მითიური და ფოლკლორული ვამპირების სია

ფილიპ ბერნ-ჯონსი, ვამპირი, 1897

ვამპირები… რას წარმოადგენენ ისინი?
ლეგენდები მათი სისხლიანი “მოღვაწეობის” შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) – “ეშმაკის ძალის ინდექსი”, ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:”ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება”.
რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი? ნახტომის შემდეგ იხილეთ მითიური და ფოლკლორული ვამპირების სია…

აზემა

ალგული –  არაბეთი, იაპონია და ფილიპინები. ასევე ცნობილი სახელით: გული (Ghul) ალგული — არაბული ვამპირი, ანუ „სისხლისმსმელი ჯინი“. ამგვარი ვამპირები, ტრადიციულად, ქალი დემონები არიან, რომლებიც თავიანთ ორგიებს გარდაცვლილი ბავშვების გვამებზე და გადაჭედილ სასაფლაოებზე მართავენ.

ალპი — გერმანული სული-ვამპირი, რომელიც ბუგიმენსა და ინკუბუსს უკავშირდება. ალპი მამრობითი სქესისაა, ხშირად იგი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ნათესავის სულია და უმეტესად დემონია. ალპებად შეიძლება იქცნენ ბავშვებიც, რომელთაც ორსული დედა ცხენის ფაფარის საშუალებით იშორებს. შუა საუკუნეებში ალპი კატის, ღორის, ფრინველის თუ სხვა ცხოველის სახით ჩნდებოდა; მათ შორის, ლექორუსის — დემონი-ძაღლის სახით კელნში და ამგვარად უკავშირდება მაქციასაც. ნებისმიერ განსხეულებაში ალპი შლაპას ატარებს; სვამს მოზრდილთა და ბავშვების სისხლს, თუმცა უპირატესობას ქალის რძეს ანიჭებს. ალპის მოკვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ანიუკა

ასანბოსამი (ან ასასაბონსამი) სევე ცნობილი სახელით: ასასაბონსამი  — აფრიკული ვამპირია და ცნობილია სამხრეთ განაში, აშანტის ტომებს და სპილოს ძვლის სანაპიროს — კოტ-დ’ივუარსა და ტოგოს მცხოვრებთა შორის. გადმოცემების თანახმად, ასანბოსამი უღრან ტყეებში ბინადრობდა და ყველაზე ხშირად მას მონადირეები წააწყდებოდნენ ხოლმე. საერთოდ, მას ადამიანის გარეგნობა აქვს, ორი გამონაკლისით: რკინის კბილები და ფეხზე კაუჭისმაგვარი გამონაზარდი აქვს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმ ხესთან გაივლის, სადაც ასანბოსამი ცხოვრობს, სიკვდილი არ ასცდება.

ასვანგი — ფილიპინელი ვამპირი, რომელიც გადმოცემების თანახმად, დღისით ლამაზი ქალის სახით ჩნდებოდა, ხოლო ღამით შიშისმომგვრელ მფრინავ ბოროტმოქმედად გარდაიქმნებოდა. დღის განმავლობაში, ასვანგს ნორმალური ცხოვრებით არსებობა შეუძლია. თუმცა ღამ-ღამობით მსხვერპლების სახლებში იგი ღამის ფრინველის სახით ფრინდებოდა. ყოველთვის სისხლით იკვებება, განსაკუთრებით კი უპირატესობას ბავშვებს ანიჭებს. საკვების მიღების შემდეგ, ეს არსება იბერება და ფეხმძიმედ გამოიყურება. თუ ასვანგი ადამიანების ჩრდილს გალოკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მალე მოკვდება.

აძე — ვამპირის სული, რომელიც აფრიკაში, განას სახმრეთ-დასავლეთის და ტოგოს სამხრეთის ევების ტომებში ბინადრობს. აძე „მფრინავი ცეცხლის“ სახით დაფრინავს, მაგრამ თუკი მას დაიჭერენ, იგი ადამიანის იერს იღებს. იგი სვამს სისხლს, პალმის წვენს და ქოქოსის წყალს; ასევე, ნადირობს ბავშვებზე.

ბაავან ში — შოტლანდიური ვამპირი, რომელიც, როგორც წესი, ლამაზი ქალის სახით გვევლინებოდა და ამით, თავის მსხვერპლებს აცდუნებდა. მაგიურ ცოდნაში ბაავან ში, ჩვეულებრივ, მწვანეში გამოწყობილი გვხდება.

