13 – ცრურწმენა?!

 

საინტერესოა, არსებობს თუ არა დედამიწაზე ადამიანი, რომელიც 13 რიცხვში დაიბადა, ცხოვრობს #13 სახლში, 13-ე სართულზე და წელს 13 წელი შეუსრულდა? შეიძლება 6 მილიარდიან დედამიწაზე მართლაც არსებობდეს, მაგრამ ნეტა მართლაც ყველაზე დათარსულია თუ არა ის?!

რიცხვი 12 ჰარმონიის სიმბოლოა. აი, 13-ის მიმართ ადამიანებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ტრისკაიდეკაფობია – რიცხვი 13-ის შიში – საკმაოდ გავრცელებულია დედამიწაზე. ბევრ ქვეყანაში ადამიანები ცდილობენ რიცხვ 13-ს “გაექცნენ”. მაგალითად, ა.შ.შ. –ში არ არსებობს #13 ავტობუსები, საფრანგეთში კი
#13 სახლს ვერ ნახავთ, ზოგიერთ თვითფრინავში 12-ე სავარძელს პირდაპირ 14ე მოჰყვება. ამერიკულ ცათამბჯენებში 12-ე სართულს 14-ემოსდევს. (თუმცა ამან ტყუპები მაინც ვერ იხსნა კატასტროფისგან.) ბევრ სასტუმროში არ არსებობს მე-13 სართული და ნომერი. საინტერესიოა რატომ?!

 

მაიას ტომებსა და აცტეკებისათვის 13 წმინდა რიცხვი იყო და ცუდს არ მოასწავლებდა. მათი მითოლოგიის მიხედვით, ცა 13 ნაწილად იყოფოდა და თითოეულს თავისი ღმერთი ჰყავდა. სამხრეთ ამერიკელების უძველეს კალენდარში 13 კვირიანი თვე არსებობდა.
რიცხვ 13-ის სიმბოლო ბევრ ერთდოლარიან კუპიურაზეცაა. ოფიციალურად ითვლება, რომ ეს თავდაპირველად გაერთიანებული 13 შტატის ამსახველია.
1970 წელილ აპრილში ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა “აპოლონ 13”-მა სტარტი აიღო 13სთ-სა და 13წთ-ზე და სანამ მთვარემდე მიაღწევდა, მის კაბინაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. Eს მოხდა 13 აპრილს. ასტრონავტები იძულებულები გახდნენ შეეწყვიტათ ექსპედიცია.
ბრიტანელი მეცნიერების აზრით 13 რიცხვში ე.წ. “შავ პარასკევს” 52% – ით იზრდება ავტო ან ავიაკატასტროფებში მოხვედრილ ადამიანებთა რიცხვი. ფულის ყადრის მცოდნე ამერიკელებმა კი, 13 რიცხვი კომერციის საფუძვლად აქციეს: ნიუ-იორკელ ცრუმორწმუნეთა საზოგადოება, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, გვთავაზობს კალენდარს, რომელშიც რიცხვი 13 ამოღებულია, პარასკევის და 13ის ნაცვლად, შეტანილია ორი 12 რიცხვი და ორი ხუთშაბათი. მ საზოგადოებაში გაწევრიანება შეუძლია ყველა ადამიანს, რომლის ცხოვრებაც 13 უკავშირდება., – მაგალითად, მათ, ვინც 13 რიცხვში დაიბადა. sაზოგადოების პრეზიდენტად მიიჩნევენ გამოჩენილ გერმანელ კომპოზიტორს რიჰარდ ვაგნერს, რომელიც 1813 წელს დაიბადა, 13 წლისამ დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, დაწერა 13 ოპერა; მისი სახელი და გვარი კი ლათინური ტრანსკრიფციით 13 ასოს შეიცავს.

საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო, სხვათაშორის 13-ე, 13 რიცხვ ბედნიერ რიცხვად თვლიდა. ის ანა ავსტრიელზე მაშინ დაქორწინდა როცა ის 13 წლის იყო.
ანტიკურ საბერძნეთში ბრძენკაცები ხალხს ურჩევდნენ, რომ თესვა 13 რიცხვში არ დაეწყოთ.
ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთში დღემდე 13 აღიქმება ჩაკეტილ ასტროლოგიურ სისტემაში (რომელიც 12 ზოდიაქოსგან შედგება) შეჭრად. ამდენად, 13 სიკვდილის რიცხვად ითვლება.
ძველად მიაჩნდათ, რომ პირველი ადამიანი რომელიც ცამეტკაციანი სუფრიდან წამოდგებოდა, უახლოეს ერთ წელიწადში გარდაიცვლებოდა.
13 განსაკუთრებით უიღბლოდ ითვლება თუ ის პარასკევს ემთხვევა, დღე როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

