მითოლოგიური ჰოროსკოპი

 

რომელ ნიშანს განეკუთვნებით მითოლოგიური ჰოროსკოპის მიხედვით?!… =)

 

კენტავრი (8 იანვარი – 12 თებერვალი)

კენტავრი ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენია. Aამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ნებისმიერი ადამიანისათვის ცხოველური არსი ადამიანურზე ძლიერია. ადამიან -კენტავრს უჭირს სიბრაზის, სექსუალური ლტოლვის, შურისა და შიშის კონტროლი. ყოველთვის დამოუკიდებელია. ემოციებით ხელმძღვანელობს და არა – გონებით.


ჰარპია (13 თებერვალი – 18 მარტი)

ეს სასიკვდილობრჭყალებიანი ფრთოსანი არსება შურისძიების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ ადამიან – ჰარპიას ძალიან უჭირს პატიება და წყენის დავიწყება. წლების განმავლობაში შეუძლია ბოღმა და ჯავრი ჩაიგუბოს და შურისძიებაზე იფიქროს. ჰარპიას ყველაზე დიდ სიამოვნებას მტრის უბედურება და წარუმატებლობა ამიჭებს.


პეგასი (19 მარტი – 24 აპრილი)

როგორც ეს ლეგენდარული ფრთოსანი ცხენი, ადამიანი – პეგასიც დანარჩენ ნიშნებზე მაღლა დაფრინავს, ყოველ შემთხვევაში თავად ასე მიიჩნევს.ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამაყები არიან. Gულის სიღრმეში დარწმუნებულები ბრძანდებიან, რომ გაცილებით უკეთესს ხვედრს იმსახურებენ, ვიდრე ბედმა არგუნათ. პეგასები ვერ იტანენ რუტინულ სამუშაოს. მათთვის რომანტიკა უცხოა, რადგან მუდმივად ეჩვენებათ, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთ შეიძლებოდა ყოფილიყო.


ცერბერი (25 აპრილი – 30 მაისი)

ამ ნიშნისთვის ყველაზე შესაფერისი სიმბოლოა სამთავიანი ძაღლი, რომელიც გარდაცვლილთა სამეფოს კარიპჭეს იცავს. ჩერბერი ბოროტია. შეუძლია ნებისმიერი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს მხოლოდ იმიტომ, რომ აწყენინა. თუ ცერბერმა მოახერხა და სიბრაზე მოთოკა, მაშინ საშინელ სტრესში ვარდება, რადგან ემოციებს გულში იკლავს.


სატირა (31 მაისი – 3 ივლისი)

სექსი – აი, ამ ნისნის მამოძრავებელი ძალა. ეს მათ ძალიან კარგად იციან. მამაკაცი – სატირა დიდი მექალთანეა, რომელიც უკან უამრავ დამსხვრეულ გულსა და დანგრეულ ოჯახს ტოვებს. ქალი სატირა – ძირითადად სხვებს უნგრევს ოჯახს და არ ცდილობს თავისუფალი პარტნიორის ძებნას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული თუ მოახერხებს და სექსუალურ სურვილებს მოთოკავს, პატოლოგიურად ითრგუნება და შეიძლება სექსოპათოლოგის დახმარებაც დასჭირდეს.


სირინოზი (4 ივლისი – 10 აგვისტო)

მითოლოგიის მიხედვით, ზღვის ნიმფა, სირინოზი, თავისი ულამაზესი ხმით მეზღვაურებსა და გემებს კლდეებთან იტყუებდა. ცხოვრებაში ადამიანი სირინოზი ასევე მოხერხებულად იყენებს საკუთარ მომხიბვლელობას პირადი გამორჩენისათვის და არაფრად აგდებს სხვათა ინტერესებს. ქალი სირინოზი – (უმრავლეს შემთხვევაში ქერაა), მოჩვენებითი უსუსურობისა და დაუცველობის წყალობით, მშვენივრად ახერხებს მამაკაცებით მანიპულირებას. მამაკაცი სირინოზი – კი იმავე მეთოდით ქალებს იტყუებს ბადეში.


გრიფონი (11 აგვისტო – 15 სექტემბერი)

გრიფონი ნახევრად ლომი ნახევრად არწივია. ძლიერი, მებრძოლი, მრისხანე არსებაა. Aამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც სწორედ ამ თვისბების მატარებელია ფანატიკოსია და აქტიურად იცავს საკუთარ შეხედულებებს. მითების თანახმად, ადამიანი გრიფონები მონაწილეობას იღებდნენ კუდიანებისა და ალქაჯებზე ნადირობაში.


ქიმერა (16 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ეს მითოლოგიური არსება ყველაზე ხშირად თხის, ლომის ან გველის სახეებს იღებს. ღოგორც ქიმერა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებიც ფარისევლები არიან და ყოველთვის იმ ნიღაბს იკეთებენ, რომელსაც კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს.


სფინქსი (23 ოქტომბერი – 30 ნოემბერი)

ცივი, ანგარებიანი და ცბიერი სფინქსი მორიდებულად ცდილობს სხვათა მოტყუებას. თუ მოხერხა და ცოტა ფული დაზოგა, ეს მას უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან მატერიალური კეთილდღეობისადმი ძლიერი ლტოლვა ამ ნიშნის ძირითადი მახასიათებელია.


მინოტავრი (1 დეკემბერი – 7 იანვარი)

ადამიანი ხარის თავით. მინოტავრი საკუთარი ცხოველური არსის ტყვეა. დამოუკიდებელი კენტავრისაგან გასხვავებით, ის ყოველთვის დამოკიდებულია, რაღაცის ნაწილია და არა ლიდერი. დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. ამიტომ ურჩევნია სხვის ნება-სურვილს დაყვეს და მავანის მითითებებით იმოქმედოს, თუმცა ყოველივე მის ცხოველურ ინსტინქტს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to მითოლოგიური ჰოროსკოპი

  1. ANA ** says:

    kentavri var vai vai ,

    Like

  2. giregi says:

    sirinozivar :D:D:D:D:D
    aee fiuu :D

    Like

  3. zorbegi says:

    I’m Fuckin Cerberus

    Like

  4. sofia says:

    ai es martla sisulelea…horoskopebs seriozulad vakvirdebi, da mjera kidec, magram mitologiuri horoskopi sashineleba yopila, sakutari tavis shemeshinda, da tanac sul ar sheepereba chems tipajs

    Like

  5. ana :)) says:

    ჰარპია var :D

    Like

  6. keti says:

    hoiii gmertebo mirchiet vinmem kai sexsopatologi winaswar sheviaragde rata shemfgom satiruli arseboba shevwyvito hoi da hoii

    Like

  7. sophooo says:

    :D:D:D:D satira var jajajajajajaja, vai vai =))

    Like

  8. Annie** says:

    ვაი.. ჰარპია :|

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s