ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე – გერმანელი ფილოსოფოსი, კომპოზიტორი და ფილოლოგი 1844 წელს სოფელ რიუკენში დაიბადა.
24 წლის ასაკში, ის ბაზელის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი გახდა.
ნიცშეს ფილოსოფია ღირებულებების გადაფასების ცდაა. აზროვნების ეს კონცეფცია გამოხატავს მეამბოხე მოაზროვნის სულისკვეთებას.
მე-20 საუკუნის ფილოსოფიური აზროვნება წარმოუდგენელია ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფიის გარეშე. სიცოცხლის ფილოსოფიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გასული საუკუნის სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობაზე. ამ ფილოსოფიის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი ე.წ. პარადიგმატული დებულებაა – ადამიანის სიცოცხლის საზრისი მის თავისუფალ აქტივობასა და შემოქმედებაში.
ახალგაზრდობაში გატაცებული იყო ფრანკფურტელი პესიმისტით, შოპენჰაუერით. მისი ზეგავლენით ნიცშე ანტიკურ საბერძნეთში ეძიებდა სფინქსის ამოცანას, ადამიანის და არსებობის საიდუმლობას. შემდეგ ნიცშე გაიტაცა ვაგნერმა, მისმა ტიტანურმა პიროვნებამ და ძლიერმა მუსიკამ იგი სხვა მიამრთულებით წაიყვანა.
პირველი წიგნი “Die Geburt Der Tragodie” (1872) დაწერილია ვაგნერის და შოპენჰაუერის ძლიერი გავლენით. ეს იყო ნიცშეს პირველი ნაბიჯი ფილოსოფიურ სამყაროში, რომელიც გაშმაგებულ კრიტიკას იწვევს. შემდეგ წლებში ნიცშე აღრმავებს თავის პირველ წიგნში გამოთქმულ აზრებს, ფილოსოფიაში ის კვლავ შოპენჰაუერის ერთგული მოწაფეა. მიდის ღმერთისა და ადამიანის სულის უკვდავების უარყოფისაკენ. უსმენს ვაგნერს და ცხოვრობს მისი ცხოვრებით.
მაგრამ ათი წლის შემდეგ ნიცშე ვაგნერს უწოდებს თანამედროვე მუსიკის გამრყვნელს და უარყოფს მის შემოქმედებას.
მორალი ადამიანებმა მოიგონეს. ბუნებას კი სხვა კანონები აქვს – ლაღი და დაუნდობელი, სადაც უმწეო ნადგურდება. ლომი იმ ირემს დაეწევა და შეჭამს, რომელიც სუსტია და დანარჩენებს ჩამორჩება.
სამყაროში ძლიერები რჩებიან და იმარჯვებენ. ავადმყოფსა და უძლურს დახმარების ხელი არ უნდა გავუწოდოთ. ის განადგურდება,ხოლო ქვეყნიერებაზე ძლიერები დარჩებიან. მორალი აკნინებს ადამიანს,როცა მას დახმარების, შებრალებისა და თანაგრძნობის იმედი არ ექნება ეცდება გაძლიერდეს, უკეთესი გახდეს – გადაიქცეს ზეკაცად.
ეს არის ფილოსოფია სიძლიერის, სილამაზის, დაუოკებელი სწრაფვისა სრულყოფილებისაკენ.
ნიცშე ფილოსოფოსია ,რომელიც ღმერთს დაუპირისპირდა,რომელმაც სიკვდილსა და ტანჯვაზე,ყოფიერებაზე გამარჯვება მოინდომა.
1878-ში შექმნილი “Menschliches, Allzumenschliches” მთლიანად მეტამორფოზაა. აქ მას უკვე აღარ სწამს არც გენიალობა, არც მეტაფიზიკა და კაცობრიობა. უფრო სკეპტიკოსია, ვიდრე აღფრთოვანებული იდეალისტი.
“Die frohliche Wissenschaft” (1882) მეტაფომორფოზაა, მხოლოდ ახლებურად დანახული. “მე მინდა ვიფრინო, მხოლოდ ვიფრინო” ამბობს ის. მას აღარ აკმაყოფილებს პოზიტივიზმი, “ძირს სოკრატე და გუმარჯოს ინსტიქტს”.
