Note 4 VS note 3 – პრეზენტაცია

9 ოქტომბერს სამსუნგის ერთ-ერთ ფილიალში გაიმართა პრეზენტაცია რომელზეც წარმოდგენილი იყო სამსუნგის ორი ახალი პროდუქტი, ესენი იყო გალაქსი ნოუთ 4 და გალაქსი ალფა.

სიმართლე რომ გითხრათ მე ნოუთ 4-ის “სანახავად” და მისთვის თვალებში ჩასახედად უფრო ვიყავი მისული ჩემ ნოუთ 3 ერთად.

14764590578_55d0e2a4c3_z

გალაქსი ალფა ალბათ მხოლოდ მე არ მაგონებს აიფონს დიზაინით და მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ანდროიდის მომხმარებელი ვარ და ამ ბოლო დროს ისე დაემთხვა, რომ ბოლო რამდენიმე ტელეფონი სამსუნგისა მქონდა, მაინც არ ვერევი ეფლისტების და ანდოიდშიკების პოლემიკაში, რომელიც საბოლოოდ წყლის ნაყვაში გადადის და ერთმანეთს ვერაფერს უმტკიცებენ, კამათში ჩაურევლად და უდავოდ ანდროიდი მირჩევნია მთელი რიგი მიზეზების გამო.

Note_3_vs_Note_4

რაც შეეხება ნოუთ 4 – სადღაც გულის სიღრმეში ვფიქრობ რატომ არ დავუცადე 4 ან ხომ არ გავყიდო ჩემი 3 და ახალი ვიყიდო :დ თუმცა ამ აზრს მალევე ვუკუაგდებ რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ტელეფონი, ყოველთვის იოლად ვიგერიებ კითხვებს: აუ რამხელაა ეს როგორ დაგაქვს, აუ ტაფაა თუ ტელეფონი და ა.შ.

ვპასუხობ რომ ნოუთი არის თითქმის იდეალური ტელეფონი, არაჩვეულებრივია წიგნების საკითხავად, სახატავად, ფილმების საყურებლად, შესანიშნავი ორგანაიზერია, მილიონი რამ რაშიც ამდენი თვეა ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე, არ შევუწუხებივარ მეხსიერების სიმცირეს და ა.შ. ისეთი გრძნობა მაქვს რომ ტელევიზორიდან დაწყებული ლეპტოპით და ბლოკნოტით დამთავრებული ყველაფერი ერთი “პატარა” გაჯეტით დამაქვს :>

რაც შეეხება ნოუთ 4 მასაც აქვს თავისი უპირატესობები მაგალითად გაუმჯობესებული ფერები, კამერის ხარისხი და ა.შ. რასაც ეგრევე შენიშნავთ როცა მას ხელში დაიჭერთ. მათი შედარება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

პრეზენტაციის ფოტოების სანახავად მიყევით ბმულს

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , , , , | Leave a comment

ი დრუგიე…

ალბათ ყველას გაგჩენიათ გრძნობა თითქოს სხვადასხვა ფილმებში სიუჟეტები თუ დიალოგები მეორდება. ვინაიდან და რადგანაც მე ცოტა არ იყოს და ძველი ყაიდის ქალი ვარ ფილმებს რუსულად ვუყურებ :დ და ზოგიერთ ფრაზას როგორებიცაა “უმრი ტვარ! ვ სტრეწიმსია ვადუ უბლიუდაკ” და ა.შ ფეისბუქზე ვდებ ხოლმე :დ ერთ-ერთი ამ ფრაზის დადების შემდეგ კომენტარებში უკეთესები დაიდო :დ ვინაიდან და რადგანაც არ მინდა ეს შედევრები თაიმლაინის ბნელ კუთხე კუნჭულებში ჩაიკარგოს გადმომაქვს ბლოგზე :დ

