კატასტროფების წინასწარმეტყველება?!

აშშ-ში უკვე 20 წელია,რაც არსებობს მოჩვენებებზე მონადირეთა საზოგადოება,რომლის შტაბ-ბინა ლოს-ანჯელესში მდებარეობს.მისი წევრები აგროვებენ ინფორმაციას მოჩვენებების შესახებ. ისინი მოქმედებენ მეცნიერებთან ერთად.შეისწავლიან იმ ადგილებს,სადაც ხშირად უნახავთ მოჩვენებები,ცდილობენ ხელსაწყოების დახმარებით დაადგინონ მათი არსებობა,იყენებენ ექსტრასენსების უნიკალურ შესაძლებლობებს.საზოგადოების წევრმა ექსტრასენსებმა შექმნეს “მეექვსე გრძნობის კლუბი”.მათ გააჩნიოათ განსაკუთრებული უნარი,დაინახონ და კონტაქტი დაამყარონ გარდაცვლილთა სულებთან,როგორც ეს ხდება ფილმებში “მეექვსე გრძნობა”,რომლის პატივსაცემადაც მოინათლა კლუბი.კლუბში 4 წევრია,მათ შორის უმცროსი 12 წლის გოგონა, უფროსი კი 82 წლის ქალია. 
მოჩვენებებზე მონადირეთა საზოგადოება გამოსცემს ჟურნასლს.2001 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა რიგგარეშე ნომერი,რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა “მეექვსე გრძნობის” კლუბის წევრების წინასწარმეტყველებებს.ისინი გაფრთხილებას იძლეოდნენ ამერიკაში მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ.თურმე ექსტრასენსებს შეუძლიათ მიიღონ გაფრთხილება მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ.როცა სასიკვდილო შემთხვევა ერთეულია და გაფანტულია სივრცეში, ექსტრასენსები მას ვერ გრძნობენ,მაგრამ როცა ერთბაშად,ერთ ადგილას უნდა დაიღუპოს ბევრი ადამიანი,ისინი ამას აფიქსირებენ.როგორც ერთი მათგანი,ბენჯამინ როკი ამბობს – იმპულსი მნიშვნელოვანია,თუ საფრთხეში მყოფი ხალხის რიცხვი 1000-ს უახლოვდება.12 წლის ლუსი ბერნარი,რომელმაც ჯერ ვერ მოასწრო თავისი შესაძლებლობების ბოლომდე განვითარება, გრძნობს იმპულს,თუ მსხვერპლის რიცხვი 4000-ს უახლოვდება.ექსტრასენსები ზოგჯერ რამდენიმე დღით ადრე გრძნობენ კატასტროფას,ზოგჯერ კი ნახევარი წლით ადრე.
ჟურნალის ხსენებულ რიგგარეშე ნომერში იტყობინებოდნენ იმის შესახებ,რომ “მეექვსე გრძნობის კლუბის” წევრებმა სიზმარში ნახეს,თუ როგორ შეიჭრნენ თვითმფრინავები სავაჭრო ცენტრისა და პენტაგონის შენობებში.მაგდა კოენმა და ბენჯამინ როკმა ნახეს უამრავი მფრინავი ბრჭყვიალა ბურთი,რომლებიც,მათი აზრით,წარმოადგენდნენ დაღუპულთა სულებს.კლუბის წევრის,სარა ბენჰემის და მუშაობდა პენტაგონში.სარამ გააფრთხილა იგი საშიშროების შესახებ.სარას და სამსახურში არ წავიდა და ამით გადარჩა.

