საძულველი სექტემბერი…

საერთოდ მიყვარს შემოდგომა… მაგრამ მძულს ეს თვე… ამ თვემ შეცვალა ჩემი ცხოვრება.. ამ თვეს ვარ ყველაზე დეპრესიული ყველაზე უხასითო სულ შარზე ვარ სულ მოწყენილი… 7 სექტემბერ მამიკოს დაბადების დღეა უკვე 16 წელია მის დაბადების დღეს უიმისოდ ვხვდები… 1993 წელს ჩემი მამიკო აფხაზეთის ომში წავიდა საიდანაც ვეღარ დაბრუნდა… იმ წელს 34 წლის გახდა, მე 3-ის. 14-ში  ომში წავიდა, 27-ში სოხუმი დაეცა, ალბათ მამაჩემიც… მისი სახელი გმირთა მოედანზე მემორიალურ დაფაზე წერია, გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭეს, მაგრამ რა…  უზომოდ მორწმუნე და სხვანაირი იყო მამა… ჯარში მამაოს ეძახდნენ… რა მოხდებოდა მამა რომ არ წასულიყო ამ კითხვას გამუდმებით ვუსვამ ჩემს თავს… რა მოხდებოდა და ისევ ერთად ვიქნებოდის მე დედა, ლევანი და მამა. გვერქმეოდა ოჯახი. არ იქნებოდა ძალიან ბევრი რამ რაც იყო და გახსენებაც კი მთრგუნავს. პატარა რომ ვიყავი ჩემს ძმას ვეძახდი მამას ის კი მეჩხუბებოდა ამაზე, ახლა ვხვდები… რომ იცოდე რამდენი წერილი მაქვს შენთვის დაწერილი. მაგრამ არაფერი მაქვს ჩემს თავზე სათქმელი. აი რომ ამბობენ ხოლმე რამდენ რამეს გეტყოდიო. მე არ ვიცი რა გითხრა. შენზე ლაპარაკი ტაბუ დადებული თემაა სახლში, იმიტომ რომ ყველას გვტკივა ამაზე საუბარი. შენი “მეგობრები” თვალით არ მინახავს 16წელია. ხო ის მეგობრები 24 საათი ჩვენთან რომ იყვნენ 3 წლის ვიყავი მაგრამ მაინც მახსოვს. ბებომ მომიყვა რამდენიმე ხნის უკან. თურმე ერთი კაცი ყოფილა ჩასული იქეთ ომის დროს და გითხოვია წერილს გაგატანო. იმ კაცს უთქვამს წერილის დაწერა ასე დაიწყო “ჩემო პატარა ქეთითაო”… და ამ დროს ამტყდარა განგაში ვეღარ მოასწრო დაწერა. არ ვიცი მეთს ვეღარ ვწერ. ძალიან ძნელია გიყვარდეს ადამიანი რომელსაც არ იცნობდი, გენატრებოდეს როცა არ გახსოვს, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ და მენატრები მამა!

მერაბ ნიქაბაძე (მამაო)

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged . Bookmark the permalink.

5 Responses to საძულველი სექტემბერი…

  1. nuca ამბობს:

    ეეჰ:(( შენი ცხოვრება გავს ჩემს ცოხვრებას.. :( მე 8თვის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალააა:( ძალიან ძნელია გიყვარდეს ადამიანი რომელსაც არ იცნობდი, გენატრებოდეს როცა არ გახსოვს, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ და მენატრები მამა! აიიიი მეც ასეე ვარ ზუსტაად :(((

    Like

  2. merabi ამბობს:

    :S :S :S ;(

    Like

  3. liiik ამბობს:

    vwuxvaaar ;( mec menatreba chemi mamikoo ;(

    Like

  4. ჯანო ;) ამბობს:

    :*:*:*:*

    Like

  5. ჯანო ;) ამბობს:

    ძალიან ვწუხვარ ქეეეთ

    Like

Leave a reply to merabi კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.