კიდევ რამდენი არ არის აქ… შგიძიათ სტატუსის ან პოსტის კომენტარებში დაამატოთ ^^

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

დაე შემოინახოს ეს სტატუსი ისტორიამ :დდდ

ვიდეოები:

http://www.youtube.com/watch?v=w0KIE4k8rBE

http://www.youtube.com/watch?v=jV9uXh_1Pso

http://www.youtube.com/watch?v=3AFfy2SCxOk

http://www.youtube.com/watch?v=6haBMbtXSLg

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , | 6 Comments

წამის მეასედი

ცეცხლი არს ერთი ოთხთა კავშირთაგანი, სუბუქი და უზეაღმავალეს(ნ)ი სხვათა, მწველობითი და განმანათლებელობითი, მჴურვალი და ჴმელი პირველსა დღესა დაბადებული შემოქმედისა მიერ. ხოლო ცეცხლი რა ტალკვესისაგან იშვების, ეწოდების წინწკალი; ხოლო რა ცეცხლი აღედვას, ანადენსა ეწოდების ალი და ზე აღნადენს(ა) წინწკალს(ა) – ნაბერწყალი; უკეთუ ცეცხლით მრავალ(ი) ნაბერწყალი გამო(ჰ)კრთა, ეწოდების ბურჯღული; ერთს(ა) ნაკვეთს(ა) ცეცხლისა(სა) – ნაკვერცხალი; ხოლო მრავალ ნაკვერცხალსა – ღველფი; ნაკვერცხალსა და ნაცარსა (ნაცართა B) აღრეულსა (აღრეულთა B) – ღადარი (ღადარა B); მცირესა ნაკვერცხალსა – დაკვლი, ნაკიდებთა შეშათა – მუგუზი; უკეთუ მთათა და ველთა ცეცხლი აღეგზნა – ხანძარი.

ალბათ გსმენიათ shc-ზე რაც ადამიანის სპონტანურად აალებას ნიშნავს, ანუ როდესაც ადამიანის სხეული აალდება და იწვის ყოველგვარი გარე სტიმულის გარეშე.

ამ საკითხით სწორედ მაშინ დავინტერესდი, როდესაც ჩემი ქვეყნის პარალელური სამყაროს შესახებ გავიგე. ცხადია არავინ დამიჯერა, რომ ჩემი თავისუფალი ბაზრიდან წამოღებული სარკე რომელიც უჯრაში ეტეოდა პარალელურ საქართველოში გადაიყვანდა ვინმეს, ბოლოს და ბოლოს სახის გარდა მის გამოსახულებაში არაფერი ჩანდა არათუ მთლიანი ადამიანი. დებილი კი არ ვარ, მშვენივრად მომეხსენება ეს მე თვითონაც უბრალოდ სწორად ვერ გამიგეს, საკმარისია ერთი მათთვის უცნაური რამ თქვა რომ ეგრევე გიჟად შეგრაცხავენ. ლაპარაკს როცა იწყებ ერთმანეთს ირონიული მზერით გადახედავენ და არ შეეკამათო ვერ არისო საფეთქელზე თითის დატრიალებით მიანიშნებენ.. ადამიანებს ეშინიათ მათი ვინც მათგან განსხვავდება. არასოდეს მდომნია თავი თეთრ ყვავად მეგრძნო, ნეტა რატომ წამოვიღე ის წყეული გაჭვარტლული და გაბზარული სარკე. იმ ბაზრობამდე მისასვლელად 4 კვარტალი ფეხით გავიარე როცა მივედი უკვე დაგვიანებული იყო ძირს დაფენილ პოლიეთილენის პარკებზე მხოლოდ ორიოდე უსარგებლო ნივთი დარჩენილიყო მე კი დამენანა მტკივანი ფეხით გავლილი 5 კილომეტრი, პირველივე რაც თვალში მომხვდა მოვკიდე ხელი და წამოვიღე.

