ბულგაკოვი – “ოსტატი და მარგარიტა”

“… კარგი, ვინა ხარ, მაშ ნეტავი?
– მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის,
ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის. “

გოეთე, “ფაუსტი”.

მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი

მიხეილ ბულგაკოვი დაიბადა ქალაქ კიევში 1891 წლის 15 მაისს და გარდაიცვალა 1940 წელს თირკმელების დაავადებით.

ბულგაკოვის პროზამ ფართო მკითხველამდე თხუთმეტიოდე წელია რაც მოაღწია. და მალევე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. ბულგაკოვი იყო იმ მცირეთთაგანი ვინც თავისი კალამი ყალბ ლოზუნგებს არ დაუმორჩილა.

ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა კავშირში 1930–იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან სულაც გამოუქვეყნებელი დარჩა ათწლეულების განმავლობაში. ბულგაკოვი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი.

ბულგაკოვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები თარიღდება ადრეული 20–იან წლებით.

“ოსტატი და მარგარიტა”

“ოსტატი და მარგარიტა” ბულგაკოვის ბოლო და საუკეთესო ნაწარმოებია. სიკვდილის წინ ის ამბობდა: “შესაძლოა, ეს სამართლიანიცაა… “ოსტატის” მერე რაღა უნდა დამეწერა.” – იგონებს ელენა ბულგაკოვა (ბულგაკოვის მეუღლე “მარგარიტას” პროტოტიპი.)

“ოსტატი და მარგარიტა” ორმაგი რომანია, იგი შედგება ოსტატის მიერ პილატე პონტოელზე დაწერილი რომანისაგან და თავად ოსტატზე დაწერილი რომანისაგან.

ბულგაკოვს ბიბლია ისე აქვს შეცვლილი როგორც უნდა, იესოს სახე რომანში არატრადიციულია. . . ოსტატის რომანში იეშუა ჰა-ნოცრი უმაღლეს ფილოსოფიურ – რელიგიური ჭეშმარიტების – “კეთილი ნების” მატარებელია, “მოხეტიალე ფილოსოფოსი” და არა ღვთის შვილი.

რომანში სატანას სახეც არატრადიციულია. იგი ღმერთს არ უპირისპირდება. ვოლანდის შეხედულება ადამინებზე მთლად უარყოფითი არ არის; იგი ოსტატს როგორც თანასწორს ისე ელაპარაკება.

გარდა ამისა რომანში მოთხრობილია ოსტატისა და მარგარიტას არაჩვეულებრივი, თავგანწირული სიყვარულის ისტორია. (ვინმეს ბანალური სასიყვარულო რომანი არ ეგონოს ოღონდ ბოროტი დედინაცვლებით და ბანზე გადავარდნილი თითისტარებით  :დ

“ოსტატი და მარგარიტა” საოცრად ორიგინალური, რთული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური ნაწარმოებია. ეს რომანი არ გიშვებს თავისი “კლანჭებისგან”. მას პერიოდულად ვუბრუნდები და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ წავიკითხე, ყოველთვის ახალ აღმოჩენებში ვარ და ეს უფრო მეტად მითრევს.

ვფიქრობ ეს რომანი ეპოქალურია და მსოფლიო შედევრებთაგან ერთ-ერთი.

“ოსტატი და მარგარიტა” ჩემი საყვარელი რომანია და მთელი გულით გირჩევთ წაიკითხოთ, მერწმუნეთ ნამდვილად არ ინანებთ.

პ.ს. რომანი ალბათ განსაკუთრებით მოეწონებათ მისტიკის მოყვარულებს.

“. . .ასე შეხვდა ნისანის თხუთმეტის ალიონს იუდეის მეხუთე პროკურატორი

პონტოელი პილატე. . . “ 

About these ads

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in წიგნები ♥ and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ბულგაკოვი – “ოსტატი და მარგარიტა”

  1. Annie** says:

    მეც ძალიან მიყვარს :)

    Like

  2. გაბრიელ says:

    დათა თუთასხიაზეც ტუ გააკეტებდი სტატიას :) გლეჯავოი იქნება :D

    Like

  3. fsiQe says:

    “მომყევი მკითხველო! ვინ დაგაჯერათ თითქოს ამქვეყნად მარადიული სიყვარული არ არსებობდეს?”
    ძალიან მიყვარს ეს წიგნი, რაღაც საოცარი მისტიციზმიშს და ამავე დროს რეალობის ნაზავია. თანაც მსუბუქი და ოდნავ სარკასტული სტილი მწერლის, ბეჰემოთის საოცარი და ძალიან სასაცილო ოინები, ძალიან საინტერესო პარალელები და შეუდარებელი ვოლანდი, რომელიც მარცხენა ფეხით კოჭლობს :X:X:X
    ესეც ჩემი პოსტი ოსტატის, მარგარიტას და სადოვაიას 50 ნომერში მდებარე ბინის შესახებ :ბლუსჰ:

    http://fsiqe.wordpress.com/2009/09/17/ოსტატი-და-მარგარიტა/

    Like

  4. Clown^^ says:

    :love::love::love::love:

    Like

  5. ბეჰემოთი says:

    –როგორ გეკადრებათ მესირ, განა ქალბატონს არაყს ვაკადრებ? სუფთა სპირტია! (c)

    Like

  6. სალომე says:

    vgiijdebiii <3 <3 volandi shemayvara bulgakovma :))

    Like

  7. karoviev says:

    da agar estumreba maq shemdeg savse mtvaremde agar misi gamis stulari da agarc iudevelda mexute umowyalo prokurori pontoeli pilate

    idealuria

    Like

  8. mindia says:

    dzan magri prozaaa !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!miyvarssssssssssssssssssssssssss

    Like

  9. marika : )) says:

    გოეთეს- “ფაუსტი” წაიკითხეთ… პირდაპირ კავშირშია ამ რომანთან… მეც, ძალიან მომწონს, მაგრამ ის ნაწილი გამოვტოვე სადაც პილატე პონტოელზე საუბრობს, ძაან ცუდად იმოქმედა ჩემზე :ს

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s