ვლად ||| ცეპეშ დრაკული

ეს პოსტი თუ სტატია, რავიცი რაც გინდათ ის დაარქვით, დიდი გულისტკივილით დავწერე. =)) სხვათაშორის ერთი პერიოდი დრაკულაზე წიგნსაც ვწერდი. მოკლედ რეალური ისტორია რუმინეთის პრინცზე.

ვლად ||| ცეპეშ დრაკული დაიბადა პატარა რუმინულ ქალაქ სიგიშოარაში, (რუმ. ვლად DrăKULEA – შეიძლება ითარგმნოს როგორც “დრაკონის ძე) XV საუკუნის დასაწყისში აგებულ სახლში, 1428-1431 წლებს შორის. დანამდვილებით არავინ იცის დაიბადა თუ არა სინამდვილეში ვლად ცეპეში სახლში რომელსაც ‘’დრაკულას სახლი’’ ქვია, სამაგიეროდ, ზუსტად არის ცნობილი, რომ ამ სახლში ერთი პერიოდი ცხოვრობდა მამამისი – ვლად || დრაკული. დრაკულ რუმინულად დრაკონს ნიშნავს. თავადი ვლად || რაინდული ორდენის – ‘’დრაკონის’’ წევრი იყო. ორდენს მიზნად ჰქონდა ‘’ურჯულოების’’ დაპყრობა და მათი ქრისტიანებად მოქცევა.

თავისი მმართველობის პერიოდში ვლად ||| დრაკული ხალხში დიდი პატივისცემით და პოპულარობით სარგებლობდა.

სანიმუშო წესრიგს ვლახეთში ვლად ცეპეშმა საზოგადოების ‘’ასოციალური ელემენტებისაგან’’ გეგმაზომიერი გაწმენდით – მასობრივი ხოცვა ჯლეტვით მიაღწია. შესაძლოა ვლად ცეპეში ისტორიისტვის ცნობილი პირველი ნაცისტი იყო =) ყოველ შემთხვევაში ჰიტლერამდე 5 საუკუნით ადრე, იგი ბოშებს მხოლოდ იმიტომ ხოცავდა რომ ისინი ბოშები იყვნენ. …

XV საუკუნის შუა პერიოდში ახალგაზრდა ვლად Dდრაკულ უმცროსი, უნგრელ, სერბ, ბოსნიელ არისტოკრატებთან ერთად, სულთნის ნაცვლის კარზე მოხვდა ქალაქ ადრიანოპოლში, (თურქულად- ედირნე) თურქეთში.

‘’სტუმარტმოყვარე მასპინძლები’’ ხშირად თვალნათლივ უჩვენებდნენ ‘’სტუმრებს’’ (ასე უწოდებდნენ თურქები მძევლებს) თუ რა ელოდათ ურჩებს.… თავადი ვლადი რომლის რელიგიურობაც პანატიზმს უახლოვდებოდა, წლების განმავლობაში თავისი თვალით ხედავდა, როგორ სასტიკად აცამებდნენ თურქები ამბოხებულ ქრისტიანებს. Dძნელი მისახვედრი არაა რა ხდებოდა ამ დროს პირქუში ახალგაზრდის გულში… მაგრამ ისევე როგორც ვლად უფროსს შორეულ ვლახეთში ახალგაზრდა თავადსაც გრძნობები უნდა დაეფარა და ეს ხელოვნება მან სრულყოფილადაც აითვისა. Dდრაკული ყველაფერს ყურადგებით აკვირდებოდა, კარგად იმახსოვრებდა და თავის ჯერს ელოდა…

1452 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ვლად მესამე სამშობლოში დაბრუნდა და ტახტზე ავიდა. ტყვეობის წლებში თურქების მიმართ დაგროვილი სიძულვილი მისგან გადამწყვეტ ქმედებას მოითხოვდა! მაგრამ იგი მთავარმართებელი ფეოდალების წინააგმდეგობას წააწყდა. თურქები ფეოდალებს ათას პრივილეგიებს ანიჭებდნენ მხოლოდ იმის სანაცვლოდ რომ მათ დროულად გადაეხადათ ხარკი, ამიტომ ფეოდალებს თურქებთან ომი არ აწყობდათ.