ექიმი ამბობს რომ წერა შველის როდესაც შენ ნაწერებს გადაიკითხავ ადეკვატურობის მარცვალი იღვიძებს ვითომ ტვინში. იდიოტები! მშვენივრად შემიძლია თავი მოვაჩვენო ისე როგორც მათ სურთ მაგრამ აქ კარგად ვისვენებ ზედმეტი კითხვებით აღარ მაწუხებენ კვირაში ერთხელ ეზოშიც გავდივარ, დიდად არც მიყვარდა ქუჩაში გასვლა. ჩემი “კარის მეზობელს” ჭადრაკსაც ვეთამაშები ხოლმე თუმცა სულ ვაგებინებ რადგან ძალიან უხარია.

თემას გადავუხვიე. ადამიანის სპონტანური აალება… რას იტყოდით რომ გაგეგოთ შესაძლებელია არათუ ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა აალდეს. მისგან უბრალოდ რუკაზე მოხაზული შავი ლაქა დარჩეს. გეცინებათ არა? კი არ გეცინებათ ცდილობთ სიცილი დამალოთ, ფხუკუნებთ ფაქტობრივად, თან ვითომ სერიოზულად მიქნევთ თავს, ყოველ შემთხვევაში ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩემ უახლოეს მეგობარს, რომელსაც გავანდე ბაზრობიდან წამოღებულ სარკეში ჩემი ორეული გავიცანი პარალელური საქართველოდანთქო. ჯერ ახარხარდა შემდეგ ჩემი ნაწყენ სახეს წააწყდა, რამდენიმე წუთი კიდევ მისმინე და წამოხტა, მიყვიროდა რომ ყელში ამოუვიდა ჩემი სიგიჟეები და რომ ამ სარკეში მე კი არა მისი ორი წლის დიშვილი ვერ გაეტეოდა. ვცდილობდი წყნარად ამეხსნა რომ არსად არ გავტეულვარ ის უბრალოდ სარკიდან მელაპარაკებოდა მაგრამ სულ ტყუილად, ჩანთას ხელი დასტაცა და სახლიდან გავარდა. სიმართლე რომ გითხრათ არ გამკვირვებია, არასოდეს გამოირჩეოდა მტკიცე ნერვებით. უჯრიდან სარკე ამოვიღე და ახალი ისტორიის მოსასმენად მოვემზადე.

სარა კონორი ღობეს უახლოვდება უყურებს როგორ თამაშობს პატარა ბავშვი მასთან ერთად ბაღში, უცებ რაღაც ფეთქდება ყველაფერი ცეცხლის ალში ეხვევა ადამიანებს წამის მეასედში ყლაპავს ალი, როგორც “მიშველე ოთახს” გოილის მიერ წარმოქმნილი გეენა ან ეგვიპტელებს ცეცხლის წვიმა. სწორედ ასეთი წარმომედგინა ის რაც პარალელურმა მემ მომიყვა. საქართველო დაემსგავსა საილენთ ჰილს, რომელიც ვერასოდეს აღსდგება ფენიქსივით საკუთარი ფერფლისგან! ნაცარში ჩაძირული ქვეყანა ტურისტების აღმოჩენად იქცა, თუმცა საზღვრები მალევე დაკეტეს რადგან არც ერთი ტურისტული ჯგუფი უკან არ დაბრუნდა. დედამიწა პანიკამ მოიცვა რადგან სხვადასხვა ქვეყნებში მასობრივად დაიწყო ადამიანების თვით აალება. ისე ქრებოდნენ თითქოს არც არსებულან შუაგულ კაფეში, პარკებში, სამსახურებში, კოლეგებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან ერთად უცებ ადამიანი შეშდებოდა ნელ-ნელა იცვლიდა ფერს წითელიდან გადადიოდა ნაცრისფერში და შემდეგ სკამზე, ბალახზე, ასფალტზე მხოლოდ ნაცრის გროვა რჩებოდა, ხალხში სრული ისტერია სუფევდა რადგან მათ იმ წამის მეასედშივე ავიწყდებოდათ ვინ დაიწვა მათ თვალწინ, ადამიანები ქრებოდნენ არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ მათი ახლობლების მეხსიერებიდანაც.