ბაიანგი — მალაიზიური ვამპირი, რომელიც კატას მოგვაგონებს და ბავშვებზე ნადირობს. შესაძლებელია მისი დამონება და მსახურ დემონად გადაქცევა. ხშირად, ერთი ოჯახის ფარგლებში ბაიანგი რამდენიმე თაობას ემსახურება. თუ მას დაიჭერენ, იგი კვერცხებით იკვებება და თუ საჭმელი შემოაკლდა, პატრონს აუმხედრდება. ასეთი დემონის პატრონს შეუძლია მისი მტრისთვის გაგზავნა. მტერი, როგორც წესი, მალევე გაურკვეველი დაავადების შედეგად გარდაიცვლება. ტრადიციების მიხედვით, ბაიანგი წინასწარ მოჯადოებული მკვდრადშობილი ბავშვის სხეულისგან ჩნდება.

ბაითალი

ბებარლანგები — ფილიპინებში აღმოჩენილი ტომი, რომელის წევრებიც ფსიქიური ვამპირიზმის ფორმებს მიმართავდნენ: მსხვერპლის ენერგიისა და ცოდნის მიღების მიზნით, სვამდნენ მის სისხლს.

ბრაჰმაპარუში — ვამპირი ინდოეთიდან, რომელიც ადამიანებით იკვებება. მსხვერპლთა სისხლს ეს არსება თავის ქალიდან სვამდა, ჭამდა თავის ტვინს და ბოლოს, მსხვერპლის შიგნეულობაში გახვეული, რიტუალურ ცეკვას ასრულებდა.

ბრუშა — ქალი-ვამპირი პორტუგალიიდან. ბრუშა ვამპირის სახეს, როგორც წესი, ჯადოქრობის საშუალებით იღებს. ღამ-ღამობით თავის სახლს ფრინველის ფორმაში ტოვებს. ყველაზე ხშირად იგი გადაღლილ, გზააბნეულ მოგზაურებს ესხმის თავს. გადმოცემის თანამად, დილაობით ის ლამაზი ქალის სახით გვევლინება და ჩვეულებრივ, ადამიანურ ცხოვრებას ეწევა; უყვარს ბავშვები, რომლებიც საბოლოო ჯამში მის მსხვერპლებად იქცევიან. მისი მოკვლა შეუძლებელია.

ბჰუტა — ვამპირი ინდოეთიდან, რომელიც, როგორც წესი, ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის საფუძველზე ჩნდება. ბჰუტებს გადაეყრებიან ხოლმე სასაფლაოებზე ან ბნელ, უკაცრიელ ადგილებზე. ასეთი არსების თავდასხმა, ხშირ შემთვევაში, სერიოზული დაავადებით ან სიკვდილით მთავრდება.

გაიალი — ინდოეთი

დანაგი — ვამპირი ფილიპინებიდან, რომელსაც უკავშირდება კუნძულებზე მცენარე ტაროს გახარება მრავალი წლის წინ. ისტორიულად, დანაგი ადამიანებთან თანამშრომლობდა, მაგრამ მათი მეგობრობა დასრულდა მაშინ, როცა ქალმა თითი გაიჭრა და დანაგმა ჭრილობა მოუწოვა; ამ დროს კი მას ისე მოეწონა გემო, რომ „მსხვერპლს“ სისხლი სულ გამოაცალა.

ჯარეგ-დუე — საზარელი ქალი-არსება ირლანდიიდან, რომლის სახელიც “სისხლის წითელ მწოველს” ნიშნავს. ვამპირის ეს ნაირსახეობა, რომელსაც კელტების ხანას უკავშირებენ, დღემდე თავზარს სცემს ადგილობრივ მოსახლეობას. ასეთი არსების სავარაუდო ადგილსამყოფელის გაუვნებელყოფის ერთადერთი საშუალებაა, საფლავზე ქვების დახვავება.

დეარგ-დუეს –  შესახებ ყველაზე ცნობილი თქმულებაა ლამაზი ქალის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უოთერფორდშია დაკრძალული, ეკლესიის ეზოში, “წელში მოხრილი ხის” გვერდით. წელიწადში რამდენჯერმე იგი ამოდის საფლავიდან და თავის უნარს იმისთვის იყენებს, რომ ადამიანი შეაცდინოს და შემდეგ – მოკლას.