ამას არ შეუშინებია გამოუცდელი ახალგაზრდა მმართველი, ერთ-ერთი დღესასწაულის საბაბით , მან დედაქალაქში თითქმის მთელი ფეოდალური არისტოკრატია დაპატიჯა. უარი არავის უთქვამს რათა თავადისადმი ნაადრევად არ გაემჟღავნებინათ მტრული დამოკიდებულება. მიწვეულთა რაოდენობაც, 400 კაცი თითქოს მათი უსაპრთხოების გარანტიას იძლეოდა… იმ დღეს ზეიმმა ძალიან მხიარულად ჩაიარა, თუმცა უჩვეულოდ დასრულდა =))) მასპინძელის ბრძანებით 400ვე ფეოდალი სარებზე გასვეს. სწორედ ამის შემდეგ შეარქვეს ვლად ||| დრაკულს მეტსახელი ‘’ცეპეში’’ რაც რუმინულად ‘’მესარეს’’, ‘’სარზე გამსმელს’’ ნიშნავს. =) 1462 წელს მან 3000 თურქი ტყვე გასვა სარზე.

ვლად დრაკული მეტსახელად ცეპეში, რომელმაც ცხოვრება ურიცხვ მტერთან შეუპოვარ ბრძოლასჰი გაატარა, ასევე ვაჯკაცურად დაიღუპა უთანასწორო ბრძოლაში. ფეოდალებმა მისი გვამი მოძებნეს, აკუწეს და ველზე გაფანტეს; მაგრამ მოგვიანებით, სნაგოვის მონასტრის ბერებმა, რომელთაც კარგად ახსოვდათ მიცვალებულის რელიგიურობა და უხვი შემოწირულობანი, მისი ნეშტის ნაწილები მოაგროვეს და მონასტრის მიწას მიაბარეს.

* * * 

ახლა ძნელია თქმა რამ აიძულა XV||| საუკუნის ბრიტანელ საშუალო დონის მწერალს, ბრემ სტოკერს დაეწერა ცეპეშზე როგორც ვამპირზე და მისგან სისხლისმსმელი მონსტრის სახე შეექმნა, ალბათ მისმა ენით აუღწერელმა სისასტიკემ მაგრამ ბრემ სტოკერს ისტორია ნაკლებად აინტერესებდა და მხოლოდ კომერციული ლიტერატურის სტანდარტებით ხელმძღვანელობდა.

ახლანდელ რუმინელებს დასავლური იმიჯის შემხედვარე დრაკულასი როგორგაც ეუხერხულებათ.. თუმცა ის მართლაც ეროვნული გმირი იყო და არავის არ შეუტანია იმხელა ცვლილი რუმინეთის სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებასში როგორც ვლად მესამემ!

რუმინეთის მკვლევარები და ისტორიკოსები ამიტკიცებენ რომ ცეპეში ისტორიული უსამართლობის მსხვერპლია, რომ მას ცილი დასწამეს და სახელი გაუტეხეს!

Advertisements

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to ვლად ||| ცეპეშ დრაკული

  1. Lord Vader ამბობს:

    ახალ წელს წასაკითხი პოსტია – დრაკონის წლის ამბავში. :)

    Like

  2. zurriuss ამბობს:

    ერთი ისტორია ვიცი მაგაზე: როცა ოსმალეთის ელჩები ეახლნენ, ჩალმები არ მოუხდიათ მის წინაშე, ალაჰი გვიკრძალავსო. ჰოდა, თუ გიკრძალავთ, ბარემ სულ ნუ მოიხდითო, უთქვამს ვლადს და ჩალმები ელჩებისათვის ლურსმნით ჩააჭედებინა :დდ

    Like

  3. როდე ამბობს:

    ძალიან საინტერესო იყო და იგივე მოხდა ელიზაბეტ ბათორის შემთხვევაშიც.
    უყვართ ადამაინებს რაღაც სტერეოტიპების მიკერება და რა ჰქნან :(

    Like

  4. Greshnik ამბობს:

    p.s. rogorc egendebshia agwerili misi coli martla gadaxta sasaxlis fanjridan mdinareshi da tavi moikla. filmebshi drakulaze am faqtis mere iwyebs drakula kactmodzuleobas da gmerts gadaudgeba. tumca es ukve tyuilia. exla rom vtqva morwmune iyo metqi gagecinebat mara sicocxlis bolomde qristiani iyo. ragac kanonebs argvevda mara mainc :)

    Like

    • Kate_AlukaЯD ამბობს:

      რა თქმა უნდა პატრიოტი იყო!
      და მორწმუნეც მიუხედავად იმისა რომ ამ ყველა სისასტიკეს ღმერტის სახელით აკეთებდ, ტუმცა ყველას თავისებურად ესმის რწმენა ალბათ მისი გაგება ასეთი იყო :დ ხო რუმინეტი როგორც სახელმწიფო ალბატ ვერ შედგებოდა მაგრამ ბევრ რუმინელს მართლა რცხვენია რომ დრაკულა რუმინელი იყო… :/ დურაკები :/

      Like

  5. Greshnik ამბობს:

    ram aiZula da iman rom Zalian sastiki iyo. egeti sisastike istorias sxva ar axsovs.
    bevri sashineli ambavi sheidzleba itqvas am kacze magram isic agsanishnavia rom im periodshi amas imitom aketebda rom vitareba moitxovda amas. sxvatashoris misi sisastikis gamo erti periodi turqebma uari tqves mis winaagmdeg brdzolaze. bevr ruminels dgesac miachnia rom rom ara es adamiani ruminetidges ar iarsebebda. am kacze bevri saintereso ramis tqma sheidzleba. ase vtqvat es kaci namdvili patrioti iyo. sastiki iyo magram patrioti :)

    Like

  6. islandglocke ამბობს:

    saintereso iyo kate…bevri detali ar vicodi….me rogorc vicodi shvili yavda da mis mkvlelobas abralebdnen…xo vampirad ratom yavs gamoyvanili? albat es misi uzado pantaziis bralia…mas undoda rom vladi vampiri yopiliyo…principshi es rogorc “van helsingshia” momwons me :)

    Like

  7. Allu ამბობს:

    arafris..ise ra ginda magari roja iyo es drakula, ras erchoda is uvici/uniWo mwerali ro gaavampira : D.

    Like

  8. Allu ამბობს:

    su su su shemtxvevit agmovchndi aq :D xoda wigns tu wer es linki dagexmareba.. ;)

    http://www.draculas.info/vlad_iii_dracula/chronology/

    Like

  9. Oroli ამბობს:

    წიგნსაც წერდი? კაკ ინწირესნო – უცნობი დეტალები :)

    Like

  10. kate_alukard ამბობს:

    გიგანტი
    ეს ჩემი ნაჯღაბნია :) ცოტა ცოტა რაღაცები ვიცოდი ცოტა დავამატე და ა.შ :))) ცოტაც რუმინეთის ისტორიიდან მახსოვდა :)))) საერთო ჯამში ყველაფერი სიმართლეა :P

    Like

  11. გიგანტი ამბობს:

    სად კითხულობ ასეთ რაღაცეებს? ძაან საინტერესოა

    Like

  12. kate_alukard ამბობს:

    შენ როგორ გირჩევნი არ ვიცი და ისტორია ისტორიაა :D მე ისტორია მირჩევნია :))) დრაკულაზე მაგარი ვამპირებიც არიან :D:D:D

    Like

  13. გაბრიელ ამბობს:

    მე ვამპირად მირჩევნია :D აბათ ბრემ სტოკერმა მისი სახელი უკვდავყო როგორ ვამპირის..გრაფი დრაკულა :D :D

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s