ათასობით ქვეყანაში ათასობით საქმე იყო გახსნილი, მიდიოდა უთვალავი გამოძიება იმის შესახებ თუ რა მოხდა. პარალელურმა მემ მითხრა არავინ იცოდა რომ ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტული ქართველები იყვნენო. საბოლოოდ მიხვდნენ რომ აალებული ქვეყანა და ადამიანები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი თუმცა ვერავინ იხსენებდა რა ქვეყანა იყო შავი უდაბნოს ადგილზე.

საქართველო გაქრა.

***

სარკესთან ერთად ჩაძინებული კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. ალბათ ჩემი მეგობარი მობრუნდა რომელიც მიხვდა რომ მართალი ვარ. ალბათ პატიებას მთხოვს მე კი დიდსულოვნად მივუტევებ და სარკეში მის პარალელურ მეს ვიპოვით. კარები წინასწარ დაყენებული სახით გავაღე, მაგრამ ხელში ორი თეთრებში ჩაცმული მუტრუკი დამხვდა მითხრეს, რომ იქ წამიყვანდნენ სადაც მე მოვრჩებოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია მე ხომ გიჟი არ ვარ. სადარბაზოსთან ჩემი მეგობარი იდგა მისი ტუჩების მოძრაობით მივხვდი პატიებას მთხოვდა ცხადია დიდი ხანია ვაპატიე.

***

პაციენტი N12 საავადმყოფოს ეზოში მდგარ პატარა ფანჩატურში პაციენტ N14 ჭადრაკს ეთამაშება. 14-ს უხარია რადგან 2 სვლაში შახს და მატს ეტყვის მოწინააღმდეგეს. 12-ი იღიმის უცებ სახე ეცვლება, რადგან ხედავს როგორც წითლდება მისი მეზობელი. წამის მეათასედში უკვე იცის ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება, წამის მემილიონედში ხვდება რომ სარკეში გაცნობილი მე სინამდვილეში პარალელური სულაც არ ყოფილა.

საავადმყოფოდან კივილი ისმის, ყველაფერი ერთმანეთში ირევა.

პაციენტი N12 მეზობლის ფერფლს უყურებს, თვალებს ხუჭავს და თავის ჯერს ელოდება რომელიც წამის მეასედში დადგება.

Posted in მოთხრობებისნაირი | Tagged , , , , , , , , , , | 1 Comment

Quarry Life Award Georgia – ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ხელშესაწყობად

1011225_631532626882947_1187233468_n

ყოველთვის როდესაც რამე კონკურსში მდომებია მონაწილეობის მიღება მითქვამს, “ჰმ ამას ჩემზე უკეთ გაართმევენ თავს… მაინც ვერ მოვიგებ… რა აზრი აქვს მივიღო მონაწილეობა” – ესეთი ფიქრები არის ყოველთვის ძალიან დიდი შეცდომა. ბანალურია თუმცა მონაწილეობის მიღება შემდეგ შენი ნამოქმედარის ამაყად ცქერა და კონკურსის შედეგების მოლოდინი, ამდენი ემოცია ღირს “რისკად”, მითუმეტეს მაშინ თუ პრიზი ნამდვილად სოლიდურია!

მიუხედავად იმისა რომ ამ კონკურსში რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ მონაწილეობას ვერ მივიღებ ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ბევრი ადმაიანისთვის რომელიც დაინტერესებულია ამ თემით იქნება ეს სტუდენტი, პროფესორი, ლექტორი თუ სკოლის მოწავლე.

საქმე ჰაიდელბერგცემენტის მიერ შემოთავაზებულ კონკურსს ეხება რომელიც გლობალურად 21 ქვეყანაში ტარდება და  კარიერებზე  რეაბილიტაციის პროცესის შესახებაა.

