რისი მეშინია

ნუ მოვაბი თავი და დავიწყე ვარჯიშზე სიარული. ყველა მირჩევდა ცურვაზე იარეო მაგრამ არ ვიცი ეს ცურვა და მეშინია, თან ძალიან  იმდენად წყლის არა, როგორც უჰაერობის და სულ მგონია რომ დავიხჩობი. რაც გოგოლზე წავიკითხე ის საშინელი ისტორია მას მერე, გოგოლი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა ცოცხლად დამარხვის ფობიით ზუსტად რა ქვია მაგ ფობიას ახლა დამავიწყდა მაინცდამაინც,  ხოდა რომ გარდაიცვალა რაღაც დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართლა ცოცხლად დაუმარხავთ… რა საშინელებაა.  სულ უჰაერობით სიკვდილის მეშინია.

გოგოლის საფლავი

აი ჭკვიანი კაცი ნობელი ანდერძში დაიბარა სანამ დამმარხავთ ვენები გადამიჭერითო. მეც მაგას დავიბარებ!

რა ბედის ირონიაა არა?! რისიც ყველაზე მეტად გეშინია ის გემართება ადამიანს.

იცი კიდე როგორ რაღაცებზე ვკაიფობ? ადამიანი რომელმაც ტელეფონი გამოიგონა ყრუ იყო… ბეთხოვენი რომელიც ქმნიდა გენიალურ მუსიკას ყრუ იყო… ჯოჟეფ გილიოტენი რომელმაც გამოიგონა გილიოტინა თუ არ ვცდები იმავე გილიოტინით მოკვეთეს თავი…და ვინჩიმ შემთხვევით საიდუმლო სერობაზე ქრისტე და იუდა ერთი და იგივე კაცი დახატა რამდენიმე წლის ინტერვალებით… კიდე რა ვერ ვიხსენებ… ჯანდაბა როცა რაღაცის გახსენება მინდა მაშინ მავიწყდება არადა სულ თავში მიტრიალებს როცა არ მინდა :@  კიდე კიდე კიდე რა…

ჰიჩკოკი თუნდაც, ძალიან მკაცრი მამა ჰყავდა რომელიც ბნელ სარდაფში კეტავდა ხოლმე და ძალიან მშიშარა იყო უამრავი ფობია ტანჯავდა, იმ დროის ყველაზე კარგი ჰორორები აქვს გადაღებული ჩემის აზრით. რავი მეტი ცოცხალი თავით არ მახსენდება. თუ შენ იცი რამე მითხარი : ))) ხო კიდევ ერთი გამახსენდა. ბახის უკანასკნელი სიტყვები არავინ იცის იმიტომ რომ ექიმმა რომელიც სასთუმალთან ეჯდა სიკვდილის წინ, გერმანული არ იცოდა….

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in უსათაურო and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to რისი მეშინია

  1. piccolina ამბობს:

    სირცხვილი, ქეით
    სურათებზე შენს სახელს რომ აწერ, შენი გადაღებული მაინც უნდა იყოს: http://piccolina.ge/suratebi/
    ელემენტარული ეთიკის ნორმები ნუ :))

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      ხო პიკ :))))) ეს ერთი წლის წინანდელი პოსტია :)) მაშინ უცნაური.კომზე ვიყავი :D:D:D:D ახლა აღარ ვაწერ :D შენი პოსტიც ნანახი მაქვს :))))

      Like

  2. Zurriuss ამბობს:

    ონასისმა “კალასი” თქვა უკანასკნელად, რომლის გულისთვისაც ქალმა საკუთარი კარიერა და ცხოვრება დაასამარა.
    ჰამლეტ გონაშვილი, ჩემი აზრით, ყველაზე გენიალური ქართული ხმა, სარზე ჩამოენცო და ისე გარდაიცვალა.
    ჩარლი ჩაპლინის დედა შიმშილისგან გაგიჟდა, რადგან უკანასკნელი ჩაი (პური არ ჰქონდათ) თავის შვილს დაალევინა და ასე იხსნა შიმშილით სიკვდილისგან. მერე ამბობდა, სულ ერთი კოვზი მაინც რომ მომესვა, ეგებ არც გავგიჟებულიყავიო.

    ცხოვრება მიწის ტორიტა, რომელზეც ყველაფერი ხარობს, ჩემო ქეთ ;)

    Like

  3. SoPo ამბობს:

    risi meshinia?! me usasrulobis meshinia usasruloba ki oqros bilikzea,

    Like

  4. მარიშკა ამბობს:

    :D:D:D

    Like

  5. kate_alukard ამბობს:

    მეც მიყვარს წყალი მაგრამ ვანაში :D:D:D:D

    Like

  6. მარიშკა ამბობს:

    ”და ვინჩიმ შემთხვევით საიდუმლო სერობაზე ქრისტე და იუდა ერთი და იგივე კაცი დახატა რამდენიმე წლის ინტერვალებით…”

    აი ამ ისტორიაზე ვგიჟდები რაა პროსტა აზზე ხარ რა მაგარიააა

    ცურვას რაც შეეხება მე პირიქით ვარ წყალი ძალიან მიყვარს და საათობით შემიძლია რომ წყალში მდინარესი აუზში ვიყო. და ძალიან მინდა ცურვაზე სიარული თორე მგონი დამავწიყდა იმდენი ხანია არ მიცურავია (:

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s