შემდეგ იქმნება “ასე იტყოდა ზარატუსტრა”, ამ წიგნით ნიცშემ “მოკლა” ღმერთი და ომი გამოუცხადა წასრულს…
“რა დაემართა ღმერთს? მე გეტყვით! ჩვენ ის მოვკალით! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ!”
ენგანდინის სიმაღლეზე, მის პატარა, უძრავ ტბათა შორის, რომელთა სიღრმიდან მარტოობა ლაპარაკობს, ნიცშემ იგემა ზარატუსტრას სიზმარი და შეასხა თავის სულს არწივის აღმაფრენა…
ნიცშეს ცხოვრება მისი საკუთარი აზროვნების დრამის განცდაა, იგი თვითონ არის თავისი სულიერი ტრაგედიის გმირი, ჯალათი და მსხვერპლი. მისი ყოველი აზრი პერსონაჟია, რომელიც ლანდის სახით კვლავ იზიდავს მას მომხიბლავი მაცდურობით შემეცნების წარმტაც, მაგრამ სახიფათო მწვერვალებისაკენ…
კონსტანტინე გამსახურდია წერს: ,, – რაფაელს დახატული აქვს პლატონი ზეაპყრობილი ხელებით.უნდა მოვიდეს ახალი რაფაელი, რომელიც ახალი ევროპის ახალ პლატონს ზეაპყრობილი ხელებით დახატავს. ასე დარჩება ნიცშე ადამიანობის ნათელ ხსოვნაში, რადგან იგი იყო როგორც ზვარაკი, ისე თვით ტანჯვაში პირგაბადრული ღმერთი.”
ფრიდრიხ ნიცშე 1900 წელს ვაიმარში გარდაიცვალა.
p.s. მე დიდად არ ვგიჟდები ამ კაცის ფილოსოფიაზე არც ვეთანხმები ბევრ რამეში :)) არც ზარატუსტრა წამიკითხვას ჯერჯერობით (უახლოეს მომავალში ვაპირებ) მაგარმა საინტერესოა :)) წმინდა ცნობისმოყვარეობა :))) ალბათ ზარატუსტრას მერე უფრო დავაფასებ :)



როცა კი ნიცშეს პორტრეტს ვხედავ ხოლმე, ერთი გამოთქმა მახსენდება მისი ულვაშების შემხედვარეს: პირით მერცხალი უჭირავსო. :)
loool magari gamotqmaaa :D:D:D:D
au Cem das uyvars ise o ravi raa. ese ityoda zaratustra caikitxa da mokled gaafanata :d gavgijdi
ukanalze meamboret yvelao tkva nicshem da daidzina… kargi postia :)
ნიცშე არის ჩემთვის ყველაზე დიდი ფილოსოფოსი
მადლობა ქეთ კიდევ ერთი საინტერესო პოსტისთვის კაცზე, რომელიც ძალიან მიყვარს :)
kidev bevrjer dameceros iseti postebi romelic shen gainteresebs ketilo adamiano :)))))
viracam mitxra adre 13 wlis rom vikavi , exla nu kitxulobo , rom gamocxvebi mereo tore tavis yalibit gamogacxobso , (shedareba magaria) cota moqmedebda albat mashin__ rmerti daviviwye , gavida wlebi da mainc ” me mixmobs didi nicshe :)
:))))) მესმის შენი ნიცშესგან თავის დახწევა მართლა ძნელია :)))))
auu shenc egre Xar? :D ase ityodaa zaratustras kitxulobs chemi Bidzashvili Xoda Vusmen xolme da 100% dan 30% vigeb:D Dzaan saintersesooaa maara 14 wlis var da chems asakshi Martlaa adrea mgoni
ise laparakobt nicsheze titqos magastan ertad iyo gamoketiliu erts sivrceshi..nicshe ro gaigi, magistvis shopenhaueri da vagneri unda icodet, mara tqven arc erti icit da arc meore. nicshes mzgavsi platoni da pitagora tu iqnebodnen!
