რეინკარნაცია, კლინიკური სიკვდილი

მიუხედავად იმისა,რომ არსებობს უამრავი დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ადამიანს ახსოვს თავისი თავი წინა ცხოვრებაში ზოგიერთს კი კლინიკური სიკვდილი ”გამოუვლია” მაინც არ არის ერთიანი აზრი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაზე. მეცნიერება კი დღემდე აგრძელებს მუშაობას ამ თემაზე ეცნობა უამრავ საინტერესო “შემთხვევას” და ცდილობს მეცნიერულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით უფრო და უფრო ახლოს მივიდეს ჭეშმარიტებასთან.

რეანიმატოლოგია – მეცნიერება ორგანიზმის გაცოცხლების შესახებ.სწავლობს შეგრძნებებს, რაც ადამიანებმა კლინიკური სიკვდილის გადატანისას განიცადეს. ექიმ – რეანიმოატოლოგები ასეთი “სიკვდილის “ არსებობას ტერმინალური მდგომარეობით ხსნიან, რაც წინა აგონიიის და აგონიის სტადიებს მოიცავს.

დღესდღეითობით არსებობს მრავალი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ტვინის კვდომასა და გაცოცხლებას ეხება. ეს პროცესები ხშირად თან ახლავს ზოგიერთ მოვლენას,რომლის არსი ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი (“ხილვა”, ჰალუცინაცია) ამ იდუმალებით მოცულ მდგომარეობაში “შესული” ადამიანები სხვადასხვანაირად ყვებიან განცდილის შესახებ, თუმცა, მათი შეგრძნებები ერთმანეთს ემთხვევა. “სიკვდილის” დროს თითქმის ყველა მათგანს ესმის არასასიამოვნო ხმა, ხმამაღალი ზარი . შემდეგ ისინი სვლას განაგრძობენ ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე ელოდებათ. ხვდებიან უკვე გარდაცვლილ ნათესავებს და მეგობრებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობენ, რომ არ იმყოფებიან საკუთარ სხეულში. ეუფლებათ ნეტარების გრძნობა და სიხარული სხეულიდან გამოსვლის გამო.

სიმპტომები,რომლებიც თან ახლავს კლინიკურ სიკვდილს:
– სიტყვების გამოთქმის უუნარობა.
– მოსმენის უნარის შენარჩუნება.
– სიმშვიდის ან შიშის(თვითმკვლელობის შემთხვევაში) შეგრძნება.
– სხვადსხვა ინტენსივობით ხმაურის შეგრძნება.
– ბნელ გვირაბში, სიცარიელეში გადასვლა.
– “სხეულიდან გამოსვლა”-სხვა განზომილებაში გადანაცვლება.
– შეხვედრა უკვე გარდაცვლილ ადამიანებთან, “გაცისკროვნებულ სულთან”, ანგელოზთან.
– განვლილი ცხოვრების ფრაგმენტული ხილვა.
– მიახლოება “უცნობ” ზღვართან.
– დაბრუნების სურვილის არქონა.

სოფელ კფარ რამიში მცხოვრებმა 7 წლის არაბმა გოგონამ, დიანა ფარუკმა ერთ ღამეს ძილში ივრითულ ენაზე დაიწყო ლაპარაკი. საკვირველი ის არის, რომ გოგონა დაბადებიდან ამ ფაქტამდე არ გასცილებია სოფელს, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. სოფელში კი არცერთი ებრაული ოჯახი არ იყო. საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს ენა?. . . გაირკვა რომ დიანა სიზმარში დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა, რომ მას იაელ ბენ-იაირი ერქვა, რომ ოდესღაც იგი მშობლებთან ერთად თელავივში ცხოვრობდა და რომ რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დიანას მშობლების თხოვნით პოლიციამ დოკუმენტები მოიძია. გაირკვა, რომ გოგონა ასეთი სახელით სამი წლის წინ დედმამასთან ერთად მართლაც დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
დიანამ მშობლებს სთხოვა ებრაული წეს-ჩვეულებების მიხედვით შაბათობით სანთლების დანთება იგი ყვებოდა თელავივზე თავის სახლზე დამ მამაზე – ელ-ალზე. როცა 10 წელი შეუსრულდა, დიანამ გადაწყვიტა თავისი წარსული ცხოვრების კვალს გაჰყოლოდა და სახლიდან გაიქცა. თელავივამდე მიაღწია. დახმარების გარეშე მონახა თავისი ქუჩა, სახლი, თუმცა იქ უკვე ცხოვრობდნენ სხვები, რომლებმაც ძველ მოსახლეზე არაფერი იცოდნენ.

