სიკვდილის წიგნი და ფოტოები სიკვდილის შემდეგ

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მდიდარი ადამინები იწვევდნენ მხარტვრებს რომ დაეხატათ სიკვდილის წინა სურათები, რომლებიც უბრალოდ ინახებოდა სახლში არასდროს იკიდებოდა კედლებზე.

არ ვიცი პირველად რომელ ჭკვიანს მოუვიდა თავში მკვდრებისთვის ფოტოების გადაღების იდეა მაგრამ 19 საუკუნის დასაწყისში “მკვდრების წიგნი” უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო.

20-ე საუკუნის 20-30-იან წლებში მეცნიერებმა დაიწყეს სიკვდილის შემდგომი სურათების გამოკვლევა. მაშინ გაჩნდა გამოთქვა “ფოტოგრაფია ეს არის პატარა სიკვდილი”.  ფოტოგრაფი თითქოს კლავს ადამიანს წამში და ამავდროულად აქცევს მას უკვდავად. მკვდრებს იღებნნდენ მათი საყვარელი საქმიანობის დროს – როგორ კითხულობდნენ თითქოს გაზეთს, მათ საყვარელ სავარძელში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.. ზოგიერთი რომელიც უფრო თამამი აღმოჩნდებოდა მათ სარკის წინაც იღებდა.

აღსანიშნავია ის რომ ფოტო სიცოცხლეში ღირდა უფრო იაფი ვიდრე სიკვდილის შემდეგ, რადგან მკვდრების გადაღებას ყველა ფოტოგრაფი არ თანმხდებოდა.

რადგან სიკვდილიანობა ძალზედ მაღალი იყო ე.წ. “მკვდრების წიგნიც საკმაოდ სქელი გამოდიოდა.  მთელი ოჯახის ისტორიას ეს ალბომი ინახავდა.

19 საუკუნის მიწურულს მკვდარი ბავშვების ფოტოგრაფირება ტრადიციად იქცა. გარდაცვლილი ბავშვის დედები ფოტოებს ინახავდნენ როგორც ყველაზე ძვირფას რამეს რაც მათ გააჩნდათ.
როცა ბავშვებს იღებდნენ ცდილობდნენ ფოტოებზე ისინი ცოცხლებივით ყოფილიყვნენ… აწვენდნენ მათ საწოლებში თავიანთ საყვარელ თოჯინებთან ერთად, რთავდნენ ყვავილებით და ასე შემდეგ..

ხანდახან მშობლები ცდილობდნენ გაეღიმათ ფოტოებში თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო როცა სეირნობისას სალონში შეიარეს ფოტოების გადასაღებად…

ზოგჯერ ბავშვებს უხატავდნენ თვალებს თითქოს გახელილი ჰქონდათ, ან იღებდნენ შინაურ ცხოველებთან ერთად. მიცვალებულს იღებდნენ ცოცხალ დებთან ან ძმებთან მაგალითად არსებობს ტყუპი ბავშვების ფოტო სადაც ერთ-ერთი მადგანი მკვდარია მეორე კი ცოცხალი..

უცხოსთვის ამ ფოტოების დათვალიერება ალბათ მინიმუმ უცნაურია, ახლობლებისთვის კი ეს იყო უკანასკნელი სახსოვარი.

რატომ იღებდნენ ამ ფოტოებს?! უპირველეს ყოვლისა ალბათ იმიტომ რომ ეს იყო მოდა.. ადამიანები უბრალოდ ბაძავდნენ ერთმანეთს და აკოპირებნენ მეზობლების საქციელს .

ფოტოგრაფებს იწვევდნენ ყველა ღირშესანიშნავ დღეს იქნებოდა ეს დაბადების დღე თუ უბრალო წვეულება. გარდაცვალების შემდეგ გაკეთებული ფოტო კი ლოგიკური ნაწილი იყო ბავშვობიდან დაწყებული ფოტოების ჯაჭვის..

This slideshow requires JavaScript.

მაგრამ მთავარი მაინც ის იყო რომ მათი აზრით ისინი იჭერდნენ უკანასკნელ წამს ახლობელი ადამიანის და ფოტოზე აღბეჭდავდნენ მას, მაშინ ოჯახი უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე ახლა, ამიტომ იყო ტრადიცია შეენახათ გარდაცვლილის თმის კულული თუ ტანსამლის ნაგლეჯი. განსაკუთრებული შემთხვევა მაინც ბავშვები იყვნენ რადგან ზოგიერთი მშობელი ვერც ასწრებდა ბავშვისთვის სიცოცხლეშივე გადაეღო სურათი და ეს მათთვის ბევრს ნიშნავდა.

თანამედროვე სამყაროში უკვე რთულია ახსნა მსგავსი საქციელი, რადგან დღეს ადვილია ფოტოების გადაღება, აღარ დავდივართ ფოტოსალონებში და სიკვდილის შემდეგ ფოტოგრაფირების იდეამაც საჭიროება დაკარგა.

კოლექციონერები დაუჯერებელ თანხას იხდიან “მკვდრების წიგნებში” .

About these ads

About Kate_AlukaЯD

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ…
This entry was posted in mystic and tagged , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to სიკვდილის წიგნი და ფოტოები სიკვდილის შემდეგ

  1. Ani says:

    უი მეც მაქვს ამ თემაზე პოსტი ^.^ ძალიან გამიხარდა, რომ როგორც იქნა, პოსტების წერა აღადგინე :D

  2. საინტერესო თემაა და ძალიან კარგი ფილმი ამ თემაზე: http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=9450&order=1.1&search=The%20Others :)

    p.s. ტეხავს ბლოგსპოტი რომ გათიშულია აქ დასაპოსტად.

  3. Kate Alukard says:

    @ანი
    <3

    @ERM0NIA
    უი მაგ ფილმის მოხსენიება დამავიწყდა :დდდდდდ

  4. chorveni says:

    uh magari strannia mara mament magaria!

  5. Charlius says:

    ზოგს ფეხზე აყენებდნენ და სპეციალური მოწყობილობაც იყო, რომელიც სხეულს იჭერდა :დ

  6. ადო says:

    უიმე :( რა საშინელებაა, ცუდად ვარ :((

  7. siyvarulovna says:

    აუ, ბავშვობაში რომ ვუყურე რაღაც ფილმს, მგონი ზი აზერს, მერე მოვძებნე რაღაცები და მაინც ვერ მივხვდი რა საჭირო იყო და რა მუღამს უჭერდნენ მკვდრებისთვის ფოტოების აგდაღებით :დ

  8. karamelka says:

    ბოლო ფოტოზე როა ბავშვი ეგ ვერ მივხვდი როგორ გადაუღეს:/ თვალები აშკარად ღია აქვს

  9. CheshireCat says:

    ძალიან სევდიანია

  10. teennewson says:

    საინტერესო პოსტი იყო… )

  11. tami says:

    ვერ ვიტან იდიოტურ მოდას აყოლილ საზოგადოებას. მკვდრებსაც არ ასვენებდნენ წარსულში:9კიდვ კრგი აღარ არის მოდაში მკვდრების პოზირება, თორემ ცოცხალითავიტ არ მოვკვდებოდი:დ

  12. ძაან სტრანნია. მკვდარი ბავშვების ნახვა შემაზრწუნებელი.
    მაგრამ მაინც რაღაცნაირად რომ მიგაჯაჭვავს და უყურებ და უყურებ… ბრრრ…

    ამ საღამოს არ დამეძინება.

  13. kotikojafaridze says:

    Reblogged this on Aleister Qroulle.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s