 

ბოლოს კი კიდევ ერთი ისტორია რაზეც მე ბევრი ვიცინე: ბერლინელი ტაქსის მძღოლი ადოლფ აკერმანი 3 თვის განმავლობაში 3ჯერ მოხვდა ავარიაში. შამივეჯერ 13 რიცხვში. Mან გადაწყვიტა, მომდევნო თვეის 13-ში ლოგინიდან ცხვირი არ გამოეყო. შწორედ ლოგინში კოტრიალობდა, როცა ქუჩიდან ძლიერი გრუხუნის ხმა შემოესმა; ფანჯარასთან მიირბინა და დაინახა თავისი ავტომობილი, რომელსაც სატვირთო მანქანამ გადაუარა.
სტატისტიკურად დამტკიცებულია რომ 13 რიცხვთან დაკავშირებული უბედური და ბედნიერი შემთხვევების თანაფარდობა ისეთივეა, როგორიც დანარჩანი რიცხვების შემთხვევაში. Aსე რომ მშვიდათ იყავით და გახსოვდეთ ამერიკელი მსახიობის, გრუჩო მარქსის სიტყვები: “13 ადამიანი სუფრასთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია ცუდი, თუ მხოლოდ 12 კატლეტი მოამზადეთ”.

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , . Bookmark the permalink.

12 Responses to 13 – ცრურწმენა?!

  1. nika says:

    არაა 13 ცუდი რიცხვი ნახეთ ცა მეტი ასე ვქენი :D

    Like

  2. salita says:

    piradad chemtvis ar aris 13 tarsi ricxvi. cgamocdaze ramdenjerme 13 nomrad viyaii da warmatebit chavabare. da ara mxolod gamocda. sadac ki 13 ricxvi urevia yvelaferii warmatebiit sruldeba. ase rom sashishi araferia. tumca individualuria yvelaferi ;)

    Like

  3. QeQo says:

    13 Chemi sayvareli ricxvia da tattoos gaketebasac vapireb axlo momavalshi )

    Like

  4. მე ვცხოვრობ #13 სახლში და ყველა განსაკუთრებული დღე მაინცდამაინც 13–ით მითარიღდება))

    Like

  5. Marr says:

    სულაც არაა 13 თარსი. ჩემთვის იღბლიანიც კი არის

    Like

  6. სოფო says:

    არც ჩემთვის არის რიცხვი 13 ცუდის მომტანი პირიქით 13 რიცხვში დავიბადე და მგონი ეს უკვე მეტყველებს რომ ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა და ისე არც რიცხვი 7-ს იღბლიანობის მჯერა და არც 666-ს ეშმაკეულობის ეგ ყველაფერი ადამიანების მოგონილია რომ ერთფეროვანი ცხოვრება უფრო იდუმალი და საინტერესო გახადონ…
    რაც უფრო გჯერა მით უფრო ცუდი გეჩვენება ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტია.

    Like

    • კი ცამდე მართალი ხარ : ))) ადამიანები თვიტონ ვანიჭებთ მნისვნელობას ციფრებს თორე რიცხვი უბრალოდ რიცხვია და სხვა არაფერი : )))

      Like

  7. 13 says:

    ra tarsi karegit ra chemi usayvarlesi ricxvia da cudi arasdros moutania chemi azrit crurwmenaa

    Like

  8. ♥ Malvina ♥ says:

    საინტერესოა… ამ თემასთან ბევრჯერ მქონია შეხება და მიზეზს მაინც ვერ ვიგებ, რატომ მაინცდამაინც 13 ?! და არა 9,16,24 …..

    რაც შეეხება თვითონ 13 რიცხვს, მგონია რო არანაირად ტარსი არ არის, უფროსწორად ნაწილობრივ არის ზოგისთვის და ზოგისთვის არა, ეხლა რომ წავიკიტხე შემთხვევები დავრწმუნდი რომ ზოგისთის მართლა ყოფილა ცუდი მომტანი ! ჩემთვის არა, პირიქით ჩემს საყვარელ რიცხვს ვუწოდებ და ხშირად კარგი მოაქვს ხოლმე : D

    ალბათ უფრო ინდივიდუალურია…. სხვა რა დავარქვა არვიცი !! :)

    Like

    • ჩემი აზრით ადამიანებს წამთ იმის რისიც უნდა რომ სწამდეთ … ეგრე ნებისმიერი რიცხვისთვის შეეძლოთ იგივე მნიშვნელობის მინიჭება…

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s