აგნოსტიციზმი

აგნოსტიციზმი — მთელ რიგ მტკიცებათა, როგორიცაა თეოლოგიური განსაზღვრებები ღმერთზე, ღმერთებსა ან ღვთაებებზე, სინამდვილის შეფასების ფილოსოფიური ხედვა, რომლის მიხედვით ეს ცნებები უცნობია, არსებითად შეუცნობადი ან არაკოჰერენტულია და, მაშასადამე, სიცოცხლისთვის ირელევანტური. ტერმინი პირველად გამოიყენა თომას ჰენრი ჰაქსლიმ 1869 წელს და ასევე მიუთითებს მათზე, ვისაც ღვთაებრივი არსებებისა და რელიგიის სხვა მტკიცებათა არ სწამთ ამ მატერიათა არსებობის დამადასტურებელი ფაქტების უქონლობის გამო. ამახვილებს რა ყურადღებას იმაზე, თუ რისი ცოდნაც შესაძლებელია, აგნოსტიციზმი ეპისტემიოლოგიური თვალსაზრისია (ბუნების კანონებსა და ადამიანის ცოდნის ლიმიტებზე დაყრდნობით). ამასთან აგნოსტიციზმი არ არის სპეციფიურად გნოსისის დოქტრინისა და გნოსტიციზმის საპირისპირო პოზიცია, ვინაიდან ესენია რელიგიური კონცეფციები, რომელსაც ზოგადად აგნოსტიციზმთან კავშირი არა აქვს.

აგნოსტიციზმი განსხვავდება მტკიცე ათეიზმისგან (ასევე: პოზიტიური ან დოგმატური ათეიზმი), რომელიც უარჰყოფს ღვთაებათა არსებობას. ათეიზმის უფრო ზოგადი განშტოება – სუსტი ათეიზმი (ასევე: ნეგატიური ან ნეიტრალური ათეიზმი), რომელიც მხოლოდ ღმერთისა ან ღმერთთა არსებობის რწმენის ნაკლებობით შემოიფარგლება, თუმცა ექვივალენტური არაა, მაგრამ აგნოსტიციზმთან თავსებადია. კრიტიკული ათეიზმი აღიარებს, რომ ღმერთი ან ღმერთები მნიშვნელოვანი კონცეფციებია, თუმცა მათ შესახებ დოკუმენტური წყარო არ არსებობს და, მაშასადამე, სანამ ამგვარი წყარო არ მოიძებნება, ურწმუნოება შუალედურ (მისაღებ) პოზიციად რჩება.

აგნოსტიკების მტკიცებით შეუძლებელია აბსოლუტური ან მტკიცე სპირიტული ცოდნის მოპოვება, ან ალტერნატიულად, დასაშვებია, რომ ამგვარი ცოდნა არსებობდეს, მაგრამ ვინაიდან ის მოუწვდომელია, მათი რწმენა დაუშვებელია.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in კატეგორია აყრილი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to აგნოსტიციზმი

  1. Bat says:

    ეჰ ქეთო შენ და ვიკიპედია, რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა ;)

    Like

  2. komisia says:

    ჩემი საყვარელი ფრაზა ბოლო 5-6 წლის მანძილზე არის ”აგნოსტიციზმი რაფინირებულ ასპექტში” :D

    “რაღაცა არსებობს” :lol:

    პ.ს.
    ზევითა კომენტარი სპამია და მოაშორე, კიდე ბევრ პოსტებში წავაწყდი მაგათ…

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s