დოპელზოიგერი (გერმ. Doppelsauger) — გერმანელი ვამპირი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთითაა აღმოჩენილი — ვენდებს შორის (სლავური რასა). გადმოცემის თანახმად, ბავშვი, რომელსაც დედის ძუძუს მოაცილებენ, ვამპირად იქცევა. დოპელზოიგერი ნათესავების მკერდის ხორცსავსე ნაწილებით იკვებება და ამით იხანგრძლივებს სიცოცხლეს.

ეკიმუ

ემპუსა საბერძნეთი (ბერძნ. Εμπουσα) — ქვესკნელის საშინელი დემონი, ჰადესის სისხლისმსმელი ურჩხული, ღამეული ლანდი, ჰეკატეს თანამგზავრი და ხშირად, მისი ორეულიც. აფრთხობდა მგზავრებს, სისხლს სწოვდა და ჭამდა ბავშვებს, მიეკუთხვება ურჩხულთა ისეთ მოდგმას, როგორებიცაა გორგონა, ლამია, აკო, ალფიტო, მორმო და მორმოლიკე. ამ წყვდიადის საფრთხობელებს ზოგადად მორმოლიკებს ეძახდნენ. ემპუსას გამოხატავდნენ ვირისფეხებიან მშვენიერ ქალად, რომელიც ბავშვს ჭამს ან შეყვარებულს ახრჩობს. მას შეუძლია იქცეს ნებისმიერ არსებად, ხან ვირია, ხან ჯორი, ტურა, ქალი და ა.შ.

ერეტიკა — რუსეთი

ესტრიე — ისრაელი

ვლოკოსლაკი

ვოლკოლაკი

ვრაკოლაკი

ვრიკოლაკასი

ვრიკოლატიოსი

ვურდალაკი

ზმეუ

იმპუნდულუ — დასავლეთი აფრიკა

ინკუბუსი

იუსტრელი

კათაკანო

კაშა — იაპონია

კოზლაკი — დალმატია, ხორვატია

კრვოპიაცი — ბულგარეთი

კუან-ში — ჩინეთი

ლამია — ლიბია

ლანგსუირი — მალაიზია

ლინჰაუმ-ში — ირლანდია

ლობიშომენი — ბრაზილია

ლუგარუ — დასავლეთი ინდოეთი

ლუგატი — ალბანეთი

მარა

მასანი

მაქცია

მორმო — საბერძნეთი

მოროიი — რუმინეთი

მურონი — რუმინეთი

ნახზეერი

ნელაფსი

ნოინტოტერი

ნოსფერატუ

ობაიფო

ოხინი — პოლონეთი

პაკუ პატი — ინდოეთი

პელესიტი — მალაიზია

პენანგალანი — მალაიზია

პიიავიცა

პისაჩა — ინდოეთი

პოლოგი — მალაიზია

ჟარაკაკასი — ბრაზილია

რაკშასა — ინდოეთი

რამანგა

სტრეგონი ბენეფიჩი

სტრიგი

სტრიგოიი — რუმინეთი

სუკუბუსი

ტალამაური

ტლაკიკესი

უბორი

უპიერჩი

უპირი

უტუკუ

ჩან ში — ჩინეთი

ჩივატატეო

ჩორდევა

ჩურელი — ინდოეთი

ჯიგარხვარი — ინდოეთი

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to მითიური და ფოლკლორული ვამპირების სია

  1. colonel ამბობს:

    ჩემი მეზობელი ზოია რატო არ არის ნახსენებიიიიი

    Like

  2. irakli ამბობს:

    au qartveli vampirebi rato ar arian

    Like

  3. kate_alukard ამბობს:

    გაბრიელ რა ამბიციური ხარ :D:D:D:D

    Like

  4. გაბრიელ ამბობს:

    ჩემს სახელს ვერ ვხედავ მანდ :D :D ქართველი ვამპი ხომ გვინდა? :D

    Like

  5. kate_alukard ამბობს:

    ჯანო აბა რაააააა :D

    Like

  6. ჯანო ;) ამბობს:

    მდააა. ესენი მართლა არსებობდენ ნეტა??

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s