ოპალი – უბედურების მაუწყებელი ძვირფასი ქვა…


ოპალი ფრიად წინააღმდეგობრივი თვისებების მქონე ძვირფასი ქვაა. უარყოფითი თვისებების გარდა მას სამკურნალო ეფექტიც აქვს. ძველად ოპალის დახმარებით მრავალ დაავადებას კურნავდნენ, განსაკუთრებით – თვალისას. შუა საუკუნეებში ეს ფერადი ქვა ქურდებისა და ჯადოქრების მფარველად ითვლებოდა. ალქიმიკოსმა ჟილ დე დავალმა დაახლოებით 150 ფეხმძიმე ქალი და ბავშვი დაღუპა იმის გასარკვევად, რომ ჩვილი ბავშვების სისხლისა და სხეული რომელიმე ნაწილისაგან დაემზადებინა “ფილოსოფიური ქვა” – ოპალი.

ამ ქვის ტარება განსაკუთრებული რისკის გარეშე შეუძლიათ მხოლოდ ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს. ამასთან ჩარჩო (ბუდე) აუცილებლად ვერცხლის უნდა იყოს. ის ძალიან საშიშია ავი, მატყუარა და არამდგრადი ხასიატის მქონე ადამიანებისათვის. ასეთ პირებს ოპალი პირდაპირ უწმინდური ძალების ხელში აგდებს და მათ მონას ხდის, ხოლო ფანტაზიორები და მელანქოლიკები ამ ქვიდან მხოლოდ სარგებელს ნახულობენ.

ძვირფასი და სანაკეთობო ქვების რიცხვი ასს აღწევს. არსებობს ფერადი ქვები (თვლები), რომლებიც არასახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს. კეთილშობილი ოპალი არა მარტო შედის საბედისწერო ქვების სიაში, არამედ, ყველაზე სასურველია ჯადოქრებისა და მაგებისათვის.

კოლექციონერები, ხელოვნებათმცოდნეები და მცხოვანი მინერალოგები ერთი აზრისანი არიან – ეს ქვა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ფერად ქვებს შორის. დაახლოებით 200 წლის წინ პლინიუსი მის შესახებ წერდა: “ოპალის ცეცხლის მსგავსია კარბუნკული (ძოწი), მხოლოდ მასზე უფრო რბილი და ნაზია; ამასთან, გამოასხივებს მეწამულ ფერს – როგორც ამეთვისტო და ზღვის სიმწვანეს – როგორც ზურმუხტი; ყველაფერი ერთიანდება ჩინებულ ბრწყინვალებაში”

გამოჩენილ ინგლისელ მწერალს, ოსკარ უაილდს (1854 – 1900) ძალიან უყვარდა ძვირფასი თვლები და ცდილობდა შეეძინა მათ შორის ყველაზე ლამაზი და ძვირფასი. მის კოლექციაში მრავლად იყო ფერადი ქვები, მაგრამ ყველაზე მეტად კი მოძოწისფროცისფერი ოპალი მოსწონდა თავისი ცისარტყელისებრი ბზინვარებით. მწერალს საათობით შეეძლო მოსიყვარებოდა თავის ძვირფასეულობას და ამ წუთებში იგი არავის არ უნდა შეეწუხებინა. იგი აგროვებდა ლეგენდებს ქვების შესახებ, ბევრს თვითონაც იგონებდა და შემდეგ თავის მეგობრებს უყვებოდა.

ცნობილი მწერლის ცხოვრება ჩვეულებრივ მიმდინარეობდა მაგრამ ერთხელ მას მოეჩვენა რომ მისი საყვარელი ოპალიდან ნესტიანმა და ცივმა სიომ დაუბერა. უცებ ქვის საღებავთა მომაჯადოებელი სანახაობა გაიცრიცა და ჩაქრა. ოსკარი მიხვდა რომ ეს უბედურების მომასწავლებელი იყო. მართლაც სულ მალე, მან დამამცირებელი წერილი მიიღო ცნობილი ლონდონელი პიროვნებისგან. მწერალმა შეურაცმყოფელს სასამართლოში უჩივლა და, ალბათ საქმესაც მოიგებდა თავისი ადვოკატისთვის ყური რომ დაეგდო. მაგრამ უაილდი სასამართლოზე გამომწვევად და კადნიერად იქცეოდა, რითაც მსაჯულები გააღიზიანა და “უწესო საქციელისთვის” საკატორღო სამუშაო დაიმსახურა.

ესპანეთის მეფემ, რომელიც კონკისტის დროს ცხოვრობდა (16-ე საუკუნე) შეიძინა იშვიათი სილამაზის ოპალი. ძალიან მალე ტახტის მემკვიდრე უეცრად გარდაიცვალ ხოლო მეფის კარაველები, რომლებსაც ამერიკის სანაპიროდან ოქრო და ზურმუხტი მოჰქონდათ, ქარიშხლის შდეგად ჩაიძირნენ.

უოლტერ სკოტმა დაწერა რომენი “კარლოს გულადი”, რომელშიც მოთხრობილია როგორ კვდება ლამაზმანი ჰერმიონი, როცა თვის ოპალს ეკლესიაში ნაკურთხ წყალს ასხურებს. რომანის გამოსვლის შემდეგ ულამაზესი ფერადი ქვა იმდენად გაუფასურდა მასში გროშებსღა იძლეოდნენ.

ყველაზე მდიდრულ და ძვირფას ოპალს რომის სენატორი – ნონიუსი ფლობდა, რომლის გამოც იგი ძალზე დაზარალდა და იძულებული გახდა იტალიიდან გაქცეულიყო. სენატორმა ნებაყოფლობით “მიიღო” მიუსაფრობა, საფრთხე, შიმშილი, მაგრამ თავის ოპალთან განშორება არ ისურვა, თუმცა მასში დიდძალ ფულს სთავაზობდნენ.

ნაპოლეონის ცოლი, ჟოზეფინა ფლობდა 600 გრამიან ოპალს. ეს სიტორიული ფერადი ქვა, რომელსაც “ცეცხლმოდებული ტროა” ერქვა, იმპერატორმა შეიძინა 30 000 ოქროს დუკატად (100 000დოლარზე მეტი). ეს ქვა არ შემონახულა. გადმოცემის თანახმად ის უკვალოდ გაქრა მას შემდეგ რაც ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს.

ამჟამად ბაზარი სავსეა სინთეტიკური ოპალით, ის ისეთივე ლამაზია როგორც ნამდვილი. ბუნებრივი ოპალი ძვირია. დაწახნაგებული ბუნებრივი ქვის ფასი შეიძლება მერყეობდეს 150-1500 დოლარის ფარგლებში ერთ კარატზე (0,2 გრამი).

ყველაზე ლამაზად მიიჩნევა შავი, მუქი იისფერი, ლურჯი, მწვანე და შინდისფერი ოპალი. ხასხასასისხლივით წითელი ოპალი ძალიან იშვიათობაა.  ზღაპრულად  ძვირფას რარიტეტებს კი განეკუთვნება სამეფო ოპალი, რომელსაც გარეგნულად ნათელი მწვანე ფერის შიგნით სისხლისფერი წითელი ან ბრინჯაოსფერი-ყვითელი სფერო აქვს.

About these ads

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in mystic and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ოპალი – უბედურების მაუწყებელი ძვირფასი ქვა…

  1. sooop:) says:

    dzalian saintereso teqstia :)

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s