აგრიპა

აგრიპა – ფაუსტის პროტოტიპი

ერმანელი ასტროლოგი, ექიმი, ალქიმიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი და ოკულტიზმის თეორიტიკოსი ჰენრიხ კორნელიუს აგრიპა 1486 წლის 14 სექტემბერს ქალაქ კიოლნში დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, სავარაუდოდ ის ასტროლოგიითა და ფილოსოფიით ადრეულ ასაკიდანვე დაინტერესდა.
იგი პირველად ოცი წლის ასაკში პარიზში გამოჩნდა, სადაც შარლ დე ბოველთან, სიმფორიან შამპესთან, ჟერმენ დე ჰანესთან და სხვა ფილოსოფ-ჰუმანისტებთან ერთად ეზოთერული მეცნიერებების შესასწავლი საზოგადოება დააარსა. აგრიპა მრავალმხრივ განათლებული პიროვნება იყო, რის გამოც 1510 წელს “წმინდა რომის იმპერიის” იმპერატორ მაქსიმილიან I-ის მდივანი გახდა (თუმცა მანამდე ის არმიის ჯარისკაცი გახლდათ და ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის მეფე აგრიპა ბრძოლის ველზე დააჯილდოვა).
მალე ის ინგლისში დიპლომატიური მისიით გააგზავნეს. ინგლისში ჩასვლიდან რამოდენიმე ხანში მან უარი თქვა დიპლომატიურ სამსახურზე და იტალიაში გაემგზავრა (1511-18 წ.წ.). ინგლისსა და იტალიაში მან დაწერა მისი ყველაზე ცნობილი, სამტომიანი ნაშრომის “ოკულტური ფილოსოფია”, რომელიც მხოლოდ 1533 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე აიკრძალა. ეს ტრაქტატი აერთიანებდა ჰერმესიზმს, ასტროლოგიას, ოკულტიზმსა და ფილოსოფიას.
იტალიაში კიდევ უფრო გაიღრმავა ცოდნა – ძირითადად მედიცინასა და ფილოსოფიაში. იტალიაში აგრიპა რამოდენი ხანი ჰერცოგ სავოს მრჩეველი იყო.
ამ პერიოდისთვის მის პერსონას ევროპის ბევრ ქვეყანაში იცნობდნენ. 1519 წელს მას ექიმად იწვევენ მშობლიურ კიოლნში. აგრიპა გერმანიაში ჩავიდა, თუმცა მალე მას ეკლესიის მსახურებმა ოკულტური ცოდნისა და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი “ოკულტური ფილოსოფიის” გამო ანათემაზე გადასცეს და მისი ნაშრომები ერესად გამოაცხადეს (ამ პერიოდისთვის კოცონზე უკვე დამწვარი იყო იან ჰუსი, ხოლო მოგვიანებით დაწვეს ჯორდანო ბრუნო).
იგი ექიმად მუშაობას ჟენევაში იწყებს, უფრო მოგვიანებით კი, 1524 წელს მიუხედავად აგრიპას სკანდალური პერსონისა, მას საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის დედის სამკურნალოდ იწვევენ. ამ პერიოდში ფრანცისკ I მთელ რიგ ომებს აწარმოებდა, რომლებიც საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა რომელიც ჰაბსბურგებსა (ესპანეთი, გერმიანია) და ვალუა-ბურბონებს შორის მიმდინარეობდა, რამოდენიმე წელი აგრიპა ფრანცისკ I-ის პირადი ასტროლოგი იყო და ბრძოლების დაგეგმარებაში მეფეს დიდ დახმარებას უწევდა.
1528 წლიდან აგრიპა ნიდერლანდების დედოფლის მარგარიტა ავსტრიელის ისტორიოგრაფი და მრჩეველი ხდება. თუმცა მიუხედავად აგრიპას ასეთი ავტორიტეტისა და მისი უნივერსალური, მას დოგმატიკოსთა და ეკლესიის მსახურთა წინააღმდეგობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდა – მისი ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც დედამიწა-მთვარის კავშირს ეხებოდა, სორბონის უნივერისტეტში 1534 წელს საჯაროდ დაწვეს.
აგრიპა პირად ცხოვრებაში არც თუ ბედნიერი იყო, რადგან მას ორი ცოლი გარდაეცვალა, ხოლო მესამე გაეყარა, ბუნებრივია პირადი ცხოვრების ტრაგედიები მის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახა.
მისი სტუდენტების, კონკრეტულად კი იოჰან ვეიერუს ჩანაწერების თანახმად აგრიპა 1535 წლის 18 თებერვალს, ქალაქ გრენობლეში გარდაიცვალა.
აგრიპას სახელი და მისი ნაშრომები მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ერთ-ერთი ვერსიით გოეთემ ფაუსტის პროტიტიპად სწორედ აგრიპას პიროვნება აიღო.
მერი შელი (“ფრაკენშტეინის” ავტორი) თავის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელსაც პროზაული სახელი “მოკვდავი უკვდავი” ეწოდება, წერს, რომ აგრიპას ჰქონდა ალქიმიური ელექსირი, რომლის მიღებით მომაკვდავ ადამიანს საოცარი ენერგია ეძლეოდა და ხშირად ეს ადამიანი ჯანმრთელობას იბრუნებდა.
თავის ერთ-ერთ რომანში აგრიპა მოხსენიებული ჰყავს ჯეიმს ჯოისსაც და “ჰარი პოტერის” ავტორს ჯოანა როულინგს.

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to აგრიპა

  1. ჯანო ;) ამბობს:

    ძალიან საინტერესოა. სააღოლს დერსკ ;)

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s