კონკურსის თემა  შესაძლებელია იყოს ნებისმიერი რამ, ტურისტული ბილიკებიდან დაწყებული, არჩეულ კარიერზე მყოფი მწერებისა თუ მცენარეებზე დაკვირვებით დამთავრებული.

მონაწილეობის მიღების მსურველმა, ან მსურველებმა თუ მონაწილეობას ჯგუფთან ერთად აპირებთ უნდა წარადგინოთ ორ გვერდიანი იდეა 1 მარტამდე. ამისათვის უნდა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია. კონკურსში რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ წარსადგენი პროექტის ნიმუში ჩამოტვირთოთ, რაც გაგიმარტივებთ სამუშაოს.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ეს უნდა იყოს რეალური იდეა ან პროექტი როგორ უნდა დავეხმაროთ ბუნებას აღდგენაში.  საქართველოში არსებული სამი კარიერიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სამივე ან ერთ-ერთი მათგანი, თუნდაც ორი.

ვებ-გვერდზე შეგიძილიათ დარეგისტრირდეთ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჯერ იდეა არ გაქვთ თუმცა დაინტერესდით პროექტით.

თუ თქვენი იდეა გაიმარჯვებს გადმოგეცემათ სახსრები რითიც შეძლებთ მის განხორციელებას. ვებ-გვერდზე თქვენს ანგარიშზე შეგეძლებათ აწარმოოთ ე.წ. დღიური რომელზეც აღწერთ სამუშაო პროცესს, ატვირთავთ ფოტოებს თუ მსგავს მასალას (აუდიო, ვიდეო და სხვ.).

პროექტის საბოლოო ანგარიშები შედეგებისა და დასკვნების მიმოხილვით უნდა წარადგინოთ სექტემბრის ბოლომდე. განაცხადების დაჯილდოებისთვის განხილვისას ყურადღება მიექცევა როგორც კვლევით ანგარიშს ასევე ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე. ყველა მიღებული პროექტი ერთდროულად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსში ეროვნული პრიზებისთვის 1,500, 3,000 და 5,000 ევროს და საერთაშორისო პრიზებისთვის 10,000 ევრო (ყოველ კატეგორიაში) და 30,000 ევრო გრან პრი საუკეთესო პროექტისთვის.

რაც შეეხება კონკურსანტების შეფასების გამჭირვალობასა და სამართლიანად არჩევას ჟურის წევრები ვალდებულები არიან თითოეულ პროექტზე დაწერონ არგუმენტირებული რეზიუმე სუსტ და ძლიერ მხარეებზე და რას ფიქრობენ ამ პროექტზე და ასე შემდეგ.

კონკურსის მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა კონკურსანტმა დაიცვას კომპანიის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეს ემუქრება კონკურსიდან დისკვალიფიკაცია.

დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ მათ ოფიციალურ გვერდს  ან დაუკავშირდით Quarry Life Award–ის თქვენი ქვეყნის ეროვნული კოორდინატორს quarrylifeaward.GE@heidelbergcement.com

მე თუ მკითხავთ ეს კონკურსი ნამდვილი საჩუქარია ეკოლოგიურის სტუდენტებისთვის ^^

Good Luck : )

Posted in კატეგორია აყრილი | Tagged , , , , , , , , , , , , | Leave a comment

უსათაურო

1235054_713924495291032_262075681_n

რა მაიძულებს ახალი პოსტი დავწერო ბლოგზე რომელიც ასი წლის წინ მიტოვებულ სახლზე უფრო მიტოვებულია. ალბათ იმან რომ 15 წლის გარდატეხის ასაკში მყოფი გოგოსავით რაღაც მიმდინარე დეპრესიაზე მომინდა წუწუნი.

