ყველას გახსოვთ ალბათ ეს რეკლამა ^^ იმ წარსულიდან ტელევიზორს რომ ვუყურებდით :დდდ
აქ უნდა ყოფილიყო დიდი აპათიური პოსტი, ამ დღეებში დაგროვილ დეპრესიულ მოვლენებზე თუ მთელ რიგ მიზეზებზე.. ზოგიც უმიზეზოთ. იმაზე თუ რა ნაწყენი ვარ ადამიანებზე, რომ უკვე გულს მირევს იმის გაფიქრება რომ წიპა “აი ყველა ერთნაირი ხომ არ არის… და ა.შ” მაგრამ მე ხომ მყავს კარგი მეგობრები რომლებიც არიან კარგი ადამიანები ისე ძალიან კარგ ადამიანებსაც ვიცნობ , მართალია მათაც აქვთ თავიანთი ზაიობები მაგრამ სოუ ვათ ^^ მეც მაქვს ბევრი ფინწიუშკა ტვინში თან არც თუ ისე კარგი ადამიანი ვარ საიმისოდ რომ სხვისი განვსაჯო უბრალოდ ჩემთან მიმართებაში ჩადენილ დამპლობებს ვაფასებ უარყოფითად :დ
მაგრამ მაინც ნაწყენი ვარ ადამიანებზე…
ფუბუზე ჩემს ნიუსფიდში ერთი ვიდეო გამოჩნდა რომელიც ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა გადააშეარა და გადავწყვიტე პირდაპირ პოსტი დამეწერა იმ ვიდეოს დაშეარებას და მერე კომენტარების კითხვას “აუუუ ტვინი გაბურღეთ უკვე ამ ვიდეოთიიიიი” :დდდ
მოკლედ ბევრჯერ გადაღეჭილი და ბანალურიც კია ეს თემა რომ აი სიკეთე უნდა ვაკეთოთ და ყველას ნათებები დაგვადგეს თავზე
:დდდდ მაგრამ სინამდვილეში უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება ^_^ თუ გაქვთ ნანახი ფილმი Pay It Forward კევინ სპეისი მონაწილეობს ^^ გულდასმით არ მინახავს ფილმი მაგრამ აზრი ცხადია თუ შენ ადამიანს გაუკეთებ სიკეთეს ის სხვას გადაუხდის და ასე მსოფლიო მაშტაბით ჯაჭვივით გავრცელდება სიკეთეები
მაგრამ საქმე იმაშია რომ ადამიანები ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ, თუ კონკრეტულად ამ თემაზე არა ჩვენი ემოციური და სვითური საუბრების ქვეტექსტები მაინც მოიცავს ამ თემას მაგრამ ყოველთვის ლიტონ სიტყვებად რჩება ყველაფერი… შესრულება არ უწერია.. მე მაგალითად მილიონჯერ მომდომებია ბებიასთვის ჩანთა გამომერთმია და დანიშნულების ადგილამდე მიმეტანებინა უბილეთო მგზავრისთვის რომელსაც კონტროლიორი გარეთ მიათრევს ბილეთი ამეღო :/ მაგრამ ყოველთვის მცხვენია :/ ჰო მცხვენია ვაითუ მგზავრმა შეურაცხყოფად მიიღოს ვაითუ ბებია ცუდ ხასიათზე არმოჩნდეს და დამიტატანოს.. :დდდ მოკლედ გადალახეთ უაზრო დებილობები თავში და რაც შეიძლება მეტი გულები ავუნთოთ ერთმანეთს თვალებში : )) 






































pay it forward <3 გენიალური ფილმია
ჰოო <3<3
მაგრამ მაინც ნაწყენი ვარ ადამიანებზე…
დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენთაგანი იგივეს იტყვის.
უბრალოდ ტვინში უნდა ამოვიბეჭდოთ რომ ქუჩაში მოხუცის გზაზე გადაყვანა სიკეთეა, ბაზრიდან მომავალი მეზობლისათვის (:D) პარკების ატანაში მიხმარებაც სიკეთეა, რომ ხედავ ადამიანი პარკინგზე ვერ აყენებს მანქანას გინებით არ უნდა აიკლო ”ის ვინც პრავა მისცა” მიდი და თავაზიანად შესთავაზე დახმარება. შორს წავალ ძალიან.
pay it forward ღენიალურია