დაწყევლილი ნივთები


პარანორმალური მოვლენების შემსწავლელთათვის კარგადაა ცნობილი, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული “დაწყევლილი ნივთები”, რომლებიც არაერთი ტრაგედიების მიზეზები ხდებიან.  რა ხდება სინამდვილეში, ამისი ახსნა ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. ფაქტი კი ფაქტად დრჩება: ასეთი მოვლენები არსებობდა და დღესაც არსებობს!

ვაშინგტონში, სმისთონის ინსტიტუტის მუზეუმში ინახება მსოფლიოს ყველაზე დიდი ლურჯი ბრილიანტი, რომლის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონს აღემატება. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ უძვირფასესმა ქვამ თავის პატრონებს მხოლოდ უბედურება მოუტანა.

ეს 112-კარატიანი ალმასი 17-ე საუკუნეში ინდოეთის მთებში იპოვეს. იგი 1642 წელს ფრანგმა მოგზაურმა ტავერნიემ ევროპასჰი ცჰამოიტანა და მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტეს მიჰყიდა. შემთხვევითი იყო თუ არა, არავინ იცის (არც მე :), მაგრამ “ლურჯი ალმასის” ჩამოტანას ევროპაში შავი ჭირის გავრცელება დაემთხვა. სათანადო დამუშავების შემდეგ არაჩვეულებრივ 67 კარატიან ბრილიანტად იქცა. მისი მფლობელი, საფრანგეთის პრინცესა, ლამბალა ძალიან მალე მოკლეს და ბრილიანტი საფრანგეთის დედოფლის მარია ანტუანეტას ხელში გადავიდა. დაიწყო რევოლუცია. დედოფალს თავი მოჰკვეთეს. 1794 წელს სამეფო სალაროს თავდასხმისას “ლურჯი ალმასი” დაიკარგა. მძარცველებმა ის სამ ნაწილად გახერხეს. მათ შორის ყველაზე დიდი 44 კარატიანი ბრილიანტი, ლონდონელმა ბანკირმა, ჰენრი ჰოუპმა 18 ათას ფუნტად შეიძინა. რის შედეგადაც ბანკირის ოჯახში უბედურება დატრიალდა: შვილი მოუწამლეს, შვილიშვილი გაკოტრდა. ხალხი ალაპარაკდა, “ლურჯი ბრილიანტი” დაწყევლილიაო. სულ მალე ბრილიანტს ბანკირის სახელი ეწოდა და კიდევ უფრო ცნობილი გახდა…

1901წელს “ლურჯი ბრილიანტი” რუსმა თავადმა, კორტიკოვსკიმ შეიძინა და ფრანგ მოცეკვავეს ლედეს აჩუქა. რამდენიმე ხანში ეჭვით შეპყრობილმა თავადმა საყვარელი მოკლ. მალე თავადიც გამოასალმეს სიცოცხლეს. ამის შემდეგ  ლურჯი თვალი თურქეთის სულთნის-აბდულ ჰამილის ხელში გადავიდა . მან ბრილიანტი თავის საყვარელ მხევალს მიართვა საჩუქრად. არ გასულა დიდი ხანი და ქალი ჩამომხრჩვალი ნახეს, სულთანი კი სამეფო ტახტიდან ჩამოაგდეს და ქვეყნიდან გააძევეს.

“ლურჯი ბრილიანტის” მორიგი მეპატრონე ესპანელი მილიონერი მდინარეში დაიხრჩო. ახალგაზრდა ამერიკელმა წყვილმა რომლებმაც ბრილიანტის “თავგადასავალი” შემთხევითობად მიიჩნია და მისი შეძენა გადაწყვიტა,რაც შეასრულეს კიდეც მიუხედავად იმისა ,რომ ბედნავსი ქვა თან არ ჰქონიათ წყვილმა საქორწინო მოგზაურობა და სიცოცხლეც “ტიტანიკზე” დაასრულა.

“ჰოუპი” 949 წელს ამერიკელმა მილიონერმა , უითსონმა შეიძინა და მალევე გაკოტრდა,რაც მან ბრილიანტს მიაწერა და ლურჯი თვალი სმისთონის ინსტიტუტს აჩუქა, სადაც დგემდე ინახება. მეცნიერების გაკვირვებას საზგვარი არ ქონდა, რადგან ბრილიანტი ულტრაიისფერი სხივებით გაშუქებისას არ აკიაფებულა,ის ადამიანის სისხლის ფერი აRმოჩნდა.