სიმპტომები იგივე, განწყობაც იგივე, თვალის ახვევა გარემოსთვის იგივე. ცუდ ხასიათზე მარტო ოთახში… ჰმ.. ოთახი ჩემი ოთახი :დ :ნათელი წერტილი:

სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ცალკე გადავედი საცხოვრებლად..

მოკლედ დღეები არეული, სიზმრები არეული. ვერ ვიმახსოვრებ სიუჟეტებს, მარტო შეგრძნებები მრჩება თვალებს რომ ვახელ, გულის რევა სიბინძურე ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს სველი შიშველი ფეხებით დადიხარ მეტლახზე სადაც თმები ყრია.

არც ერთ ურთიერთობას აღარ უღრმავდები იმიტომ რომ ხვალ მაინც უნდა დამთავრდეს, როგორც გასაშვილებლად გაჩენილ ბავშვს ხელში არ იყვან ემანდ არ შეგიყვარდეს, რადგან მერე ვეღარ გაუშვებ და ვერც დაიტოვებ…

ძველ ურთიერთობას ეტირები ყველა შესაძლო მომენტში, ბურთი გეჩხირება ყელში და ნერვები გეშლება რომ პასუხები კითხვებზე არასდროს არ არსებობს.

სუნთქვას, გრძნობებს, ადამიანებთან კონტაქტს, ავტოპილოტზე რთავ და შენ მიდიხარ სადღაც სინესტეში და სიჩუმეში შენი მეორე მე კი თავისთვის აგრძელებს ცხოვრებას თითქოს ზარზე ავტომოპასუხეს ტოვებ ჩართულს, გროვდება შეტყობინებები რომლებსაც არასდროს არავინ მოუსმენს და ტვინის მიტოვებულ ფოლდერში ჩაიყრება რომელიც ავტომატურადვე წაიშლება დროთა განმავლობაში, თავში მუდმივად შემოდის ინფორმაციის კასკადი რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ შეწყვიტე დგახარ  და ხელის გარტყმას მეორე მხრის მიშვერით პასუხობ თან ვითომდა გულიანად იცინი იდიოტურ ხუმრობებზე.

ამბობ რომ ყველაზე ოპტიმისტი ადამიანი ხარ მთელ მსოფლიოში, სიჩუმეში და ნესტში მჯდარ პირველ მეს ეცინება რადგან დიფოლტ ტექსტის შეცვლა დაეზარა როცა მეორე მეს ავტოპილოტზე რთავდა ის კი დაზეპირებულივით იმეორებს: “ჰაჰაჰა ყველაფერი კარგად იქნება, ჰაჰა ოპტიმისტი ვარ, ჰაჰა აი ორი თვეც და ვსიო, ჰაჰა სიყვარული არსებობს, ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰა კეთილი ადამიანები არსებობენ აჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰა მიყვარს შენი იუმორი რა კარგად ხუმრობ”…

ამ ყველაფერთან ერთად საქმეში ერთვება ადეკვატური მესამე მე რომელსაც პირობითად ჯერემი დავარქვათ პატარა კალია სინდისი, რაციონალურობის განსახიერება, მოკლედ სინათლის შუქურა ღამე ოკეანეში :დ არასდროს არ ჩუმდება, აი დაძინებას რომ ცდილობ თითქოს უკვე იძინებ და უცებ შეამჩნევ რომ ოთახში დედამოტნული საათის წიკწიკი ისმის და ფიქრობ ფუ ამის.. აქამდე ვერ ვამჩნევდი რა ჯანდამამ შემამჩნევინა ამის ხმა ახლა… ტიკტიკტიკტიკტიკტიკ… არა ნახვამდის ძილო სანამ ამ ყლეობას ფანჯრიდან არ მოვისვრი ვერ დავიძინებ, ჰაჰჰაჰაჰაჰა როგორ უნდა გადააგდო რაღაც რაც შენი ნაწილია :დ შენთვითონ თუ არ გადაყევი ფანჯრიდან :დ

