ნიკოლას ფლამელი
ნიკოლას ფლამელი 1330 წელს დაიბადა საფრანგეთში. ის პარიზში, წიგნების მაღაზიაში მუშაობდა. ერთ დღეს მაღაზიაში მარტო იყო. უცნობმა მას ძველი წიგნი შესთავაზა. უთხრა რომ წიგნს მხოლოდ იმიტომ ელეოდა, რომ ფული ჭირდებოდა. წიგნი ორ ფლორინად იყიდა.
წიგნი იყო ტყავგადაკრული, სპილენძის ყდაში ჩასმული.
სპილენძის ყდაზე დიაგრამები და ნიშნები იყო ამოკვეთილი. რამდენიმე ფრაზა მან ბერძნულს მიამსგავსა. ამ წიგნს ფურცლებიც უჩვეულო ჰქონდა, პერგამენტისა კი არა თითქოს ხის იყო.
პირველი გვერდიდან ფლამელმა შეიტყო, რომ წიგნის ავტორი ვინმე ებრაელი აბრაამი იყო. იგი თავს “პინცს, მოძღვარს, ლევიტელს, ასტროლოგსა და ფილოსოფოსს” უწოდებდა. მას ინტუიციამ უკარნახა, რომ ეს ჩვეულებრივი წიგნი არ იყო, მაგრამ ვერაფერი გაუგო. წიგნში მრავალი სიმბოლო იყო, რომელთაც იმხანად ალქიმიკოსები იყენებდნენ. მის არსში ჩაწვდომას 21 წელი მოანდომა.
ამბობენ, რომ მან ალქიმიკოსების დიდი ხნის ოცნება აასრულა და ნებისმიერი ლითონის ოქროდ ქცევის საიდუმლოს მიაგნო. ეს ეს ყველაფერი ფილოსოფიური ქვის დახმარებით გააკეთა.
ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, იგი 85 წლისა გარდაიცვალა, იმ ხანად ეს სერიოზული ასაკი იყო, რომელსაც ერთეულები აღწევდნენ. მაშ შემდეგ მისი სახლი ბევრჯერ გაჩხრიკეს, ფილოსოფიურ ქვას ეძებდნენ მაგრამ ვერ აღმოაჩინეს. იდუმალი წიგნი უკვალოდ გაქრა.
ლუი მეცამეტის მეფობისას გაირკვა, რომ ის წიგნი მემკვიდრეობით ფლამელის ნათესავს ერგო, ვინმე დუბოის. მასვე დარჩა ფილოსოფიური ქვის მცირეოდენი ფხვნილი. იმასაც ამბობენ, თითქოს მან მეფის თანდასწრებით რკინის ოქროდ გადაქცევა შეძლო. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ფილოსოფიურმა ქვამ ყოვლისშემძლე კარდინალ რიშელიეს ყურადღება მიიქცია. მან გადაწყვიტა, ქვია მოქმედება თვითონვე გამოეცადა, დუბოის მცირეოდენი ფხვნილი კი ჰქონდა, მაგრამ წიგნის წაკითხვა არ შეძლო, ამიტომ ფლამელის საიდუმლოებები ვერ გაიგო. ბოლოს ის წიგნი კარდინალმა მიისაკუთრა და ლაბორატორია მოაწყო. იქ მალე ცდები დაიწყო, მაგრამ ვერც ოქრო მიიღო და ვერც უკვდავება. მას შემდეგ წიგნის კვალი საბოლოოდ გაქრა.
საფრანგეთის შემდგომმა მეფემ არქეოლოგი პოლ ლუკასი საიდუმლო მისიით ექსპედიციაში გაგზავნა. თურქეთის ერთ სოფელში ლუკასი მოხუც ფილოსოფოს გადააწყდა. მან უთხრა, რომ ფილოსოფიური ქვის საიდუმლო მხოლოდ ერთმა ბერძენმა იცოდა, მაგრამ არავის უმხელდა. მან ასეული კი არა, ათასი წელიც კი იცოცხლა. მოხუცმა მას იმ იდუმალ წიგნზე და ფლამელის გასაოცარ თავგადასავალზე უამბო. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ იგი ირწმუნებოდა, ფლამელი და მისი ცოლი ცოცხლები არიან, ინდოეთში ცხოვრობენ და მათი დასაფლავებიის ცერემონიალი ბლეფი იყოო.
ზოგადი ცნობები.
- ფილოსოფიური ქვა – ალქიმია უძველესი დროიდან მოყოლებული დაინტერესებული იყო ფილოსოფიური ქვის შექმნით. ეს მითიური სუბსტანცია განსაცვიფრებელი ძალიასაა, იგი ნებისმიერ ლითონს გარდაქმნის ოქროდ, ამას გარდა, შეუძლია წარმოქმნას სიცოცხლის ელექსირი რაც უკვდავებას ანიჭებს მის დამლევს.
