ფაქტები რომლებსაც, ახსნა არა აქვთ…

საბედისწერო დამთხვევები თუ სამყაროს არითმეტიკა?!


ლონდონელი ძმების უცნაური აღსასრული
1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იმავე ტაქსი, რომელმა ერთი წლის მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი.
რა არის ეს, დამთხვევა თუ სამყაროს უცნაური თამაში?! ზოგი ასეთ ფაქტების “დამთხვევას” ცრურწმენას ეძახის, ზოგი ბედისწერას, ზოგიც კარმას.

შექსპირის გვარი ბიბლიაში
ინგლისში რიცხვი 46 საიდუმლო და მეტაფიზიკურ დატვირთვას ატარებს. რატომ? ინგლისელები ამას ძალიან უბრალოდ ხსნიან _ ფსალმუნების ინგლისურ თარგმანში 46-ე ფსალმუნის 46-ე სიტყვაა “shake” (შერყევა, შენჯღრევა), ხოლო ამავე ფსალმუნის ბოლოდან 46-ე სიტყვა კი “spear” (შუბი). მათი შეერთებით მიიღება სიტყვა “shakespear” (შექსპირი). საქმე კი იმაშია, რომ 1610 წელს, როდესაც ეს თარგმანი შესრულდა შექსპირი 46 წლის იყო…

666
ნუმეროლოგების უდიდეს ყურადღებას იქცევს ასევე 666 – “მხეცის ციფრი”, რომელიც ბიბლიაში, იოანეს “გამოცხადებაშია” მოხსენიებული. ნუმეროლოგების გამოთვლებით ეს რიცხვი ე. წ. “რიტუალის ფორმულაშივ საკმაოდ ადვილად იხსნება. ეს ფორმულა გახლავთ ასტრალური სივრცის დინამიური მდგომარეობის ფორმულა: “N2 ( N2 + 1) : 2”. ამ ფორმულაში თუ N-ის მაგივრად 6-იანს ჩასვამთ, მაშინ მივიღებთ შემდეგ ფორმულას: 62 ( 62 + 1) : 2 = 666. რადგან 36 ( 36 + 1) : 2 = 1332 : 2 = 666.
6-იანი კი მატერიალური, შეიძლება ითქვას ფინანსური სამყაროს ციფრია, ამიტომ ნუმეროლოგების რწმენით ადამიანების ცდუნება და რწმენის უარყოფა უპირველესად ფინანსური დაინტერესების გამო მოხდება (გავიხსენოთ, ზოგიერთი სექტის მცდელობები, რომ ადამიანების გადაბირება სწორედ ფინანსური საშუალებებით შეძლონ).

ფროიდის ნუმეროლოგიური მანია
თავი რომ გავანებოთ, პითაგორას, ალბერტ დიდის, აგრიპას ნაშრომებს, ციფრების მიმართ გულგრილი თვით ფსიქოანალიზის “მამა” ზიგმუნდ ფროიდიც არ იყო. მას სჯეროდა, რომ 46 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა, რადგან მისი ტელეფონი სწორედ ამ რიცხვით ბოლოვდებოდა. როდესაც ფროიდმა ამ ასაკს გადააბიჯა, მაშინ გაუჩნდა რწმენა, რომ უკვე 51 წლის ასაკში გარდაიცვლეობდა. ეს იყო ჯამი 28-ისა და 23-ისა (მისი ვერსიით, “მამრული” და “მდედრული” ციფრები), თუმცა ფროიდმა ამ ასაკსაც გადააბიჯა. საბოლოოდ ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და ყელის კიბოთი დაიღუპა. ფაქტია, რომ ფროიდი უფრო წარმატებული ფსიქოლოგი იყო, ვიდრე ნუმეროლოგი.

ვაგნერი და რიცხვი 13
რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი ბეირიტში გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა “ჯადოსნური მსროლელი”, რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ვაგნერის ოპერა “ტანგეიზერი”, რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ის კაპელმაისტერად მუშაობდა 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი, ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა.