ექსტრასენსებს უნდოდათ ტელევიზიით და რადიოთი გამოსვლა,მაგრამ სამწუხაროდ,ამის უფლება არ მისცეს.საქმე ის არის,რომ მოჩვენებებზე მონადირეების საზოგადოება არ სარგებლობს სახელმწიფოს მხარდაჭერით – არსებობს წევრთა შემოწირულობებით,მათ ჟურნალს პრაქტიკულად არავინ კითხულობს,ამიტომ საგანგებო გამოშვება შეუმჩნეველი დარჩა.ვინც წაიკითხა,არ დაიჯერა.თანაც,ჟურნალი მცირე ტირაჟით გამოდის ლოს-ანჯელესში და მარჯვენა სანაპიროზე მისი ჩატანა ვერ მოასწრეს.
11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ.მოჩვენებებზე მონადირეთა საზოგადოების პოპულარობა გაიზარდა.ამას ხელს ისიც უწყობდა,რომ კალიფორნიის შტატის კონგრესმენის მეუღლის ახლო ნათესავი ამ საზოგადოების წევრია.საზოგადოებას მცირე დაფინანსება გამოუყვეს,ხოლო “მეექვსე გრძნობის” წევრებთან იმუშავებენ ფსიქოლოგიის და ფსიქიატრის ინსტიტუტის სპეციალისტები.
ამ ინსტიტუტის პროფესორი ჩარლზ ბეილი აცხადებს,რომ ძილში ცნობიერების შეგრძნებები კონტროლიდან გამოდის,სამაგიეროდ მისაწვდომი ხდება ქვეცნობიერი შეგრძნებები.სწორედ ძილში მჟღავნდება ექსტრასენსული სხვადასხვა უნარი.მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა,რომ კლინიკური სიკვდილისთანავავე ტვინი უცებ არ კვდება.ამიტომ,ძილში შესაძლებელია ექსტასენსის მიერ ტელეპატიური კავშირის დამყარება გარდაცვლილთან.რაც შეეხება იმას,რომ მოცემულ შემთხვევაში,”მეექვსე გრძნობის კლუბის” წევრებმა იმპულსი მიიღეს ჯერ ცოცხალი ადამიანებისგან,რომელთაც სიკვდილი ელოდათ,თუმცა თვითონ არაფერი იცოდნენ,პროფესორი ბეილი თვლის,რომ ჯგუფის წევრები უნიკალურნი არიან და სერიოზულ შესწავლას საჭიროებენ.
მოჩვენებებზე ნადირობის დროს საზოგადოებამ და “მეექვსე გრძნობის კლუბმა” კვლავ გამოუშვეს ჟურნალი,რომელშიც იტყობინებიან,რომ ტერორიზმი ამერიკის ტერიტორიაზე ამით არ დამთავრებულა.სარა ბენჰემს ესიზმრება 11 სექტემბერს დაღუპული ბავშვების სულები, რომლებიც მას ეძახიან და რაღაცის თქმას ცდილობენ.მაგდა კოუნი ამბობს,რომ მორიგი ტრაგედია შესაძლოა ლოს-ანჯელესში ან ფლორიდაში მოხდეს.მან სიზმარში ნახა სახლი ნომერი 123 და მანქანა ნომერი BCM 123.
ბენჯამინ როკმა სიზმარში ნახა სპორტული თვითმფრინავი,რომელიც მაღალი სახლის სახურავზე დაჯდა.იქიდან გადმოვიდა შავებში ჩაცმული კაცი და ბენჯამინი ავტობუსში ჩასაჯდომად მიიპატიჟა.ავტობუსი შენობის,რომელიც ოტელს გავდა,წინ იდგა და შიგ ბევრი ხალხი იყო.მან წრე დაარტყა,შეეჯახა ოტელს და აფეთქდა.ავტობუსის ნომერიც 123 იყო. ექსტრასენსები ცდილობენ ახსნან,თუ რას ნიშნავს ეს რიცხვი.
ბენჯამინმა სხვა სიზმრებშიც ნახა იგივე შავებში ჩაცმული კაცი,მიკროავტობუსი ნომერი 123.მსგავსი კაცი ნახეს კლუბის სხვა წევრებმაც.ისინი თვლიან,რომ ეს სიკვდილიდ მაცნეა.
ფსიქოლოგები ცდილობენ,ახსნან ექსტრასენსების სიზმრები.ჯერჯერობით,ზუსტად ვერ დააგდინეს,სად შეიძლება მოხდეს მორიგი ტრაგედია.ცხადია,რომ ეს არის აშშ-ს დასავლეთ სანაპირო.რიცხვი 123 ასევე კერ არ არის გაშიფრული.როგორც ჩანს,ტრაგედია დაკავშირებული იქნება ავტობუსებთან.
უნდა აღინიშნოს,რომ ყველა სპეციალისტი არ აღიქვამს ექსტრასენსების წინასწარმეტყველურ სიზმრებს სერიოზულად.ცნობილი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, გრეჰემ მონსი ამბობს,რომ ფსიქიატრისთვის უცნობია მსგავსი სიზმრების ნახვა სხვადასხვა ადამიანების მიერ და ეს არის წმინდა წყლის აფიორა,მიმართული იქითკენ,რომ მიიქციონ ყურადღება და მიიღონ სუბსიდიები.
მაშ როგორ ავხსნათ 11 სექტემბრის წინასწარმეტყველება?ჟურნალის რიგგარეშე ნომერი ხომ 7 სექტემბერს,ტრაგედიამდე 4 დღით ადრე გამოიდა…

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to კატასტროფების წინასწარმეტყველება?!

  1. ჯანო ;) ამბობს:

    ძალიან საინტერესოა. იმედია ცდებიან და რამე კატასტროფა არ მოხდება. ყოჩაღ ქეეეთ :*:*

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s