- ფოსფორი შემთხვევით აღმოაჩინა 12ე საუკუნეში რობერტ ბიოლმა, შარდში როცა ის ეძებდა ფილოსოფიურ ქვას :))
- ჰერმენტული ვერცხლისწყალი – ალქიმიკოსები იყენებდნენ ოქროს დასამზადებლად. “ჰერმენტული ვერცხლისწყალი” შეარქვეს ალქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ლეგენდარული ჰერმეს ტრიმეგისტის პატივსაცემად.
- იუდეველი მარიამი – ძვ. წ. 3ე საუკუნე. პირველი ალქიმიკოსი ქალი.
- ალქიმიური ლაბორატორიები
ხო ეს მითია თუ ლეგენდა, მაგრამ გჯერა თუ არ გჯერა, ის საინტერესო და მიმზიდველი ისტორია, რომელიც უფრო საინტერესოს, მიმზიდველს, შეიძლება სახალისოს ხდის წიგნებს და ჯოგჯერ ცხოვრებასაც!
LikeLike
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ ბატონო : )))))
LikeLike
იქნებ გვინდა რომ გვჯეროდეს ეგ წიგნები ჩვენც გვაქვს წაკითხული :D მართლა კარგად არის დაწერილი. თან ასეთი ისტორიები მკითხველს იზიდავს.ჩვენც ვყვებით, ვკითხულობთ,სასიამოვნოდ წასაკითხი და აღსაქმელია,როცა ამბობენ ვიღაცამ აღმოაჩინა ისეც არ მჯერა ცოცხით გაფრენა,რომ მოვისურვო ისე ცუდი არ იქნებოდა :D
LikeLike
იქნებ გვინდა რომ გვჯეროდეს ეგ წიგნები ჩვენც გვაქვს წაკითხული :D მართლა კარგად არის დაწერილი. თან ასეთი ისტორიები მკითხველს იზიდავს.ჩვენც ვყვებით, ვკითხულობთ,სასიამოვნოდ წასაკითხია როცა ამბობენ ვიღაცამ აღმოაჩინა ისეც არ მჯერა ცოცხით გაფრენა,რომ მოვისურვო ისე ცუდი არ იქნებოდა :D
LikeLike
რა ფლამელი, რის ფლამელი, ვინმე ნიკოლას ფლამელი მართლაც არსებობდა, მაგრამ ალქიმიას ეწეოდა ის თუ არა, ეგ არავინ არ იცის.. (თან ალქიმია ხომ საერთოდ სისულელეა)
მის შესახებ არანაირი სარწმუნო წყარო არ არსებობს მხოლოდ ძველ ფრანგულ ზღაპარში წერია, რომლის მიხედვითაც ვ. ჰიუგო თავის რომანში “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ამბობს ცოტა რამეს ფლამელის შესახებ, მაგრამ პირველ რიგში ეს მხოლოდ მწერლის ფანტაზიაა, საინტერესოდ არის დაწერილი და ბავშვები იჯერებენ მარტო…
ასევე ფლამელი და მისი ცოლი არიან “ჰარი პოტერის” ერთერთი წიგნის პერსონაჟები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვაბშე მოჩმახული ზღაპარია, ვერც ამას დავუჯერებთ….
ამიტომ ფლამელზე სადმე თუ რამე ინფოს ნახავთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს ან ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, ან კიდევ ამოღებულია ჰიუგოს ან სხვათა წიგნებიდან,
და არ უნდა დაიჯეროთ ეგრევე ყველაფერი, აღარ გამოხვედით ბავშვობის ასაკიდან?????
LikeLike
ashkarad.eh ert or kilo filosofiuri qvis fxvnilze uars ar vityodi.
LikeLike
es yvelaze magari remea rac ukvdavebaze camikitxavs.vampirobasac jobs ukvdavi xar magram xalxis xocva ar gicevs.ukvdaveba xalxis chasikvdilebis gareshe martla magaria.ise harry potter cavikitxe erti monakveti.pirvel nacilshi
LikeLike
ხო ჰუმანური უკვდავებაა : )))
LikeLike
ფილოსოფიური ქვა – ალქიმია უძველესი დროიდან მოყოლებული დაინტერესებული იყო ფილოსოფიური ქვის შექმნით. ეს მითიური სუბსტანცია განსაცვიფრებელი ძალიასაა, იგი ნებისმიერ ლითონს გარდაქმნის ოქროდ, ამას გარდა, შეუძლია წარმოქმნას სიცოცხლის ელექსირი რაც უკვდავებას ანიჭებს მის დამლევს.—-es adgili dzalian mecnoba ragac :) :)
LikeLike
ხო არა?? :D:D:D:D
LikeLike
გამოხმაურება: დებილური აზრები?! =)))))) « kate_alukard-ის დებილური აზრები =)))