ჰეი! მოკეტე! მაცადე საკუთარი თავის შეცოდება! მე ხომ მილიონი პრობლემა მაქვს! მილიონი რამ რის გამოც ისეთი საწყალი მიუსაფარი და გარემოების მსხვერპლი ვარ! მაცადე! მერე რა რომ არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს რომლებიც სულ მხარში მიდგანან! მერე რა რომ სასწაული დედა მყავს რომელიც ყოველთვის მიწვდის დახმარების ხელს! მერე რა რომ დეპრესიის ჭაობში არ ჩაძირვაც ჩემზეა დამოკიდებული! მაცადე! იმიტომ რომ დეპრესია ნარკოტიკია! მერე რა რომ იმ იდიოტს რომელიც 15 წლის გოგოსავით ზის კუთხეში, და ყველაფერზე ნიკაპი უკანკალებს და ბაჭიასავით ყველაფერზე კუდი უცახცახებს  რომელიც ამბობს რომ უყვარს ადამიანები სინამდვილეში რემბოს რომ აქვს ის ავტომატი უნდა ტყვიები რომ არასდროს ილევა… ჰო მაგ იდიოტს ნებისმიერი სიძნელის გადალახვა შეუძლია! მაგრამ არა აცადე საკუთარი თავის შეცოდება აი ორი თვეც და…

tumblr_mxxy3nuuhI1sl2u0to1_500

Posted in კატეგორია აყრილი | 6 Comments

Draft

დეტექტივებს ძალიან კეთილებს უანგაროებს საყვარლებს, საოცრად რომ ხსნიან საქმეებს სხვა თანამშრომლები რომ უბრალოდ სასტავს ავსებენ განყოფილებაში და არავინ რომ არ აფასებს ექსცენტრულები რომ არიან და კანონს დერსკად და ხშირად არღვევენ, მძიმე წარსული რომ ჰქონდათ უეჭველად ცოლ-შვილი რომ ბოზმა მანიაკმა დაუხოცა და საშინელ სასტუმროში რომ ცხოვრობენ ან ძალიან პატარა ბინაში სადაც სულ არეულობაა და მუდმივად დევს მაგიდაზე ქაღალდების გროვის გვერდით ნახევრამდე დაცლილი ვისკი.. ფული მათთვის არაფერს რომ არ მიშნავს.. დანაშაულის ადგილზე ისეთ რაღაცებს ხედავენ რასაც ასი კაცი ვერ დაინახავს, უდანაშაულო ეჭვიმიტანილების მარტო მას რომ სჯერა და ყველაფერს აკეთებს ამის დასამტკიცებლად… შეფ ქალს რომ მალულად უყვარს მაგრამ არც ერთი რომ არ უტყდება ერთმანეთს..

ყველა ჰორორში სადაც ვიღაც მოცლილი ტიპები რაღაცა ადგილის “გამოსაკვლევად” მიდიან მაგალითად მიტვებული სახლი საგიჟეთი მიტოვებული სკოლა სადაც მოსწავლეები მაგათზე მოცლილმა დახოცა ან რაღაც ტყე სადაც რაღაც ლეგენდაა და ადამიანები იკარგებიან… ამ სასტავში ყოველთვის არიან ძალიან სტერეოტიპული როჟები რომლებიც ყველა მსგავს ფილმში მეორდება უბრალოდ მსახიობები იცვლებიან. ტიპი რომელიც ეწევა პლანს, წყვილი რომელიც ყველგან ზასაობს და ქერა რომელიც პანიკდება რაღაც მომენტში წიპა “შტო სნამი ბუძეტ მი ვსე უმრიომ” რეჩებით გამოდის… მოკლედ..

ტიპები რომლებსაც ტყვიები არ ხვდებათ, გოგოები რომლებიც სკოლის ყველაზე თესლ ბიჭებს უყვარდებათ

Posted in კატეგორია აყრილი | Leave a comment