“რიბიატა დავაიწე ჟიც დრუჟნო” =)))

რატომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა. წეღან ფანჯრიდან ვიხედებოდი და თვალი შევასწარი როგორ წაკამათდა 15იოდე წლის რამდენიმე ბიჭი იმაზე რომ ერთმა მეორეს შემთხვევით მხარი გაკრა… ბოლოს ისე საყვარლად დედის და ნათესავების “გულთბილი” მოკითხვებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დღეს 10 საათზე სკოლის ეზოში ბიჭოო.. ახლა წარმოვიდგინე ქუჩაში რამდენჯერაც ვინმეს მხარი აქვს გაკრული ყველასთვის “სტრელკა” (მგონი სწორედ ვამბობ) რომ დამენიშნა. მაინც რატომ დავკარგეთ ქართველებმა ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა? smileys ადრე გოგოს თანდასწრებით ბიჭები ცუდ სიტყვას არ ეტყოდნენ ერთმანეთს ახლა დაქალ-ძმაკაცებს დედის შუტკა აქვთ გახსნილი. რაც უფრო ბევრს იგინები, ეწევი, თავხედობ, უპატივცემულოდ ექცევი უფროს ადამიანს მით უფრო გაქვს თვითდამკვიდრების გრძნობა. ტრანსპორტში 10 კაცი რომ ზის და ერთი მოხუცია მოდის კაციშვილი ტრაკს არ აწევს რომ მოხუცს ადგილი დაუთმოს, კარში რაც უფრო ჯიქურ გახვალ და უფროსს არ გაატარებ, რაც უფრო დაჩაგრავ შენზე სუსტს, რაც უფრო გააბანძებ მეგობარს სხვისი თანდასწრებით რომ შენ კაი ტიპი გამოჩნდე მით უკეთესი. რაც უფრო ფეხზე დაიკიდებ ქართულ მენტალს ტრადიციებს რაც უფრო შეიჭრები ევროპაში, ამერიკაში, გააკეთებ ისეთ რაღაცეებს რეებიც ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში უკვე სირცხვილად ითვლება უფრო მაგარი ტიპი ხარ. რაც შეიძლება მეტი პორნო ვარეზი გაიხსნას საქართველოში, რაც შეიძლება მეტმა მეტმა ბავშვმა დახოცოს ერთმანეთი მხრის შემთხვევით გაკვრის გულისთვის. მეტ ძალადობას ვადევნოთ თვალი. შევიძულოთ ერთმანეთი, ვიაროთ გაბოროტებული სახეებით შევუბღვიროთ ერთმანეთს. მაღაზიაში შესვლა არ მოგვინდეს იმიტომ რომ გამყიდველი მშიერი აფთარივით დაგხვდება. ვუყვიროთ ოჯახის წევრებს, მოვუწყოთ ისტერიკა მოხუც ბებიას იმის გამო რომ შენი მაისური გუშინ წინ საწოლზე რომ მიაგდე იქ აღარ დაგხვდა და იძულებული გახდი კარადიდან დაკეცილი გამოგეღო.ვიყოთ ყველა ძალით ორიგინალურები, არაამქვეყნიური სახეებით ვიაროთ, ვილაპარაკოთ რომ ღამე მთვარეს ვებაასებით, სკაიპის სტატუსზე დავიწერე რომ დაიღალე და ალბათ თავს მოიკლავ მალე. ვიწუწუნოთ ყველაზე და ყველაფერზე. თქვი რომ ხარ ყველაზე უიღბლო, თავის მოკვლა გინდა, ხარ ათეისტი, შენი არავის ესმის, უსმენ როკს (იეეე მიატალლლ) გეზიზღება ემოები, გძულს “პიდარასტები” და თუ რამე გამომრჩა მაპატიოს :)))

რატომ ეს ყველაფერი თორე კი?! როცა შეგვიძლია საშინლად გვიყვარდეს ერთმანეთი მოვეფეროთ ერთმანეთს გავუღიმოთ :) smiley

ვიყოთ ქართველები და არა ვიღაცის უაზრო იმიტაციები. ვიყოთ ადამიანები და არა მექანიკური ფორთოხლები =))) smilies

ნუ გაგვახსენდება რწმენა ეკლესიასთან ისიც იმ დროს როცა სხვა იწერს პირჯვას. ნუ ვიტყვით სუფრაზე სამშობლოს სადღეგრძელოს მაშინ როცა ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ნუ ვიტყვით “საქართველო გაბრწყინდება” როცა არაფერს ვაკეთებთ ამისთვის.  ნუ დავჩაგრავთ ნუ დავამცირებთ ერთმანეთს პირიქით მხარში ამოვუდგეთ! მოვესიყვარულოთ ერთმანეთს დავუყვავოთ მოხუცებს, ვასწავლოთ სიყვარული ბავშვებს.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა ჩემი პატარა საქართველო და თქვენც მიყვარხართ კეთილო ადამიანებო! smileys smiles smileys

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to “რიბიატა დავაიწე ჟიც დრუჟნო” =)))

  1. sophooo ამბობს:

    uf shemogevle keto sheeen :*:*:* magari postia dzaaan, ai ra uchirs sazogadoebas siyvaruli :((( keet miyvarxaaar :*:*:*

    Like

  2. provokatori ამბობს:

    ეეჰ :D კბენა მაგარი სექსუალური ქცევაა =))

    დანარჩენებზე კიდევ, რავიცი აბა რავიცი :D

    Like

  3. kate_alukard ამბობს:

    xo chemi megobari magalitad sitvaruls kbenit chatxleshvit chqmetit saxeze idayvit da ase shemdeg gamoxatavs… nu es ise mara ras gaigeb kacia da buneba (tu guneba es ver gavarkvie) =D ravi aseti dznelia gviyvardes ertmaneti da myidvels dobrad shexvde magaziashi rom shemodis? gamigime ra shechema chemi nayidit gixdian xelpas bliad =D

    Like

  4. provokatori ამბობს:

    უი, უი, ჩემს ტკივილს შეხებიხარ :D

    ვიღაც ამბობდა ქურდები რომ აღარ არიან შიში არ აქვთ ახალგაზრდობასო, არადა მე ქურდული მენტალიტეტის გადმონაშთს უფრო ვხედავ ამ საშინლად გაბოროტებულ და გასასტიკებულ ახალგაზრდებში :)

    უბრალოდ… არაფერი… ასევთქვათ სიყვარულის გამოვლინებებიც სხვანაირად აღიქმება…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.