

    Like

  5. kate_alukard says:

    ლლოლლ :D:D:D:D
    რავი რასაც გაიხსენებ ძალიან საინტერესოა :) ისე მგონი დაგთაგე არ ვიცი გამომივიდა თუ არა :D:D:D

    Like

  6. tatusi says:

    აუ მე რა მახსოვს იცი, ბავშვებობაში სახლში მაღაზიას ვხსნიდი და გამყიდველიც მე ვიყავი მყიდველიც,დ ა მას ემრე ვიძახდი მაღაზიის გამყდიველი უნდა გამოვიდე თქო :))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s