1914 წელს სარაევოში მოგზაურობისას მოკლეს ჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე. ეს მკვლელობა იყო უკანასკნელი ნაპერწკალი ,რომლიდანაც პირველი მსოპლიო ომის ხანძარი აგიზგიზდა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა იმ ლიმუზინის (“მერსედეს ბენცის”) შემდგომი ბედი, რომელშიც ეს მკვლელობა მოხდა.

იმავე წელს მერსედესი ავსტრიელი გენერლის პატევეკას მფლობელობაში გადავიდა.  ერთ-ერთ ბრძოლაში მისმა არმიამ კატასტროფული დამარცხება იგემა,რის შედეგადაც გენერალი გადადგა და თავის მამულში ამ ავტომანქანით დაბრუნდა. იმავე წელს თავის მამულში ყოფნის დროს გენერალი მოულოდნელად გაგიჟდა და ასევე მოულოდნელად გარდაიცვალა. ავტომობილი პოლკის უმცროსი ოფიცრის ხელში გადავიდა ,რამდენიმე თვის შემდეგ სატვირთო მანქანას შეეჯახა და თავის ორ ჯარისკაცთან ერთად იქვე გარდაიცვალა.

ავტომობილი შეაკეთეს და მისი მფლობელი გახდა იუგოსლავიის კომენდანტი. იგი ძალიან იშვიათად სარგებლობდა ისტორიული მერსედესით თუმცა უბედურებას მაინც ვერ ასცდა . 1919 წელს ავტომობილი მოულოდნელად გადაბრუნდა , მძგოლი დაიღუპა პატრონმა კი ხელი დაკარგა.

დაზიანებული ავტომობილი კიდევ ერთხელ შეაკეთეს და აუქციონზე გაყიდეს. ამჯერად მისი მფლობელი საკამაოდ წარმატებული ექიმი აღმოჩნდა. და კიდევ ერთი კატასტროფა: ავტომობილიისევ მოულოდნელად გადაბრუნდა,რის შედეგადაც გარდაიცვალნენ მფლობელი და გზაში მიმავალი ორი გლეხი .”მესედესის” შემდეგი მფლობელებიდან სამი, ავარიაში დაიღუპა. მეოთხემ კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 22 ადამიანს მიაგწია . ავტომობილის გაყიდვა აკრძალეს. ამჟამად ის ვენის მუზეუმშია დაცული. “დაწყევლილი” “მერსედესის” სისხლიანი მარათონი შეწყდა.

ქართულ სინამდვილეშიც მოხდა ერთი ასეთი ფაქტი: ინსტიტუტში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების ახსანიშნავად ნათესავმა ქალმა გოგონას ოქროს ძველებური ბეჭედი აჩუქა. გოგონამ ბეჭედი მაშინვე  ხელზე გაიკეთა და იმ საგამოსვე ცუდად გახდა.მოგვიანებით გაირკვა ,რომ ბეჭდის თავდაპირველი მფლობელი მძარცველებმა მოკლეს. მისი ახალი მფლობლის სიცოცხლეც ასევე მკვლელობით დასრულდა .მესამე მეპატრონე ქალს მოულოდნელად დამბლა დაეცა და ათი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული, ამის შემდეგ ბეჭედი სწორედ იმ ქალის ხელში აღმოჩნდა ,რომელმაც ის გოგონას აჩუქა. ეს ქალი ოცი წლის განმავლობაში იტანჯებოდა გაურკვეველი ავადმყოფობით.გოგონას ბეჭდის საჩუქრად მიღებისთანავე ავადმყოფობაც გადაეცა.

სამწუხაროდ ასეთი ნივთების გაყიდვა, გადაგდება ან ჩუქება გამოსავალი არ არის, ამ შემთხვევაში ყოფილი მფლობელი არ თავისუფლდება. ჩუქება კი ნიშნავს,რომ სხვას გადაულოცო უბედურება.ყველაზე კარგი გამოსავალი მსგავსი ნივთების ეკლესიისთვის შეწირვაა.ნივთი აუცილებლად განიწმინდება და მფლობელსაც მადლში ჩაეთვლება.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to დაწყევლილი ნივთები

  1. xixani ამბობს:

    kompiuteri maq dawyevlili ra me

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s