აბრაჰამ ლინკოლნი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი
ლინკოლნის პრეზიდენტად არჩევიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, ასევე პრეზიდენტად აირჩიეს კენედი (1861 და 1961 წლები)
ორივე იყო დემოკრატი და იბრძოდნენ ადამიანთა უფლებებისთვის
ორივე მოკლეს პარასკევს
ორივეს მკველელობას ესწრებოდნენ მეუღლეები
ორივე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით
ორივე შემთხვევაში ტყვიამ ორგანიზმში თავის უკანა მხარიდან შეაღწია
ლინკოლნი მოკლეს ფორდის თეატრში, ხოლო კენედი ავტომანქანა “ლინკოლნში”, რომელსაც ფირმა ფორდი უშვებდა.
ორივეს მდივანს ერქვა ჯონი.
ორივე სიკვდილის შემდეგ შეცვალეს ვიცე-პრეზიდენტებმა და ორივეს გვარი იყო ჯონსონი (ენდრიუ და ლინდონ)
ენდრიუ ჯონსონი დაიბადა 1808 წელს, ხოლო ლინდონ ჯონსონი ასი წლის შემდეგ – 1908 წელს
ლინკოლნის მკვლელი ჯონ ბუტი დაიბადა 1939 წელს, ხოლო კენედის მკვლელი ოსვალდი კი დაიბადა 100 წლის შემდეგ _ 1939 წელს.
ორივე მკვლელი სასამართლოს დაწყებამდე მოკლეს.• ლინკოლნი მოკლეს თეატრში და მკვლელი იმალებოდა საკუჭნაოში, კენედი მოკლეს საკუჭნაოდან და მკვლელი თეატრში იმალებოდა.
ლინკოლნის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პოსტი დატოვა გვარად კენედი იყო, ხოლო კენედის შემთხვევაში იგივე თანამდებობაზე გვარად ლინკოლნი მუშაობდა.

რიცხვი 11 და ნიუ-იორკის ტერაქტი

New York Sity – 11 ასო
The Pentagon – 11 ასო
Ramsin Yuseb (ტერორისტი, რომელიც 1993 წელს სავაჭრო ცენტრის შენობის აფეთქებას შეეცადა) _ 11 ასო
George W. Bush – 11 ასო
ერაყის სატელეფონი კოდი 119 ციფრთა ჯამი = 11
ნიუ-იორკი – აშშ-ს 11-ე შტატი
სავაჭრო ცენტრზე შეჯახებული პირველი თვითმფრინავის ნომერი – 11
მეორე თვითმფრინავის მგზავრთა რიცხვი 65. ციფრთა ჯამი 6 + 5 = 11
ტერაქტის დღე 11 სექტემბერი. 11.09 ციფრთა ჯამი 1 + 1 + 0 + 9 = 11
11 სექტემბერს თვითმფინავებში საერთოდ დაიღუპა 254 მგზავრი. ციფრთა ჯამი 2 + 5 + 4 = 11
11 სექტემბერი იყო წელიწადის 254 დღე. ციფრთა ჯამი ციფრთა ჯამი 2 + 5 + 4 = 11
11 სექტემბრიდან წლის ბოლომდე დარჩენილი იყო 111 დღე.
11 სექტემბრიდან 911 დღეს შემდეგ ( 9 + 1 + 1 = 11), 11 მარტს მოხდა ევროპის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი (მადრიდის მეტროს აფეთქება)

წყარო: http://zodiaqo.blogspot.com

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ფაქტები რომლებსაც, ახსნა არა აქვთ…

  1. qetusia ამბობს:

    vaimeeee gaocebuuul:O:O:O

    Like

  2. Lilu ამბობს:

    Very interesting!

    Like

  3. ჯანო ;) ამბობს:

    სააღოლ ქეთი, ძალიან საინტერესო იყო :*

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s