shen ratom laparakob ise titqos chemtan ertad ert sivrceshi iko gamoketili? :D:D:D:D lol shen ra ici me ra vici da ra ara :))))) marto vigac pilosoposebis saxelebis raxaruxi mec shemidzlia getayva :D:D:D:D
vigac filosofosebis saxelebis raxaruxi ro shegidzlia,eg sheni postidan gadasarevad chans! isev shen posts davimowmeb da bevri ro araferi ici nicsheze cxadia.daanebet nicshes taviiiii! iseti tonit laparakob nicsheze, titqos yovel sagamos yavaze epatijebi.
ui, kidev rac sheexeb cinikurad da gakvrit gmertis sikvdils, is martla mokvda da kargad icoda avtorma rasac ambobda da sxvata shoris axali araferiar utqvams.nicshe “wminda cnobismoyvareobit” ki ara gasagebad unda waikitxo….tumca, gasagebad?……….:0……
:D:D:D:D
ლიკუნა
გეთაყვა :))) შენი ჭირიმე რა :))) რატომღაც ახლა ვიღაცამ მასწავლოს მე რა ვიცი და რა არა :))))) მე ჩემი აზრი მაქვს შნ შენი… ხოდა ვინაიდან და რადგანაც ეს ჩემი ბლოგია და რასაც მინდა იმას დავწერ :) შნ შგიძლია შენი აზრები შენთვის შეინახო :)
ki batono, rac ginda is dawere da ara is rac ar ici! da sxvata shoris chkuas sulac ar gaswavli, me komentari davamate.ra tqma unda, echvic ar shegeparos ro chem azrebs chrmtvis shrvinaxav, mara ert rames kidev vityvi.nicshes “modas” ayolilebistvis.is tansacmeli ar aris ro moirgo da mere moisrolo, tunca dgesdgeobit tansamlis gaxda da chacma mainc ro sheudzlia berv zombad qceul chem tanatols, martla bvrs nishnavs KATE!!!
:))) kargi madlob :)))) modas ayolili snobebi yvelaze metad mdzuls likuna :))) ubralod erti da igive ram yvelas sxvadasxvanairad gvesmis da vxedavt amashi agsashpotebeli araperia :))
ფრიდრიხ ნიცშეს ელექტრონული წიგნები თუ შეგიდზლიატ დააგდეთ რაა :)) წინასწარ დიდი მადლობაა :*:*:
ჩემი ღმერთია,ისიც მოკვდა)”ise laparakobt nicsheze titqos magastan ertad iyo gamoketiliu erts sivrceshi..nicshe ro gaigi, magistvis shopenhaueri da vagneri unda icodet” <—– გარდა ამისა აუცილებელია ბერძნული მითოლოგიის დაწვრილებით ცოდნაც! და რაც შეეხება ღმერთი მოკვდა მან განმარტა "ერთადერთი ჭეშმარიტი ქრისტიანი ვიცოდი და ისიც ჯვარზე გააკრეს"
ხოდა რაც შეეხება ზემოთ ნათქვამ ვაგნერს და შოპენჰაუერს ბოლოს ნიცშემ ისინი შეიზიზღა და მათი კერპი დაანგრია, ამით აქლები ლომი და ჩვილი, ბავშვის პრინციპით მოიპოვა ზე ადამაინობა!(უმძიმობისთვის ბოდიშით):D
უკვე მიყვარს ეს ბლოგი :ყეს:
“განათლებულ ქვეყნისთვის” თქვენზეა
უზომოდ მიყვარს ნიცშე და მისი ზარატუსტრა!
პასკალის “აზრები” წაიკითხეთ აუცილებლად ნიცშეს შემდეგ და ყურებიდან სისხლის დენა მერე ნახეთ :)))
ნიცშე არის კაცობრიობის უდიდესი ფილოსოფოსი…. მისი ვერც ერთი მოსაზრება და ხედვა ვერ გააბათილა ვერავინ…კონფერენციები ჩატარდა ნიცშეს ფილოსოფიის წინააღმდეგ მიმართული,მაგრამ ვერანაირად ვერ უგულებელჰყვენ ნიცშეს ნააზრევი…. აი რაც შეეხება ბლეზ ბასკალს,ის არანაკლები გენია იყო,მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ,მან ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა თავისი თავის რეალიზება,თუნდაც იმიტომ რომ ხშირად ავადმყოფობდა და ნაადრევად გარდაიცვალა…. ყველას გირჩევთ გაეცნოთ პასკალის ბიოგრაფიას!!!
ვახო ტყეშელაშვილი