“მე კი ასე დავინახე ყველაფერი: ვხედავდი ჩემს თავს ზემოდან. მესმოდა ადამიანების ხმებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე მოვკვდი. მე კი საერთოდ არ მეშინოდა, პირიქით ძალზე მშვიდი და მხიარული ვიყავი. ვიცოდი, რომ ის რაც ჩემში ხდებოდა იყო რაღაცის დასაწყისი, რომლის არსი ჯერჯერობით არ უნდა მცოდნოდა. მაგრამ ვიცოდი რომ ეს არ იყო “არყოფნა”. ვწუხდი, რომ აქამდე მეშინოდა სიკვდილის. მინდოდა მეყვირა ხმამაღლა: – “ადამიანებო, ნუ გეშინიათ სიკვდილის. სიკვდილი სულაც არ არის რაც თქვენ გგონიათ. ვგრძნობდი რომეს რაღაცის დასაწყისი იყო და არა დასასრული. შემდეგ შევედი უზარმაზარ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე დავინახე და იქ მელოდებოდა”. . .

აქ უკვე აზრი იყოფა – ქრისტიანები ამბობენ რომ ეს იესო იყო, იუდეველები ამტკიცებენ რომ მესიას შეხვდნენ, ათეისტებისთვის კი მას “სიკეთე”, “სიხარული” ან “ზეარსება” ერქვა. . .

უკან, სიცოცხლისკენ ის აბრუნებდა, ვინც მათ გვირაბის ბოლოში, კაშკაშა სინათლეში შეხვდა მთხრობელელთაგან ამ სინათლის იქეთ “შესვლა” კი ვერც ერთმა ვერ შეძლო. ზოგიერთი მათგანი იმასაც იხსენებს, რომ “მას” გაესაუბრა და თხოვა უკანვე დაებრუნებინა შვილებთან და ნათესავებთან. თუმცა კლინიკური სიკვდილის ყველა “მსხვერპლი“ დიდ მწუხარებას გამოთქვამდა უკან, სიცოცხლეში დაბრუნების გამო.
დღეს ასეთი ადამიანები შეიძლება ჩვენს გარშემოც მოიძებნონ. ისინი შეიძლება სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ. საერთო კი ერთი აქვთ – მათ აღარ ეშინიათ სიკვდილის!!!

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to რეინკარნაცია, კლინიკური სიკვდილი

  1. jemali ამბობს:

    გაბრიელ მისმინე

    ქრისტე რომ ეკითხება მოციქულებს, ვინ ვგონივარ ხალხსო, მოციქულები პასუხობენ ზოგს ელია ჰგონიხარო, ზოგს იერემია და ზოგს სხვა წინასწარმეტყველიო

    დავუშვათ რომ ელია მართლაც გაფრინდა ცაში, თუ ებრაელებს არ სწამდათ რეინკარნაციის, მაშინ რატომ ეგონათ ქრისტე იერემია? მაშინ როდესად იერემია დიდი ხნის მკვდარი იყო

    აბა დაფიქრდი

    Like

  2. marina ამბობს:

    მომწონს ამ თემებზე საუბარი და ლ;იტერატურის კითხვა,ფრიად საინტერესოა, თუმცა ბოლომდე არ მჯერა. ისე , კლინიკური სიკვდილი არ განმიცდია,მაგრამ სიზმარი მაქვს ნანახი,სადაც ნამდვილად იყო მწვანე წალკოტი. ვიცოდი რომ სასაფლაოზე ვიყავი, ვნახე გარდაცვლილი ახლო ბიძაშვილი და უცხო ადამიანები, ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ამიხსნა რომ იქ ყველა და-ძმასავით ცხოვრობს. საფლავიდან, რომელიც რკინის გისოსებით არის შემოფარგლული, გამოდიოდნენ დაბრკოლების გარეშე. ამას დღემდის ვერ ვხსნი!!??

    Like

  3. CreaTive ამბობს:

    მე ვიცნობ ადამიანს, რომელმაც კლინიკური სიკვდილი განიცადა :P და მოსმენილი მაქ მისი ამბები :P + ამას ორჯერ განიცადა კლინიკური სიკვდილი :დ ერთხელ მეც განვიცადო რა იქნება

    Like

  4. kate_alukard ამბობს:

    ისე მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის :) ისე რეინკანნაციის არ მჯერა მაგრამ ეს იმას არ ნისჰნავს რომ საინტერესო არაა :P:P

    Like

  5. kate_alukard ამბობს:

    გაბრიელ შენი კომენტარი ფაქტიურად ახალი პოსტია :D:D:D

    Like

  6. გაბრიელ ამბობს:

    რაც შეეხება რეინკარნაციას,უაზრო დასკვნები რომ არ გავაკეთოთ:
    აცნობიერებს თუ არა ადამიანი საკუთარი სულის უკვდავებას, გულის სიღრმეში ის ხვდება, რომ სულის არსებობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მიწიერი ცხოვრების მოკლე სარბიელით. ჭეშმარიტებას განშორებული ადამიანი ცდილობს სულის სიღრმიდან მომოვალი ეს ხმა შემოსოს კაცობრივი ბრძნობით თუ ეშმაკისეული შეგონებით შექმნილ ფილოსოფიურ ცრუსარწმუნოებრივ შეხედულებში. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა არის რეინკარნაციის, ანუ მეტაფსიქოზის იდეა. ამ იდეის თანახმად ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ გადადის მიწიერი ცხოვრების სხვა ფორმაში – კვლავ იბადება ადამიანად, ცხოველად, მცენარედ, – იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვლო მან წინანდელი ცხოვრება, როგორ მიუახლოვდა სრულყოფილებას. მსგავს შეხედულებებს მიმდევრები ჰყავს როგორც ფილოსოფიაში (პითაგორა), ასევე სხვადასხვა რელიგიაში. რეინკარნაციას აღიარებს ინდუიზმი, ისლამის ცალკეული განშტოება (ალავიტები), თალმუდიზმის ზოგიერთი წარმომადგენელი, კაბალა. რეინკარნაციის მსგავსი იდეა არის ბუდიზმში, ოღონდ იქ საუბარია არ ადამიანის სულზე, რომელსაც ბუდიზმი არ ცნობს, არამედ ცნობიერებაზე. აქვს თუ არა მეტაფსიქოზს რამე საერთო ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან?

    წმიდა წერილში არსად არ არის მინიშნება რეინკარნაციის შესაძლებლობაზე. ბიბლიის თანახმად, ადამიანის ცხოვრება უნიკალურია, არ მეორდება. მიწიერი ცხოვრების შემდეგ კი მას ელოდება მისაგებელი გატარებული ცხოვრების და სულის მდგომარეობის შესაბამისად. რეინკარნაციის იდეა უაზრობად წარმოაჩენს სასუფევლის და ჯოჯოხეთის არსებობას. მართლაც, თუ ადამიანს ძალუძს ისევ და ისევ დაბრუნება სხვა სახით და აქვს მუდმივი შესაძლებლობა გახდეს უფრო სრულყოფილი, მაშ ვინ იმკვიდრებს ჯოჯოხეთს? რისგან გვიხსნა უფალმა, თუ ჩვენ თვითონვე შეგვეძლო გამოგვესყიდა წინა ცხოვრების ცოდვები შემდეგ ცხოვრებებში? ან როდის უნდა მოხდეს ნაწინასწარმეტყველები აღსასრული სოფლისა?

    მავანს უჭირს გაგება იმისა, რატომ იტანჯებიან ერთის შეხედვით უცოდველი ადამიანები, ბავშვები, და ამის ახსნას წინანდელ ცხოვრების ცოდვილობაში ეძებს.

    ზოგიერთი ცდილობს დაინახოს მეტაფსიქოზის მოვლენის მტკიცებულობა წმიდა წერილში. ყველაზე ხშირად არგუმენტებად გვესმის წმიდა იოანე ნათლისმცემელზე თქმული მაცხოვრის სიტყვები: „და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს“ (მთ. 11,14) და „გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა“ (მთ. 17,12). ცნობილია, რომ უფლის დიდებით მოსვლას წინ უძღვის ელია წინასწამეტყველის მოსვლა. მაგრამ ეს დიდებით მოსვლას. ხოლო განკაცების ჟამს წინამორბედის ფუნქციას აღასრულებდა იოანე ნათლისმცემელი. ამაზე მიუთითა ანგელოზმა მართალ ზაქარიას, როცა ბრძანა: „და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული“ (ლკ. 1.17). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელია წინასწარმეტყველი ცოცხლად იქნა აღტაცებული ზეცად, რეინკარნაცია კი ერთი სიცოცხლის შემდეგ მერორეში გარდასვლას გულისხმობს, და არა ერთი სულის მიერ ორის სხეულის ერთდროულად ფლობას.

    მეტაფსიქოზის იდეა იმდენად უცხოა ქრისტეანობისათვის, რომ წმიდა მამები ამ თემაზე არ წერდნენ საგანგებო შრომებს. მასზე საუბარი უფრო ბოლო დროის ინტელიგენციის ფენაში აღიძრა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან დიდი ნაწილი მიწიერ მეცნიერებებში განსწავლული, მაგრამ ქრისტესაგან განდგომილი ადამიანებისა მოიხიბლა ინდუიზმით, ბუდიზმით და ოკულტიზმით. საქართველოში ამ იდეის გავრცელებას ხელი შეუწყო შტაინერის მოძღვრების გავრცელებამაც.

    ასე, რომ რეინკარნაციას არაფერი აქვს საერთო ბიბლიისეულ ჭეშმარიტებასთან. მეტიც, ეწინააღმდეგება მიწიერი ცხოვრების არსის
    წყარო:http://www.orthodoxy.ge

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s